მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
იყავით კონტაქტზე
2026 წლის მილანის დიზაინის კვირეული

მხატვრული ინსტალაციის “SPACE” მსოფლიო პრემიერა

მილანის დიზაინის კვირეულზე შედგება Lexus-ის მხატვრული ინსტალაციის "SPACE" მსოფლიო პრემიერა.

  • "SPACE" - ახალი, მხატვრული ინსტალაცია, რომელიც შთაგონებულია ახალი Lexus LS-ის კონცეფციით და გამოხატავს ბრენდის ხედვას სივრცეზე, კომფორტული ცხოვრების წესის კონტექსტში.
  • მილანის დიზაინის კვირეულის პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კონკურსის "აღმოვაჩინოთ ერთად 2026"  (Discover Together 2026) ოთხი ახალი ნამუშევარი, რომელიც შექმნილია ახალბედა ავტორებისა და Lexus-ის დიზაინერების თანამშრომლობით.
  • წლევანდელი თემა "აღმოაჩინე შენი სივრცე" (Discover Your Space), მხატვრული ნამუშევრების საშუალებით, უჩვეულო გზით იკვლევს პირად, კერძო სივრცეს, რომლებიც Lexus LS-ის კონცეფციის მოტივს იზიარებენ.
  • გამოფენა გაიმართება 21-დან 26 აპრილის ჩათვლით, მილანის საგამოფენო დარბაზში Superstudio Più.


2026 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე Lexus წარმოადგენს მხატვრულ ინსტალაციას"SPACE“, რომელიც შთაგონებულია მისი საფლაგმანო ავტომობილის Lexus LS-ის კონცეფციით.

„SPACE“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო დიზაინის მოწინავე გამოფენაზე, რომელიც იტალიაში, ქალაქ მილანში, 21-დან 26 აპრილამდე გაიმართება. ის გამოიფინება Discover Together 2026-ის ოთხ ახალ ნამუშევართან ერთად, რომელიც ახალბედა ავტორებისა და Lexus-ის დიზაინერთა თანამშრომლობის ნაყოფია. გამოფენა მოეწყობა ქალაქის ცენტრში, ტორტონას შემოქმედთა რაიონში მდებარე სტუდიაში Superstudio Più. 

"SPACE" და მობილობის ახალი ერა

ბრენდის დაარსების დღიდან, Lexus-მა ჩამოაყალიბა საკუთარი კურსი, რომლითაც უპირისპირდება ტრადიციებს და კომფორტული მობილობის პრინციპებს ხელახლა განსაზღვრავს. ინოვაციური აზროვნებით, ის აგრძელებს თავისი შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებას უკეთესი პროდუქტებისა და მომსახურებისთვის, რითაც თავის მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

"SPACE" ყალიბდება Lexus-ის მუდმივი სწრაფვით გადააჭარბოს მოლოდინებს და ყურადღებას ამახვილებს Lexus LS-ის კონცეფციაზე, რომელიც სწავლობს "სივრცის" მნიშვნელობას თანამედროვე კომფორტული ცხოვრების წესის კონტექსტში.

დღეს საავტომობილო ინდუსტრია ავტომობილის ტრადიციული კონცეფციიდან მობილობისა და მომავლის ახალ ეპოქაში გადადის, რომელიც უზრუნველყოფს უფრო თავისუფალ გადაადგილებას და კომფორტული ცხოვრების წესს. სამსახური, პირადი ცხოვრება და მოძრაობა სულ უფრო და უფრო შეუფერხებლად ხდება ურთიერთდაკავშირებული, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, უფრო ჰარმონიული და სრულყოფილი ცხოვრების წესით იცხოვრონ. ასეთი ტიპის მომავალში მობილობა მარტივი ტრანსპორტიდან გარდაიქმნება ახალ გამოცდილებად, რომელიც სივრცესაც ხელახლა გადაიაზრებს. "SPACE" - ეს არის შესაძლებლობა აღმოაჩინოთ მობილობის ახალი ხედვა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.

 

"აღმოვაჩინოთ ერთად" (Discover Together)

2025 წელს დაწყებული პროექტი "აღმოვაჩინოთ ერთად" იმ დამწყებ შემოქმედთა გამაერთიანებელი ინიციატივაა, ვინც Lexus-ის ფასეულობებს იზიარებს. ისინი ბრენდის ხედვას და ფილოსოფიას საკუთარი შეხედულებისამებრ გარდაქმნიან ისეთ ნამუშევრებად, რომლებიც ახალ ღირებულებებს გამოხატავს. Lexus LS-ის კონცეფციის,  როგორც საერთო მოტივის ფარგლებში, მათ ითანამშრომლეს Lexus-თან, რათა შეექმნათ მხატვრული, ექსპერიმენტული ნამუშევრები, რომლებიც სივრცის შესაძლებლობებს იკვლევს. ეს ნიმუშები 2026 წლის მილანის დიზაინის კვირეულზეც იქნება წარმოდგენილი.

