1. Discover Lexus
  2. Design
  3. Lexus Design Awards
  4. Ancient craft meets new design
იყავით კონტაქტზე

უძველესი ნაკეთობა ახალ დიზაინს ერწყმის

კოლექციაში „შექმნილია LEXUS-ისთვის“, დროში გამოცდილი ნაკეთობა და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთთან არის შერწყმული, რაც ქმნის ნივთების უნიკალურ კოლექციას. ორი სრულიად ახალი ნივთი შეემატა კოლექციის მუდმივად მზარდ დიაპაზონს.

,,გვსურს, რომ ჩვენმა ხელნაკეთმა პროდუქციამ ახალგაზრდებს ტრადიციული ნაკეთობების და ხელობის ინტერესი გაუღვივოს“, აღნიშნავენ ჰირომიჩი იუმოტო და ტაკეფუმი მომოსე, კომპანია "SEE SEE"-ს წარმომადგენლები, რომელიც Hikimono-ს ტექნიკით დამზადებული, სახლის ხელნაკეთი ნივთების იაპონური ბრენდია. Hikimono-ს ხელოვნება, რომელსაც საფუძველი იაიოის პერიოდში ჩაეყარა, ძირითადად შიზუოკას პრეფექტურაშია წარმოდგენილი, სადაც ისეთი ოსტატები, როგორიც არის მომოსე და ისეთი დიზაინერები, როგორიც იომოტო, ერთობლივად მუშაობენ სატრიალებელ ჯარასა და სახარატო დანადგარებზე, ხის ჭურჭლისა და თასების მრგვალი ფორმების დასამზადებლად. ,,ჩვენი ბრენდი გთავაზობთ ხარისხს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მუშაობის მხოლოდ ტრადიციული, ანალოგიური მეთოდით“. თუმცა ჩვენი თითოეული ქმნილება თანამედროვე დიზაინით არის შესრულებული, რომელიც იზიდავს გლობალური მოდის კანონმდებლებს.”

2013 წელს, პირველი კოლექციის ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“ გამოშვების შემდეგ, Lexus-მა თავის მისიად დაისახა მსოფლიოსთვის ისტორიული, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ხარისხიანი ნაკეთობების წარმოდგენა, როგორებიცაა: "SEE SEE" ბრენდის, Hikimono-ს ტექნიკით შექმნილი ნივთები. ეს ხაზი მოიცავს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ შექმნილ ბრენდულ, ექსკლუზიურ საყოფაცხოვრებო ნივთებს და "შექმნილია Lexus-ისთვის" დამახასიათებელი დახვეწილი ოსტატობითა და დიზაინით.

კატალოგი მოიცავს პროდუქციას დაწყებული One Kiln-ის ხელით დამზადებული კერამიკით და Niime Tamaki-ს ხელით მოქსოვილი თავშალებით და დამთავრებული Kaneko-ს ხელით დამზადებული ოპტიკური მზის სათვალეებით, რომლებიც გამოფენილია და იყიდება ტოკიოსა და დუბაიში INTERSECT BY LEXUS-ის მიერ და მალე წარმოდგენილი იქნება ახალ ადგილას, ნიუ-იორკში. მუდმივად მზარდ იაპონურ პროდუქციას სულ ახლახანს შეემატა Hikimono-ს ტექნიკით დამზადებული "SEE SEE"-ს ღერძიანი ლანგარი.

,,როდესაც ამ პროქტზე ფიქრი დავიწყე, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა Hikimono-ს ტექნიკით ჭურჭლის დამზადება, Lexus-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის - რადიატორის ცხაურის გამოყენებით,“ ამბობს იუმოტო. ამგვარად, იუმოტო („SEE SEE“-ს დიზაინერმა) და მომოსე (ოსტატი, რომელიც ასევე ქმნის საკუთარ საჭრელ დისკებსა და დანადგარებს) შეუდგნენ ღერძიანი ლანგარის დამზადებას Hikimono-ს ტექნიკით, კოლექციისთვის - ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“.

ამ ხის უნიკალური ნივთის შესაქმნელად, მომოსემ შეადგინა გეგმა იუმოტოს დიზაინის მიხედვით, შემდეგ შექმნა პრტოტიპი, დაამუშავა ხის ორნამენტები და დაარეგულირა მისი ზომა იქამდე, სანამ ორივე მათგანი არ დაკმაყოფილდა შედეგით. ,,ვეცადე ორნამენტები რადიატორის ცხაურის ლამაზი ხაზების მსგავსად ამომეკვეთა,” ამბობს მომოსე. ,,ზოგადად, Hikimono-ს ტექნიკით დამზადებულ ნამუშევარს მხოლოდ ერთ მხარეს აქვს ორნამენტები, ჩვენს ლანგარს კი ორივე მხარეს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.“

