იყავით კონტაქტზე
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება

ლუქს კლასის სტანდარტი

Lexus LS, რომელიც პირველად 1989 წელს იქნა წარმოდგენილი, განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ოსტატობისა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მიმართ. LS-მა ლუქს კლასის ავტომობილებს შორის ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ამ ავტომობილში აღმოაჩენთ ოსტატობის და კომფორტის ისეთ დონეს, რითაც LS ესოდენ გამოირჩევა.

სტანდარტის განსაზღვრა


LS - ოსტატობის და ერთგულების სიმბოლო, ყველა დეტალით გამოირჩევა. იგი იდეალურად ითავსებს საუცხოო სამუშაო მაჩვენებლებს, შორსმჭვრეტელ ინოვაციებსა და ტრადიციულ ტექნოლოგიებს. ეს ავტომობილი თავისი დიზაინისა და კონსტრუქციის წყალობით უნიკალურ და შთამბეჭდავ გამოცდილებას გპირდებათ.

LS სრულყოფილია ყველა კუთხით, რითაც მკვიდრდება ჭეშმარიტი ოსტატობის და უმაღლესი ხარისხის სტანდარტები Lexus-ის მთელ სამოდელო ხაზში.

ლუქს კლასის ავტომობილებით მიღებული გამოცდილება

გულთბილი დახვედრა

Omotenashi - ეს არის იაპონური სტუმართმოყვარეობის კონცეფცია, რომელმაც LS-ის შექმნა შთაგვაგონა. კარის სახელურების განათების შემდგომ, ავტომობილი სამი სანტიმეტრით იწევა, რათა ჩაჯდომა გაგიმარტივდეთ და პერსონალური დახვედრის შეგრძნება გაგიჩნდეთ.

ელეგანტურობის გამომხატველი

შთაგონებული იაპონური ტრადიციით

LS-ის გასაფორმებლად ჩვენი ყურადღება იაპონურ კულტურას მივაპყრეთ. შთაგონება მიღებულ იქნა გადასაკრავი მასალის მიმართ ახალი მიდგომის, ტრადიციისა და მოწინავე წარმოების დახმარებით.

ხელნაკეთი ოსტატობა

Takumi-ს ოსტატობა

LS-ის ტყავის სავარძლები და ნაკერები საუცხოო ხარისხისაა და Takumi-ს ოსტატობის ხორცშესხმას განასახიერებს. ხელმისაწვდომია სამი ვარიანტი: რბილი, ნახევრად ანილინის* და L-ანილინის*.

რელაქსაცია გზაში

Kiriko-ს მინის დამზადების ხელოვნება

ეს არის ტრადიციული იაპონური ხელობის თანამედროვე ინტერპრეტაცია. სიტყვა "Kiriko" უკავშირდება მინის ხელით ჭრის ტექნიკას, რომელიც 200 წლის წინ შეიქმნა.

სახელგანთქმულ მინის ოსტატ Kiriko-სთან ჩვენი თანამშრომლობა განაპირობა სინათლის და ჩრდილის მომაჯადოებელი თამაშით შთაგონებამ. შედეგად მივიღეთ ხელით შექმნილი ორნამენტიანი პანელი, რომელიც გულთბილად ესალმება მძღოლებსა და მგზავრებს, ამავე დროს საოცრად რბილი და მიმზიდველი იერი გააჩნია.  

სახლის კომფორტი სალონში

შექმნილი კომფორტისთვის

კვლავაც იაპონური Omotenashi პრინციპის შთაგონებით, LS-ის სალონში მართლაც სტუმართმოყვარე გარემო გხვდებათ. აქ მგზავრებისთვის ყველა დეტალი გათვლილია, მძღოლის საჭიროებებზეც რეაგირება სწრაფად და ინტუიციურად ხდება. ჩვენ ვიცოდით, რომ ფუფუნების ახალი სტანდარტის შესაქმნელად უმთავრესი იყო ერთიანი, კომპლექსური მიდგომა.
რელაქსაცია გზაში

კომფორტული უკანა სავარძელი

მგზავრები, რომლებიც LS-ის ერთ-ერთ უკანა ელექტრულ სავარძელზე მოთავსდებიან, უმაღლესი კლასის კომფორტს შეიგრძნობენ. გასაშლელად აირჩიეთ პოზიცია "Relax", რა დროსაც ავტომატურად იწევა ფეხების საყრდენი, ხოლო სავარძელი უკან იხრება კომფორტული 48°-ით - ეს არის კუთხე, რომელიც სხვადასხვა კომპლექციის ადამიანების მონაწილეობით საგულდაგულო ტესტირების შედეგად შეირჩა.

დაღლილობის შესამცირებლად და მოდუნების დონის გასაზრდელად LS-ის ორივე უკანა სავარძელი აღჭურვილია მასაჟის დახვეწილი ფუნქციით. იაპონური შიაცუ მასაჟის სპეციალისტის დახმარებით განისაზღვრა წნევა, რიტმი და ნაკადის პარამეტრები, რამაც მგზავრის კმაყოფილება უნდა განაპირობოს. 

რევოლუციური მგზავრობა გრძელდება

საოცრად კომფორტული LM

LM - ეს არის რევოლუციური ავტომობილი, რომელსაც კომფორტული მგზავრობა ახალ დონეზე გადაჰყავს და ყოველი მგზავრობა უმაღლესი კლასის მოგზაურობას გპირდებათ. LM აღჭურვილია ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფით, რომელიც ორივე ტიპის ავტომობილის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ სავარძლები გადაწიონ ბოლომდე, ისარგებლონ 14 ლიტრიანი მაცივრით, დასაკეცი მაგიდებითა და მაღალი რეზოლუციის გასართობი სისტემით. ყოველივე ეს არის იმის გარანტია, რომ LM-ით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიიღებთ.