სრულიად ახალი Lexus LM
პერსონალური კომფორტის შექმნა
LM - Lexus-ის ავტომობილების სრულიად ახალი მოდელია ევროპაში, რომელიც ტევადი მინივენის სახით ლიმუზინის კლასის კომფორტს გთავაზობთ.
"Luxury Mover" მეოთხე მოდელია Lexus-ის ახალი თაობის ავტომობილებში, სრულიად ახალი NX, RX და სრულად ელექტრო RZ ქროსოვერის წარმატებული წარდგენის შემდეგ. ეს არის ავტომობილების წარმოების განახლებული ეტაპი, რომელიც მოიცავს ახალ პლატფორმებს, ახალ ძრავებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
სრულიად ახალი Lexus LM
LM - Lexus-ის ავტომობილების სრულიად ახალი მოდელია ევროპაში, რომელიც ტევადი მინივენის სახით ლიმუზინის კლასის კომფორტს გთავაზობთ.
LM-ის კონცეფციის შემუშავებისას, Lexus-მა ჩაატარა კვლევა კერძო თვითმფრინავების მწარმოებლებს და ძალზე შეძლებულ მომხმარებელთა შორის. კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ მომხმარებლები მაღალი სტანდარტის კომფორტს აღიქვამენ მაშინ, როცა გარემო საშუალებას აძლევს, რომ განიტვირთონ როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად. ეს ასპექტი მოწინავე ტექნოლოგიებსა და ფუნქციებზე უფრო მაღლა დგას.
Lexus-მა ეს გამოცდილება გამოიყენა ისეთი ავტომობილის შესაქმნელად, რომლის მგზავრები პერსონალური კომფორტის წყალობით იქნებიან თავისუფლად და არაფერი შეაწუხებთ. ყოველივე ეს დაფუძნებულია იაპონური სტუმარმასპინძლობის პრინციპზე - Lexus Omotenashi.
LM-ის, ისევე როგორც Lexus-ის სხვა ყველა მოდელის შემუშავება მიმდინარეობდა იმგვარად, რომ საბოლოოდ მთლიანად ადამიანზე ყოფილიყო ორიენტირებული.
ძირითადი ყურადღება დაეთმო სალონში კომფორტის და მგზავრების კეთილდღეობის ასპექტს, რისი წყალობითაც Lexus Omotenashi-ის მასპინძლობა უპრეცედენტო დონეზე გადადის. თითოეული დეტალი ისეა შექმნილი, რომ მგზავრმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, ნებისმიერ სიტუაციაში. სავარძლები ისეა შექმნილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კომფორტი; სალონში კონტროლდება ტემპერატურა, ჰაერის ხარისხი და განათება; ხელმისაწვდომია მოხერხებული დაკავშირებადობა და გართობის ფუნქციები, მათ შორის 48 დუიმიანი, ფართო HD მონიტორი და Mark Levinson 3D Surround Sound აუდიო სისტემა.
სალონის არაერთი ფუნქციისა და ავტომობილის სხვა ფუნქციების რეგულირება ხდება საკონტროლო მოწყობილობით, რომელიც სმარტფონს მოგვაგონებს. მისი გამოყენება შესაძლებელია აუდიო სისტემის მართვის, კლიმატ-კონტროლის, სავარძლების, შიდა განათებების და ფანჯრების მზის დამცავების რეგულირების მიზნით.
ახალი LM ასევე მსოფლიოში პირველი მოდელია ხმის ამოცნობის ფუნქციით, რომელიც უკანა სავარძლების მგზავრების ბრძანებებზე რეაგირებს.
ოთხადგილიან LM-ის სალონის გამყოფ ქვედა ნაწილში განლაგებულია 48 დუიმიანი, ფართოეკრანიანი HD მონიტორი, რომელსაც ხედვისთვის ოპტიმალური კუთხე უკავია. გათვალისწინებულია ეკრანის სამი რეჟიმი: სრული ეკრანი, კინოს რეჟიმი და ცალკეული მარცხენა/მარჯვენა ეკრანის რეჟიმი, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს (ინდივიდუალური მარცხენა/მარჯვენა ყურსასმენებით).
მომხმარებლებს შუძლიათ შინაარსის პროეცირება პირდაპირ სმარტფონიდან, პლანშეტიდან ან ეკრანთან დაკავშირება HDMI პორტების მეშვეობით. სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც გასართობად, ასევე ონლაინ ბიზნეს-შეხვედრებისთვის.
შვიდადგილიან მოდელს გააჩნია 14 დუიმიანი მულტიინფორმაციული ეკრანი, რომლის მართვა შესაძლებელია წინა კონსოლის ეკრანისგან დამოუკიდებლად.
