LEXUS LX
განზრახვის დეკლარაცია
LX-ის ფართო, მასიური ექსტერიერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო სტანდარტული კომპლექტაცია მას LX-ის ყველა დროის საუკეთესო მოდელად აქცევს.
-
Lexus-ის დიზაინის "შემდეგი თავი"
ქროსოვერის გამორჩეული პროპორციები LX-ს დინამიურ და ელეგანტურ იერს სძენს.
-
ახალი LX-ის VIP ან Overtrail კომპლექტაცია
გაამდიდრეთ თქვენი გამოცდილება LX-ის ექსკლუზიური VIP ან ახალი Overtrail კომპლექტაციით.
-
ბენზინის და დიზელის მძლავრი ძრავები
გაზრდილი ბრუნვის მომენტი და სწრაფი აჩქარების უნარი როგორც 3.5-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ბენზინის ძრავის, ასევე 3.3-ლიტრიანი V6 დიზელის ძრავის ძირითადი ძლიერი მხარეებია.
-
Takumi-ს შექმნილი Tazuna-ს სალონი
მძღოლზე ორიენტირებული "Tazuna"-ს სალონი შექმნილია კომფორტისა და სრული კონტროლის მიზნით, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ავტომობილის სამართავად მხოლოდ ხელისა და თვალის ოდნავი მოძრაობაა საჭირო.
-
შეკვეთით დამზადებული 25 დინამიკიანი აუდიო-სისტემა
ისიამოვნეთ შეუდარებელი Mark Levinson®-ის 25 დინამიკიანი აუდიო-სისტემით, რომელიც LX-ის ყველა მოდელს სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება.
-
უსაფრთხო ნებისმიერი თავგადასავლისთვის
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + მეორე მძღოლივითაა. შეჯახების პრევენციის სისტემას შეუძლია დღისით მოტოციკლების, ხოლო ღამით ქვეითთა ამოცნობაც კი.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=5f45b6c8-99ec-490a-9f7a-bad8b6fcb222
ლუქს კლასის საფლაგმანო დიზაინი
გასაოცარი იერი
პარკირებული თუ მოძრავი LX მხოლოდ პატივისცემის გრძნობას იწვევს. მისი მძლავრი, თანამედროვე სტილი ხაზგასმულია უკანა მაშუქების "L" მოტივით. აღსანიშნავია მისი მოხდენილი შუქდიოდური წინა მაშუქები და Lexus-ისთვის დამახასიათებელი თამამი წინა მხარე. ასევე, ექსკლუზიური 22" ალუმინის დისკები და Lexus-ის შთამბეჭდავი უკანა წარწერა. მოკლედ, ეს გასაოცარი ავტომობილია.
ჭეშმარიტად საკულტო ავტომობილი
-
Lexus-ის დიზაინის შემდეგი თავი
-
შექმენით თქვენი Lexus LX
Lexus-ის შთამბეჭდავი ცხაური
LX იერით შთამბეჭდავი ავტომობილია და ამავდროულად, გასდევს საფლაგმანო ქროსოვერის დახვეწილობაც. ამას ადასტურებს Lexus-ის საფირმო ცხაური, რომელიც დომინანტურ პოზიციას გამოხატავს. რთული სკულპტურული ზედაპირები კი LX-ის მიმზიდველ იერს უსვამს ხაზს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
უკანა მხარის საფირმო იერი
Lexus-ის საფირმო, L ფორმის უკანა მაშუქები მკვეთრად გამოკვეთილი დიზაინით გამოირჩევა. შუქი უწყვეტად გადაედინება ავტომობილის უკანა სილუეტში, Lexus-ის ლოგო კი ავტომობილს მარტივ, თანამედროვე და ცნობად იერს ანიჭებს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
BLADESCAN®-ის ოთხმაგი შუქდიოდური წინა მაშუქები
LX-ის მძლავრი და აგრესიული იერსახის წინა მაშუქები შედგება კომპაქტური 3-პროექტორიანი შუქდიოდური ბლოკისგან, BladeScan®-ის ადაპტური შორი განათების სისტემით. გარდა ამისა, გამორჩეული L-ფორმის დღის განათება სიღრმისეულ, სამგანზომილებიან ეფექტს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ ხედვის კუთხესაც ცვლის.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია Overtrail-ის ლუქს კლასის სტილი
LX-ის კომპლექტაცია Overtrail თავგადასავლებისადმი სიყვარულით არის შთაგონებული. ავტომობილი უგზოობაშიც საინტერესო მგზავრობას გპირდებათ და ექსკლუზიურ სპორტული ღონისძიებებშიც თამამად გამოდის. ხელმისაწვდომია 6 საუცხოო ფერში. კომპლექტაცია Overtrail-ს ასევე გამოირჩევა 18" ნაცრისფერი მატი დისკებითა და ყველგანმავალი საბურავებით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
20" და 22" დისკები
20 დუმიან დისკს გააჩნია გლუვი, დამუშავებული V-ფორმის ორმაგი ქიმები. VIP კომპლექტაციისთვის ექსკლუზიურად, 22 დუიმიან დამუშავებულ დისკებს მოჰყვება პრემიალური მეტალიკის გაფორმება. კომპლექტაცია F Sport გთავაზობთ 22 დუიმიან ექვს ორმაგ ქიმიან დიზაინს პრემიალური შავი გაფორმებით, რომელიც სტილისა და ეფექტურობის კომბინაციას წარმოადგენს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
-
-
სალონი Takumi გაფორმებით