წელს კვირეულში მონაწილეობენ: კიოტარო ჰაიაში და იუმი კუროტანი (იაპონია), Guardini Ciuffreda Studio (იტალია), Random Studio (ნიდერლანდები) და თანაშემოქმედებითი გუნდი, რომელიც Lexus-ის დიზაინერებსა და იაპონელ ოსტატებს აერთიანებს.

ოფიციალური ვებგვერდი: https://discoverlexus.com/stories/discover-together


ინფორმაცია გამოფენაზე

 

 თარიღები

 მედიის დღე: ორშაბათი, 20 აპრილი

 გახსნა: 21 აპრილი (სამშაბათი), 26 აპრილის (კვირა) ჩათვლით

 ღონისძიების ადგილი  

  სტუდია Superstudio Più Daylight (Superstudio Più), ვია ტორტონა, 27, 20144 მილანი, იტალია  

 ექსპონატები

 ინსტალაცია "SPACE"

 ოთხი ნამუშევარი კონკურსიდან "Discover Together 2026" 

    1.         კიოტარო ჰაიაში და იუმი კუროტანი (იაპონია)

    2.        Guardini Ciuffreda Studio (იტალია)

    3.        Random Studio (ნიდერლანდები)

    4.        Lexus-ის დიზაინერები (იაპონია)

 ორგანიზატორი  

  Lexus International

Discover Together-ის ავტორთა პროფილები

კიოტარო ჰაიაში და იუმი კუროტანი

კინორეჟისორ კიოტარო ჰაიაშის და არტ-დირექტორის იუმი კუროტანის შემოქმედებითი დუეტი იკვლევს სინათლეს და ხმას, სივრცესა და გამოსახულებას, ასევე მასალების გამორჩეულ სტრუქტურებს. ამ მრავალფეროვანი ელემენტების ჰარმონიული შერწყმით, ცდილობენ შექმნან ისეთი განწყობა, რომელიც სილამაზესა და მგრძნობელობაზე იქნება კონცენტრირებული.

კიოტარო ჰაიაში კინორეჟისორი და ფოტოგრაფია, რომელმაც ტამას ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა და მოღვაწეობა კომპანიაში Drawing and manual დაიწყო. მისმა ნამუშევრებმა იაპონიისა და საერთაშორისო დონეზე არაერთი ჯილდო დაიმსახურეს, მათ შორის ვენეციის ბიენალეზე სპეციალური პრიზი და iF design award-ის ოქროს ჯილდო. ამჟამად იგი ტამას ხელოვნების უნივერსიტეტში ლექტორად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. იუმი კუროტანი კი არტ-დირექტორი, ფოტოგრაფი და მხატვარ-კერამიკოსია. მან დაამთავრა ტამას ხელოვნების უნივერსიტეტის ეკოლოგიური დიზაინის ფაკულტეტი, ასევე სწავლობდა ფინეთში, აალტოს უნივერსიტეტში, სადაც სკანდინავიური დიზაინის ფილოსოფიას გაეცნო. მას შემდეგ, რაც ახალბედა კურსდამთავრებული Shiseido-ს შემოქმედებით ჯგუფს შეუერთდა, 2023 წლიდან იგი დამოუკიდებელ პრაქტიკასაც შეუდგა. მისმა ნამუშევრებმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის Japan Spatial Design Awards-ის ოქროს ტიტული, “ FRAME Awards 2020-ის საფინალო ეტაპზე გასვლა, წლის ვიტრინის გრან-პრი და ACC-ის ოქროს ჯილდო.

მათი ერთობლივი ნამუშევრები სინათლეს გარდაქმნის ისეთ ენად, რომელიც აღვიძებს ემოციებს, ხოლო სივრცითი ფენები ადამიანის მეხსიერებასთან მოსაუბრე ნარატივებად იქცევა. ეს ნამუშევრები მხოლოდ მშვიდი დაკვირვების ობიექტებად აღქმის ნაცვლად, ჩაფიქრებულია როგორც იმერსიული ინსტალაციები, რომლებიც სტუმრების გრძნობების გამახვილებასა და ღრმა შთაბეჭდილების მიღებას ემსახურება. კარგად გააზრებული დიზაინისა და ინტუიციური ესთეტიკის შერწყმით, ისინი აგრძელებენ ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომელიც საოცარ განცდას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