დუეტმა განაგრძო მუშაობა ჩაის საღებავებზე მომუშავე ოსტატებთან, ხისგან გამოკვეთილი ლანგარის მუქ ტონში შესაღებად. საბოლოო ჯამში, ლამაზად იკვეთება თეთრი იფანის ხის ინდივიდუალური პროპორციები, რომლებსაც ბრწყინვალებას მატებს ჩაის საღებავი. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ფუფუნების შეგრძნების გადმოცემა, რითაც ცნობილია Lexus-ი,” აღნიშნავს იუმოტო. ,,Hikimono-ს პროდუქცია ნაკლებად დახვეწილი და ძვირფასი ჩანს ხის ფაქტურის გამო; სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩაის საღებავით შეფერვის ტექნიკა, რომ უფრო განსაკუთრებული გაგვეხადა ის. ლანგარის მინით მოპირკეთებული და განსხვავებული მოდელი გადმოსცემს Lexus-ის ბრენდის ფუფუნებასა და სრულყოფილებას.“

ისევე, როგორც "SEE SEE"-ს ლანგარი, Lexus-მა წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი ნივთი კოლექციისთვის ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“: "Studio Kobin"-ის მეირ შექმნილი გამჭვირვალე და ფირუზისფერი მინის ჭიქები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ზომით. ფუკუოკას პრეფექტურაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, "Studio Kobin"-ის ოსტატი, ტოში იასუ ნაკამურა იყენებს კირიკოს (Kiriko) ბროლს (დეკორატიულ მინას) – ტრადიციულ ხელობას, როდესაც მკვეთრი ფერების მქონე დახვეწილი ორნამენტების ამოჭრა ხდება მინაზე ჭიქებისა და დეკორატიული ნივთების დასამზადებლად. ,,ჩვეულებისამებრ Kiriko-ს მინა მკვეთრ ფერებშია წარმოდგენილი, როგორებიცაა:

ლურჯი ან წითელი, მაგრამ მე ვირჩევ გამჭვირვალე და ფირუზისფერ მინას სიშვიდისა და ჰარმონიის მისანიჭებლად“, აღნიშნავს ნაკამურა. ნაკამურა, რომელსაც ხეზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ქმნის კირიკოს სხვა ოსტატებისგან განსხვავებულ ნამუშევრებს, რომლებსაც საკუთარ შტრიხს უმატებს. ,,მე ვჭრი მინას ისე, როგორც ხეზე ამოვკვეთდი,” ამბობს ნაკამურა. ,,კირიკოს ხელოვანთა უმეტესობა დიდი სიფრთხილით ეკიდება მინაზე მუშაობას და წინასწარ დახაზულ კონტურებს მიჰყვებიან. თუმცა, მე მინაზე ხელით ვმუშაობ, როგორც ხეზე მუშაობის ოსტატი. ეს ჩემი სტილი გახდა.”

კირიკოს, მინაზე დახვეწილი ორნამენტების ხელით ჭრის და დაფერვის უნიკალური იაპონური ტრადიცია, შექმნილი ნამუშევრები საოცრად ირეკლავენ სინათლეს, რაც დამოკიდებულია ხედვისა და განათების კუთხეზე.

კოლექციისთვის ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“, "Studio Kobin"-ის შთაგონების წყარო გახდა Lexus LS-ის შთამბეჭდავი ინტერიერი, სადაც წარმოდგენილია დამუშავებული მინის ელემენტები, შექმნილი "Nakamura"-სა და "Kiriko"-ს მინის სხვა ოსტატების მიერ. LS-ში წარმოდგენილი უამრავი უნიკალური ელემენტი მეტყველებს Lexus-ის Takumi ოსტატობის დონეზე: LS-ის კარის შიდა მოპირკეთებისთვის, ბრენდი იყენებს სპეციალურ "Kiriko"-ს ბროლს, რომელიც საოცრად დახვეწილია და მტკიცე, რაც მიღწეულია მინის გამოწრთობის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით.

ოსტატობის დონე, რაც მანამდე არცერთ ავტომობილში არ შეიმჩნეოდა

სწორედ "Studio Kobin"-ის გამჭვირვალე და ფირუზისფერი მინის ფაქტურაა გამოყენებული LS-ის კარების გასაფორმებლად, რომელიც ასახავს მის მოძრაობას და საოცრად ბრწყინავს. ,,მე ვთხოვე მინის საქმის ექსპერტებს, რომ შეექმნათ ორიგინალური მინა თავისუფალი დაბერვის ტექნიკის გამოყენებით და თითოეული ნივთისთვის მიეცათ უნიკალური ფორმა“, ამბობს ნაკამურა. ,,არცერთი მინა არ ჰგავს ერთმანეთს, რადგან მე მათ ინდივიდუალური ფორმების მიხედვით ვჭრი, განვსაზღვრავ ჭრის სიღრმეს და კვეთის კუთხეს.“

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ,,Hikimono"-ს ტექნიკით დამზადებული ხის ნამუშევარი იქნება თუ Kiriko-ს ბროლი, "SEE SEE"-ს ლანგარი და "Studio Kobin"-ის მინა. ისინი გადმოგვცემენ ამბავს, რაც მხოლოდ უნიკალურ, ხელით შექმნილ ნივთებს შეუძლიათ. ისინი, როგორც ნამდვილი ხელნაკეთი ნივთები, წარმოადგენენ ბრწყინვალე ოსტატობის შესანიშნავ მაგალითებს და იდეალურად ავსებენ კოლექციას - ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“.