მულტიმედია და კავშირი
Lexus-ის ტექნოლოგიები ერთმანეთთან ჰარმონიულად აკავშირებს საინფორმაციო-გასართობ ფუნქციებს, კომფორტსა და მართვის სრულყოფილ კონტროლს.
14 დუიმიანი სენსორული ეკრანი
Lexus-ის ტექნოლოგიები ერთმანეთთან ჰარმონიულად აკავშირებს საინფორმაციო-გასართობ ფუნქციებს, კომფორტსა და მართვის სრულყოფილ კონტროლს.
მძღოლის ეკრანი შეგიძლიათ სურვილისამებრ დაარეგულიროთ, ხოლო საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე სიჩქარეს, უსაფრთხოების სიგნალებსა და ნავიგაციის ბრძანებებს პირდაპირ თქვენს თვალწინ გამოსახავს.
უსადენო და USB-ით დამუხტვა
დამუხტეთ თქვენი მოწყობილობა მარტივად
დამუხტვის წინა წერტილები
დამუხტვის უკანა წერტილები
აუდიო სისტემა
იდეალურად დაბალანსებული აუდიოსისტემები თითქმის უხმაურო სალონს შთამბეჭდავი ჟღერადობით ავსებს.
აუდიო სისტემები
თითოეული ავტომობილისთვის სპეციალურად შემუშავებული Lexus-ის აუდიო სისტემები ღრმა და შთამბეჭდავ ჟღერადობას უზრუნველყოფს.
Mark Levinson®-ის პრემიალური აუდიო სისტემა
არჩევითი Mark Levinson-ის 13 დინამიკიანი აუდიო სისტემა მაღალი ხარისხის შთამბეჭდავ ჟღერადობას უზრუნველყოფს.
10 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა
უსაფრთხოება და მძღოლის მხარდაჭერა
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და ინოვაციების საფუძველზე შექმნილი Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა + თავდაჯერებულ და უსაფრთხო მგზავრობის გარანტიაა.
Lexus-ის ყველა უახლესი მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის e-Latch - ჭკვიანი ელექტრონული კონტროლის სისტემა, რომელიც აღკვეთს კარის გაღებას მოახლოებული სატრანსპორტო ნაკადის მიმართულებით.
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +
გამოსცადეთ დაცვისა და პრევენციის გაძლიერებული დონე უახლესი უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +.
შეჯახების პრევენციის სისტემა
იყენებს წინა კამერას და წინა რადარს საფრთხეების აღმოსაჩენად, მძღოლის გასაფრთხილებლად და საჭიროების შემთხვევაში დასამუხრუჭებლად.
საჭის მართვის დამხმარე სისტემა
ბრმა ზონის მონიტორი
DRCC თითოეულ მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის და გზაზე არსებულ ვითარებას ინტუიციურად ერგება. გაუმჯობესებული ადრეული ამოცნობის ფუნქცია საშუალებას აძლევს სისტემას შეუფერხებლად მოერგოს ისეთ სიტუაციებს, როდესაც სხვა ავტომობილები თქვენს ზოლში გადმოდიან ან სიჩქარეს ამცირებენ, ხოლო ინტეგრირებული რუკის მონაცემები მოსახვევებსა და გზაჯვარედინებს წინასწარ ითვალისწინებს. შედეგად, მართვა უფრო ბუნებრივი, მშვიდი და საიმედო ხდება.
მძღოლის დამატებითი დახმარე ფუნქციები
დამატებითი დამხმარე სისტემები მეტი თავდაჯერებულობის, კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.
მართვის დამხმარე პროაქტიური სისტემა
უზრუნველყოფს რბილ დამუხრუჭებას და დახმარებას მართვაში. აფიქსირებს მოძრაობის ხაზს მოსახვევებში. აღმოაჩენს წინ, საფრთხის შემცველ მომენტებს.
წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა
მართვის ჭკვიანი დამხმარე სისტემები
ეს მოწინავე სისტემები უფრო რთულ საგზაო სიტუაციებში გეხმარებათ გარემოს უკეთ აღქმასა და ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავადაც რეაგირებს, რათა სვლა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად განაგრძოთ.
პარკირების დამხმარე სისტემა
ინოვაციური ფუნქციები უზრუნველყოფს პარკირების მაქსიმალურად მარტივ, უსაფრთხო და უშეცდომო პროცესს.
ამარტივებს პარკირების პროცესს, გეხმარებათ დაბრკოლებების დროულ დაფიქსირებაში და გაძლევთ ვიწრო ადგილებში უსაფრთხოდ მანევრირების საშუალებას.
უკუსვლით მოძრაობისას, ობიექტების, ქვეითებისა თუ სხვა ავტომობილების დაფიქსირებისთანავე, სისტემა გაწვდით სიგნალს მულტიმედიური ეკრანზე და ხმოვანი შეტყობინების საშუალებით. გარდა ამისა, საჭიროებისას ავტომატურ დამუხრუჭებასაც უზრუნველყოფს.
პარკირების დამატებითი ფუნქციები
გაზრდილი მხარდაჭერა კიდევ უფრო მშვიდი და კომფორტული პარკირებისთვის.
პარკირების დამხმარე მუხრუჭი
საბარგულის კარის გაღება შეგიძლიათ გასაღების ჩიპით, მძღოლის სავარძლიდან ან უბრალოდ ფეხის უკანა ბამპერის ქვეშ გამოძრავებით. დაბალი და ფართო საბარგული 586 ლიტრის ტევადობას გთავაზობთ, ხოლო უკანა სავარძლების დაკეცვისას ეს მოცულობა 1 515 ლიტრამდე იზრდება.