-
შექმენით თქვენი Lexus LX
წარმოების 15 წელი
თქვენ გარშემო არსებულ კომფორტის დონეს გააჩნია ხარისხი, რომელიც მხოლოდ ადამიანის ხელით მიიღწევა. ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს ხელოვანთა გარემოცვაში მოხვდით. თქვენ წინაშე არიან Takumi ოსტატები, რომლებსაც არანაკლებ 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნიათ და თავისი საქმის მიმართ ერთგულებითაც გამოირჩევიან.აღმოაჩინეთ ოსტატობა -
შექმენით თქვენი Lexus LX
"Tazuna"-ს დახვეწილი კაბინა
პირველ რიგში, ეს არის მძღოლზე ორიენტირებული კაბინა თავისი საუცხოო გადასაკრავი მასალით. საჭე, რომელიც ხელით დამუშავებული ტყავისა და ხის მასალისგან არის დამზადებული. ან შესაძლოა იხილოთ Takanoha-ს მერქნის ჩანართებით, რაც შთაგონებულია ქორის ბუმბულით და დამზადებულია რთული მარკეტრის ტექნოლოგიის გამოყენებით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
ხელზე მორგებული საჭე
ავტომობილის საჭეს მართვით მიღებული გამოცდილება სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. LX-ის დიზაინერებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს Takumi ოსტატებთან, რათა გაეუმჯობესებინათ შეხების ეს წერტილი. გამორჩეული შეგრძნებებისა და სტაბილური მართვის მისაღწევად, განსაკუთრებული ყურადღება საჭის ფორმასა და განივ კვეთას დაეთო.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
Takumi ოსტატობა
კონსოლებისა და სავარძლების ზედა ნაწილის დამუშავებისას, Takumi ოსტატებმა გამოიყენეს ნაკერების დადების უმაღლესი დონის უნარები. ფუფუნების შეგრძნების შექმნის მიზნით, ჯვარედინი ნაკერის ნაცვლად გამოყენებულია მოხრილი ნაკერები, ხოლო წინა სავარძლების საზურგეებზე ხის ორნამენტებია დამატებული.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
-
-
აირჩიეთ თქვენი Lexus
-
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია Active
ვერცხლისფერი საფირმო ცხაური; ოთხმაგი შუქდიოდური წინა მაშუქები BladeScan®-ის ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS); შავი ფერის წინა სამუხრუჭე სუპორტები Lexus-ის ლოგოთი; 20" ალუმინის დისკები; Lexus Link Pro ნავიგაცია; 25 დინამიკიანი Mark Levinson®-ის სამგანზომილებიანი გარმომცველი აუდიო სისტემა; ტყავის გადასაკრავი მასალა.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია Urban
22" დამუშავებული, ალუმინის ნაჭედი დისკები, 265/50 R22 ყველა სეზონის საბურავები; LexusLink Pro ინტეგრირებული მულტიმედიური ნავიგაცია; ნახევრად ანილინის ტყავის გადასაკრავი მასლა; მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლები მასაჟის ფუნქციით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია F Sport
საფირმო ცხაური F-mesh; 22" ალუმინის ნაჭედი დისკები, F Sport დიზაინი, 265/50 R22 ყველა სეზონის საბურავები; ნახევრად ანილინის ტყავის გადასაკრავი მასლა; მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლები მასაჟის ფუნქციით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია VIP
სხმული ძარის ფერში, შავი ფერის წინა სამუხრუჭე სუპორტები Lexus-ის ლოგოთი; 22" ალუმინის დისკები, პრემიალური მეტალიკის გაფორმება; 265/50 R22 ყველა სეზონის საბურავებით; Lexus Link Pro ინტეგრირებული მულტიმედიური ნავიგაცია; ტყავის გადასაკრავი მასალა;ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტი Overtrail
რადიატორის შავი ფერის საფირმო ცხაური; საბურავის თაღის შავი სხმული, შავი ფერის წინა სამუხრუჭე სუპორტები Lexus-ის ლოგოთი; 18" ალუმინის დისკები, მატი რუხი, 6 ქიმიანი დიზაინით; 265/70 R18 ყველა სეზონის საბურავებით; ნახევრად ანილინის ტყავის გადასაკრავი მასლა; მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლები მასაჟის ფუნქციით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
-
დახვეწილი კომფორტი
იაპონური სტუმართმოყვარეობის მომავალი
"Omotenashi" - ეს სიტყვა Lexus-თან მიმართებაში ხშირად ისმის. სტუმართმოყვარეობის ეს უძველესი იაპონური ფილოსოფია სტუმრის საჭიროებების წინასწარ განსაზღვრაზეა ორიენტირებული. თქვენი პატივით დახვედრა ჩვენი Takumi ოსტატების დამსახურებაა, ასევე იმ ტექნოლოგიების, რომლებიც შეუდარებელ კომფორტს გიქმნით.
