პერსონალური ფუფუნება
ფუფუნების კონცეფციას Lexus ახლებურად წარმოადგენს და მართვით მიღებულ, შეუდარებელ გამოცდილებას გპირდებათ. გაეცანით ოსტატობას, შემოქმედებით ტექნოლოგიას და Omotenashi-ს გამორჩეული სტუმართმოყვარეობის სულს.
აღმოაჩინეთ Lexus
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება
30 წელზე მეტი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველი ლუქს კლასის სედანი გამოვუშვით, Lexus გასაოცარი დიზაინის, ხარისხის და დახვეწილობის სინონიმად იქცა. ლუქს კლასის ავტომობილების ელექტრიფიკაციის სფეროში პირველობის და ლიდერის რანგში ჩვენ ვისწრაფვით, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ავთენტურობა და ადამიანის ხელი ეტყობოდეს. აღნიშნული მოიცავს Lexus LY650 სპორტულ იახტას, INTERSECT BY LEXUS სივრცეებს, Lexus-ის ლაუნჯსა და კონკურსს Lexus Design Award.
ჩვენთვის ფუფუნება არა ზედაპირულ, არამედ კარგად გააზრებულ და დახვეწილად წარმოდგენილ ცნებას წარმოადგენს.
აღმოაჩინეთ Lexus
ევოლუცია კაიძენის ფილოსოფიის დახმარებით
ჩვენი პირველი ავტომობილი LS 400 1989 წელს გამოვუშვით. ის უნდა ყოფილიყო ყველასგან გამორჩეული, რათა უკვე ჩამოყალიბებულ, პრემიალური კლასის კონკურენტებს შორის ღირსეულ დებიუტანტად წარმდგარიყო.
LS 400-ის შექმნის პროცესში ინჟინრებს სურდათ შეუძლებელი რეალობად ექციათ: შეექმნათ ისეთი ავტომობილი, რომელიც იქნებოდა მიმზიდველი და ეკონომიურიც, ტრადიციული და თანამედროვეც, ბუნებრივი, თუმცა ადამიანის მიერ შექმნილი, გამძლე და ამავდროულად მსუბუქი. ასეთი ფილოსოფია ერთი შეხედვით შეუთავსებელ იდეებს აერთიანებს, თუმცა მაინც შესაძლებელი ხდება, რომ ეს იდეები ჰარმონიულად თანაარსებობდნენ.
ევოლუციის ყველა ეტაპზე სტატუს ქვოს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ - მშვიდად და დაუღალავად ვავითარებთ ჩვენს ავტომობილებს. იაპონურად ამ კონცეფციას "კაიძენი" ეწოდება.
აღმოაჩინეთ Lexus
მართვით მიღებული სიამოვნება
აკიო ტოიოდა Toyota-ს პრეზიდენტი, Lexus-ის ოსტატი მძღოლი და ჭეშმარიტი ავტომოყვარულია. იგი ნიურბურგრინგის 24 საათიან რბოლაშიც მონაწილეობდა.
ტოიოდას და Lexus-ის თანამშრომლობის პირველი შედეგი გახლდათ რევოლუციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი LFA სუპერქარი, რომელსაც 325 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეეძლო. ამ მოდელის წარმოება შეზღუდული იყო და გამოშვებულ იქნა მხოლოდ 500 ერთეული, თუმცა ავტომოყვარულებს შორის ლეგენდარულ ავტომობილად იქცა. ახლა, ჩვენ მიერ შექმნილი Lexus-ის თითოეული ავტომობილის მართვით ისეთივე შეუდარებელ ემოციებს მიიღებთ.
"ჩემი პრიორიტეტი არა ფულის შოვნა, არამედ დიადი ავტომობილების შექმნაა. ისეთი ავტომობილების, რომელთა ხილვაც განიჭებთ სიამოვნებას, არის კომფორტული და მართვითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას იღებთ" - აკიო ტოიოდა.
აღმოაჩინეთ Lexus
დახვეწილი Takumi-ს მიერ
ახალი უნარის შეძენა რთული არ არის, თუმცა მის დახვეწას 60,000 საათი სჭირდება.
ჩვენს ოსტატებს, Takumi ოსტატების სახელით მოიხსენიებენ. თავიანთი პროფესიონალიზმი კი 60,000 საათის პრაქტიკის შედეგად შეიძინეს.
Takumi ოსტატებმა, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებით არიან ცნობილი, სიმარჯვე მუდმივად უნდა დაამტკიცონ - ორიგამის კატა 90 წამში არადომინანტური ხელით უნდა გააკეთონ.
Takumi საწარმოო პროცესში საკვანძო როლს ასრულებს, მაშინაც კი, როცა საქმე ავტომატიზაციას ეხება. მაგალითად, საღებავის მფრქვეველი რობოტი, რომელიც Takumi-ს მოძრაობებს ზუსტად იმეორებს.
აღმოაჩინეთ Lexus
წარმოსახვითი ტექნოლოგიის მხარდაჭერა
ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილები აერთიანებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, რაც გარდაქმნის მომავლის მობილურობას. ჩვენ ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვატარებთ ექსპერიმენტებს, რითაც ჩვენი მომხმარებლების და საზოგადოების საჭიროებებსა და ფასეულობებს ვსაზღვრავთ.
ინტუიციური ტექნოლოგიები, მათ შორის Lexus-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია (2005), შუქდიოდური წინა მაშუქები (2007), ქვეითთა ამოცნობის სისტემა (2013) და მოწინავე შეჯახების პრევენციის სისტემა (2017) პირველად ჩვენს კონცეპტუალურ ავტომობილებში გამოჩნდა.
ამჟამად, Lexus ისწრაფვის მომავლის ლუქს კლასის ავტომობილების ბუნება გარდაქმნას. ჩვენ გვსურს მართვით მიღებული სიამოვნება გავზარდოთ ნულოვანი გამონაბოლქვის მობილურობის ხედვის მეშვეობით, რასაც Lexus Electrified განასახიერებს. ეს ალტერნატიულ ძალოვან აგრეგატებზე გადასვლის განუყოფელი ნაწილია, რაც 2035 წლისთვის უნდა დასრულდეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა მას საფუძვლად ნამდვილი ჰუმანურობა უდევს.
აღმოაჩინეთ Lexus
Omotenashi-ს სტუმართმოყვარეობა
Lexus მუდამ ცდილობდა, რომ მომხმარებლებს სხვა ლუქს კლასის ბრენდებზე უკეთ მომსახურებოდა.
ეს არის Omotenashi-ს სულით გამსჭვალული მიდგომა, რითაც უნდა ამოვიცნოთ მომხმარებელთა საჭიროებები და მათ მოვეპყროთ ისე, როგორც საკუთარ სტუმრებს.
ამ პრინციპის დაცვა არის ერთ-ერთი მიზეზი, რითაც მომხმარებლების კმაყოფილებასთან დაკავშირებულ გამოკითხვებში კვლავაც ლიდერის პოზიციაზე ვრჩებით და შეუდარებელი მომსახურების რეპუტაცია გაგვაჩნია. და რადგანაც ურთიერთობა სულ უფრო ანონიმური ხდება, ჩვენ მიერ შეთავაზებული იქნება მეტი კომფორტი, არჩევანი და ადამიანური მიდგომა. ასევე, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფუფუნებამ უფრო მეტად ინდივიდუალური ხასიათი შეიძინოს.