https://www.kyotaro.org

https://www.yumikurotani.com

Gaurdini Ciuffreda Studio

Gaurdini Ciuffreda Studio წარმოადგენს გუნდს, რომელიც ჩამოყალიბდა დამწყებ დიზაინერებთან თანამშრომლობით. მასში გაერთიანებული არიან სტუდიის დამფუძნებლები, დიზაინერი ტიციანო გუარდინი და არქიტექტორი ლუიჯი ჯუფრედა, ასევე ანანია ჯაინი (არქიტექტურა), ჯულია ჯავატო (ინტერიერის დიზაინი) და რიკარდო სტუფანო (ვიზუალური დიზაინი).

სტუდიის ფილოსოფია ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, მასალების და ბუნებრივი სისტემების რაციონალურ გამოყენებას, რომელიც გამოიხატება დიზაინის ენით და განისაზღვრება ორგანული ფორმებით, ტაქტილური ზედაპირებითა და ბუნებით შთაგონებული ესთეტიკით. მოდის, არქიტექტურის, ინტერიერისა და ვიზუალური დიზაინის გაერთიანებით, სტუდია მოდასა და სივრცეს თავისი კვლევითი პრაქტიკის ცენტრში ათავსებს, რომელიც სივრცესა და მასალას შორის საზღვრებს შლის. მასალა იქცევა ენად, ხოლო ფორმა გარდაიქმნება ნარატივად. ნამუშევრები აოცებს მნახველს, უზრუნველყოფს მის ჩართულობას და წარმოგვიდგება ექსპერიმენტული ინსტალაციების სახით, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ დაკვირვებისთვის, არამედ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური შეგრძნებისთვის.

 

https://guardiniciuffredastudio.it/

Random Studio

Random Studio დამოუკიდებელი სივრცითი გამოცდილების მქონე დიზაინერული სტუდიაა, რომელიც  ამსტერდამსა და პარიზში მდებარეობს. სტუდია სპეციალიზდება ინოვაციური სივრცეების შექმნაზე, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ აოცებს, მათ ურთიერთქმედებისთვისაც იწვევს.

კრეატიულ სტრატეგიაში, სივრცითი დიზაინსა და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებში სპეციალიზირებული სტუდია პროექტებს მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით ამუშავებს. მათი თანამშრომლობა მოცავდა სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საგამოფენო სივრცეებს, საცალო ვაჭრობასა თუ ინოვაციურ პროგრამებს.

დისციპლინების შერწყმისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ახალი გზების მუდმივად შესწავლით, სტუდია ქმნის პროექტებს, რითაც იდეები გარდაიქმნება ისეთ სივრცეებად, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შესვლა, შეგრძნება და დამახსოვრება.

 

www.random.studio

Lexus-ის დიზაინერები

ამ გუნდში Lexus-ის დიზაინერები ორიგინალური იაპონური ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად თანამშრომლობენ იაპონელ ოსტატებთან.

მათი გამოცდილება მოიცავს უნარებისა და შემოქმედების მდიდარ და მრავალფეროვან სპექტრს: კუმიკოს ოსტატობა კომპანიისგან Shikan Tategu Kogei. ოსტატობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და განუწყვეტლივ იხვეწება სუძუკას მთიანეთში; ქვა კომპანიისგან Inagaki Sekizai-ten, რომელიც საუკუნეზე მეტია ქვის სილამაზესა და პოტენციალს იკვლევს; Tendo Mokko-ს მოხრილი ხის ტრადიცია და ინოვაცია, რომელიც  ჩამოსხმული ფანერის საშუალებით ხისთვის ახალ პერსპექტივებს ავლენს; ასევე, ოლიმპიური თამაშების WorldSkills გამარჯვებულის ხის მოდელები, რომლის უნარებიც Toyota-ს ავტომობილების წარმოებაში გამოიყენება. Lexus-ის წარმოსახვის საშუალებით, ეს ელემენტები გაერთიანებულია და წარმომდგარია ხელოვნების ისეთ ფორმად, რომელიც დროის ჩარჩოებსაც სცდება.

 

შინგო იამაშიტა - Lexus-ის ხის მოდელირების ოსტატი: https://toyotatimes.jp/series/masters/049.html

იუჯი კუროდა, Shikan Tategu Kogei Co. Ltd.: https://www.sashikan.com/ 

რიოტა ინაგაკი, Inagaki Sekizai-ten Co. Ltd.: https://inase-utsuwa.com/ 

კაზუჰირო ნაკატა, Tendo Mokko Co. Ltd.: https://www.tendo-mokko.co.jp/