დახვეწილი კომფორტი
-
მაღალტექნოლოგიური დახვედრა
-
შექმენით თქვენი Lexus LX
ისიამოვნეთ Lexus-ის გულთბილი დახვედრით
LX თქვენს საჭიროებებს თქვენზე ადრეც კი ითვალისწინებს. ის გთავაზობთ ინოვაციებს, როგორიცაა კარის სარკეები ავტომობილის გარეთა სივრცის გასანათებლად და გუბეების ასარიდებლად. ასევე, 4 ზონიანი კლიმატ-კონტროლის სისტემა, რომელიც გამოყოფს მცირე ნაწილაკებს ვირუსების შესაკავებლად და თქვენი თმისა და კანის დასატენიანებლად.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
დაქოქვა თითის ანაბეჭდით და ჭკვიანი კარები
თითის ანაბეჭდით დაქოქვის ღილაკი საკმაოდ მოსახერხებელია და ამცირებს ავტომობილის გატაცების რისკს. "მარტივად დახურვის" მექანიზმი კარს ზუსტად და შეუფერხებლად კეტავს, მაშინაც კი, როდესაც ნაწილობრივ ღიაა - ხოლო ელექტრული საბარგულის კარი, რომელიც ფეხის სენსორით აქტიურდება, აადვილებს დიდი მოცულობის ბარგის ჩატვირთვას.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
ფართო საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე
ფართო, ფერადი საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე, ძირითად ინფორმაციასა და გაფრთხილებებს მძღოლის ხედვის არეში, საქარე მინის ქვედა ნაწილში ასახავს. განათებული TFT (თხელფირიანი ტრანზისტორი) ეკრანი უფრო კაშკაშა გამოსახულებას და შესანიშნავ გარჩევადობას უზრუნველყოფს, თოვლში მოძრაობის დროსაც კი.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
სალონის გარემომცველი განათება
LX-ის გარემომცველი განათების ფერი შეგიძლიათ თავად აარჩიოთ 64 ფერთა პალიტრიდან, საიდანაც 14 ფერი ბუნებრივი მოვლენების ხილვისას განცდილ გრძნობებს გამოხატავს. სისტემა ასევე გთავაზობთ ისეთ ფერებს, რომლებიც განკურნების, მოდუნებისა და ფოკუსირების თემებს უკავშირდება.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
Lexus-ის ხმოვანი ასისტენტი
Lexus-ის ხმოვანი ასისტენტი ღილაკების გამოყენების აუცილებლობისგანაც გაგათავისუფლებთ და ამავდროულად, გზაზე კონცენტრირებასაც არ დაკარგავთ. სისტემას ესმის ბუნებრივი ენა და ისეთი განცხადებების კონტექსტი, როგორიცაა "მცივა" და საუბრით შეუძლია ამოიცნოს წინა მგზავრი ან შეასრულოს ისეთი დავალებები, როგორიცაა ფანჯრის გაღება.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
-
-
საფლაგმანო კომფორტი
-
შექმენით თქვენი Lexus LX
სავარძლის ერგონომიული დიზაინი
რევოლუციური "Tazuna"-ს სალონის დიზაინის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ავტომობილი სურვილისამებრ, პოზიციის მინიმალური შეცვლით, თუნდაც უხეშ რელიეფზე. ერგონომიული, წინა სავარძლები ასევე აღჭურვილია ჰაერის კონდიცირების ფუნქციით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
ჭკვიანი სივრცე
წინა და მეორე რიგები თავისა და ფეხებისთვის საკმაოდ ფართო სივრცეს გთავაზობთ. 7-ადგილიანი მოდელების შემთხვევაში, "ადგილების ავტომატური სტრუქტურირების" ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ღილაკზე ერთი შეხებით დაკეცოთ მეორე და მესამე რიგები, რაც ბარგისთვის კიდეც უფრო დიდ სათავსო სივრცეს წარმოქმნის.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
MARK LEVINSON®-ის ჟღერადობა
25 დინამიკიანი Mark Levinson®-ის 3D გარემომცველი ხმის აუდიო-სისტემა ახლა LX-ის ყველა მოდელს სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება. მსოფლიო დონის ჟღერადობის მისაღწევად და საკონცერტო დარბაზის ეფექტის მისაღებად, Mark Levinson®-ის PurePlay ახლავს ცხრა 10 სმ-იანი ინტეგრირებული მაღალი სიხშირის დინამიკი/საშუალო დიაპაზონის Unity™ დინამიკი.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
