Lexus RZ-ის უნიკალური ინტერიერი
თანამედროვე ფუფუნება, ინტუიციური ტექნოლოგია და ელეგანტური დახვეწილობა. სივრცე, სადაც კომფორტი ოსტატობასა და სტილს ერწყმის.
ავტომობილთან მიახლოებისას კარების სახელურები გზას გინათებენ. სალონში კი მძღოლის ეკრანი და სენსორული ეკრანი ნაზად ინთება და სახელით მოგესალმებათ.
მსოფლიო პრემიერა: IN-EI განათების სისტემა სალონს ჩრდილების დახვეწილი ეფექტებით ავსებს, ხოლოს კარის პანელებზე რბილ, შაბლონურ ნათებას წარმოქმნის.
სალონის კომფორტი
თანამედროვე ფუფუნება, მარტივად მართვადი ტექნოლოგიები და ჰარმონიული დახვეწილობა - სივრცე, სადაც კომფორტი, ოსტატობა და სტილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
"Tazuna" იაპონური სიტყვაა და აღნიშნავს წესს, თუ როგორ აკონტროლებს მხედარი ცხენს აღვირის მცირე, ზუსტი მოძრაობებით. Lexus-ის ფილოსოფიაში ეს კონცეფცია მართვის პანელისა და ინდიკატორების იმგვარ განთავსებას გულისხმობს, რომ მძღოლს მხოლოდ მინიმალური, ინსტინქტური ჟესტები ან მზერის ოდნავი გადატანა დასჭირდეს.
უმაღლესი კლასის სავარძლები
დახვეწილი, კომფორტული და ხელმისაწვდომი სამ ფერში.
ერგონომიული დიზაინი
სავარძლის მჭიდრო გვერდითი საყრდენები და ღრმა ნაკერები ამცირებს მოსახვევში გადახრას და ინარჩუნებს სხეულის სწორ პოზიციას.