4 ზონიანი კლიმატ-კონსიერჟი / ნანო™ X*
Lexus-ის კლიმატ-კონსიერჟი მოიცავს სავარძლების, საჭის გამათბობელს და სავარძლების ვენტილაციას, რათა სალონში შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნას. სალონის კლიმატს მუდმივად აკონტროლებს S-Flow, ხოლო კლიმატ-კონსიერჟი გამოყოფს მცირე ზომის ნანო-ნაწილაკებს, რაც ჯანსაღი კანისა და თმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
ციფრული ეკრანები
12.3 დიუმიანი ცენტრალური სენსორული ეკრანის გარდა, ავტომობილში დაგხვდებათ 12.3 დუიმიანი მძღოლის ციფრულ ეკრანი, ახალი თაობის საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე და მონიტორი, რომელიც მართვის რეჟიმებს და უგზოობაში მართვას აკონტროლებს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
-
-
კომპლექტაცია VIP
-
შექმენით თქვენი Lexus LX
კომპლექტაცია VIP
Lexus-ის VIP კომპლექტაცია დახვეწილობით, ფეხის სივრცით და კომფორტის დონით გამოირჩევა. მას გააჩნია ოთხი საუცხოო დალიანდაგებული სავარძელი, ექსკლუზიური მოხრილი თავსადებები, საზურგეები და ბალიშები.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
VIP ოსტატობა
Lexus-ის Takumi ოსტატებმა გამოიყენეს თავიანთი ნაკერების დადების უმაღლესი დონის უნარები კონსოლებისა და სავარძლების ზედა ნაწილის დამუშავებისას. ფუფუნების შეგრძნებისთვის, ჯვარედინი ნაკერის ნაცვლად გამოყენებულია მოხრილი ნაკერები, ხოლო წინა სავარძლების საზურგეებზე ხის ორნამენტებია დამატებული.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
VIP კომპლექტაციის გასართობი სისტემა
ჩვენი VIP ლუქს კომპლექტაცია აღჭურვილია უკანა სავარძლების გასართობი სისტემით მეორე რიგის თითოეული მგზავრისთვის, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს კომფორტულ სივრცეში ფილმებითა თუ თამაშებით ისიამოვნონ. ფართო, 11.6 დუიმიანი FHD ეკრანი ამრეკლი ზედაპირით, უზრუნველყოფს საოცრად მკაფიო, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
VIP OTTOMAN
VIP კომპლექტაციის ავტომობილს აქვს უკანა მარჯვენა მგზავრისთვის განკუთვნილი გადასაწევი სავარძელი და ფეხის დასადები. ცენტრალური საზურგის ცენტრალური სექცია უზრუნველყოფს შესანიშნავ დაჭერას, მასაჟის შვიდი ფუნქცია კი კუნთების სასიამოვნოდ მოდუნებას.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
VIP Climate
ისეთი კომფორტული ფუნქციების გარდა, როგორიცაა მზისგან დამცავი და სპეციალური განათება კითხვისთვის, VIP კომპლექტაციის მოდელს გააჩნია ჭერის კონდიციონერის სავენტილაციოები, რომლებიც მეორე რიგის მგზავრებს კომფორტულად გაგრილებისთვის შხაპისებრი ჰაერის ნაკადის ფუნქციას სთავაზობს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
-
-
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +
-
შექმენით თქვენი Lexus LX
ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +
LX-ს გააჩნია Lexus Safety System + - ის ინოვაციური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების უახლესი ვერსიის სისტემები. განახლებულ და დამატებით ფუნქციებს შორისაა შეჯახების რისკის ამოცნობის გაუმჯობესებული ფუნქცია.უფრო მეტი Lexus-ის უსაფრთხოების შესახებ -
შექმენით თქვენი Lexus LX
გაუმჯობესებული შეჯახების პრევენციის სისტემა
განახლებული შეჯახების პრევენციის სისტემა პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად იყენებს კამერებს, სენსორებსა და რადარს. ფუნქცია მძღოლს აფრთხილებს შემხვედრ ავტომობილებთან და ქვეითებთან შეჯახების რისკების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს დამუხრუჭებას.უფრო მეტი Lexus-ის უსაფრთხოების შესახებ -
შექმენით თქვენი Lexus LX
კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC)
კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC) ამცირებს სტრესს და დაღლილობას, განსაკუთრებით ინტენსიური საცობების დროს ან გრძელ გზატკეცილზე მგზავრობისას. წინ მიმავალ ავტომობილთან უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებისა და სიჩქარის შესაბამისად რეგულირების გარდა, სისტემა ზრდის უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციებში მუხრუჭების ავტომატურად გამოყენების მეშვეობით.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
საჭის მართვის დამხმარე სისტემა საგანგებო ვითარებაში
ინტუიციური საჭის მართვის დამხმარე სისტემა ავტომატურად იყენებს საჭის მართვისა და დამუხრუჭების მხარდაჭერის ფუნქციას, როდესაც მძღოლი შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრს ახორციელებს. ეს ფუნქცია აუმჯობესებს ავტომობილის სტაბილურობას და აღკვეთს ზოლიდან შემთხვევით გადახვევის ალბათობას.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე -
შექმენით თქვენი Lexus LX
ადაპტაციური შორი განათების სისტემა BLADESCAN®
ჩვენი მოწინავე BladeScan®-ის ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS) უზრუნველყოფს გაფართოებული ხედვის არეს ჩვეულებრივ შუქდიოდურ მაშუქებთან შედარებით. სისტემა სინათლის პროეცირებას ახდენს თორმეტი შუქდიოდის მეშვეობით სამართებლის ფორმისებრ სარკეზე, რომელიც წუთში 6000 ბრუნის სიჩქარით ტრიალებს, ხოლო შემდეგ ლინზის დახმარებით წარმოქმნის წინა მაშუქების გაშლილ შუქს.ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
-
იხილეთ მეტი
ხშირად დასმული კითხვები
- ყველა
- თქვენი LX-ის შეკვეთა
- ძრავები
- LX-ის შესახებ
- ტექნოლოგია
- კომპლექტაციები
LX 600 ორმაგი ტურბო V6 ბენზინის ძრავით
ნებისმიერი მგზავრობისას მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, LX 600 აღჭურვილია 3.5 ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბო ბენზინის ძრავით, რომელიც წარმოქმნის ძლიერ ბრუნვის მომენტს დაბალ სიჩქარეზე და აჩქარების საუცხოო დინამიკას. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 305 კვტ-ს (415 DIN ცხენის ძალა) შეადგენს, ხოლო ბრუნვის მომენტი 650 ნმ-ს. ძრავს გააჩნია შთამბეჭდავი აჩქარების უნარი, ბრუნვის მომენტის გაფართოებულ დიაპაზონის გამოყენებით, მაღალი ბრუნვის დიაპაზონამდე. ავტომობილის 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს მდიდრული საფლაგმანო ქროსოვერის მართვის შეგრძნებას, უგზოობის პირობებში და მაღალ სიჩქარეებზე ეფექტურობას.
LX 500d ორმაგი ტურბო V6 დიზელის ძრავი
LX 500d აღჭურვილია ჩვენი პირველი 3.3 ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც აღწევს 220 კვტ (299 DIN ცხენის ძალა) სიმძლავრეს და მაქსიმალურ 700 ნმ ბრუნვის მომენტს, ასევე საწვავის საგრძნობ ეკონომიას. ჩვენი პირველი ორმაგი ტურბო დიზელის ძრავა დაბალ სიჩქარეზე ავტომატურად გადაერთვება ერთ ტურბო რეჟიმზე და მაღალ სიჩქარეზე ორ ტურბო რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს მძლავრ აჩქარებას და ეფქტურ ბრუნვის მომენტს.