Lexus-მა ახალი LM-ისთვის შეიმუშავა კლიმატ-კონსიერჟის სისტემა, რომლის ფუნქციონალობა გაზრდილია და სცდება ჰაერის კონდიცირების დანიშნულებას, რათა სალონის მეტ ასპექტს მოიცავდეს. მომსახურების მრავალფეროვნება შეგვიძლია შევადაროთ პირად "ასისტენტს", რომელიც იზრუნებს, რომ ყველაფერი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად იყოს.
კონდიციონერის პერსონალური რეგულირება, სალონის უკანა ნაწილის განათება, ფანჯრების ჟალუზების და სავარძლების უკან გადაწევის ფუნქციის არჩევა შესაძლებელია ერთი შეხებით. ამავდროულად, ამ ოპერაციის შესრულება თითოეულ მგზავრს შეუძლია ინდივიდუალურად.
Lexus თავისი ახალი LM-ით წარმოადგენს Omotenashi-ს სრულყოფილ კონცეფციას, პერსონალიზებული კომფორტით და თითოეული კარგად გათვლილი დეტალით.
ოთხადგილიან მოდელში ცენტრალური გამყოფის ზედა ნაწილი შუშისგანაა დამზადებული, რითაც უკანა სავარძლების მგზავრებს საშუალება ეძლევათ წინ, გზაზე შეუზღუდავი ხედვის არე ჰქონდეთ. ის შესაძლებელია გაიღოს ან დაიხუროს, ხოლო თუ მგზავრს მეტი პრივატულობა სურს, შეუძლია ღილაკზე ერთი შეხებით ის დაამუქოს.
სალონი განათებულია ჭერიდან და გვერდით განლაგებული არაპირდაპირი, გარემომცველი განათებით, დამატებითი ჭერის სანათებით, ხოლო ოთხადგილიან მოდელში - იატაკის დონეზე არსებული ჩრდილოვანი განათებით. ინტერიერის გაუმჯობესება შესაძლებელია გარემომცველი განათების ფერთა რეგულირების მეშვეობით, რომელიც აერთიანებს 14 ტონალობას, რომელიც თავის მხრივ დაჯგუფებულია ხუთ სხვადასხვა კატეგორიად: გამაჯანსაღებელი, მოსადუნებელი, გამოსაფხიზლებელი, ყურადღების საკონცენტრაციო და გასართობი.
Omotenashi-ს პრინციპების თანახმად, მძღოლის სალონის დეტალებს ისეთივე ყურადღება აქვს დათმობილი, როგორც Lexus-ის სხვა ახალ მოდელებს. ძირითადი ღილაკების, საზომი და საინფორმაციო მოწყობილობებიც Tazuna-ს კონცეფციას მისდევს, მძღოლს კი ხელის და თვალის მცირე მოძრაობის საშუალებით გზაზე ყურადღება არ ეფანტება. Tazuna იაპონური სიტყვაა, რომელიც აღწერს ინტუიციური კონტროლის ტიპს, როგორიც მხედარს გააჩნია თავის ცხენზე, აღვირის ოდნავი რეგულირების მეშვეობით.
მძღოლის სალონის დაგეგმარება შეესაბამება Lexus-ის საფირმო სტილს, რომლის ფარგლებშიც მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს ავტომობილის მართვით, მასთან მჭიდრო კავშირით და კომფორტით ნებისმიერი მგზავრობისას. იმისთვის, რომ მძღოლმა ავტომობილთან ერთობა იგრძნოს, საჭე გადატანილ იქნა მძღოლთან ახლოს და განთავსდა უფრო ვერტიკალური კუთხით, ხოლო სატერფულების და ფეხის დასადები ადგილის განლაგება ზუსტად იქნა გამოთვლილი.
ახალ LM-ს გააჩნია Lexus-ის შემდეგი თაობის დიზაინი, რომელიც შემუშავებულ იქნა თემის "გამორჩეული ელეგანტურობა" ფარგლებში. შედეგად მივიღეთ გზებზე ავტომობილის თავდაჯერებული სვლა და პროპორციები, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის სიმარტივეს და მანევრირების უნარს. მისი საერთო სიგრძე შეადგენს 5,130 მმ-ს, სიგანე 1,890 მმ-ს, ხოლო სიმაღლე 1,945 მმ-ს. სოლიდური სიგანე, სიმაღლე და 3,000 მმ-იანი თვლების ბაზა უკანა მგზავრების სივრცის გასაზრდელად ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს.
ავტომობილის წინა მხარეს Lexus-ის ახალი იერი დაჰყვება, ჩვენთვის ნაცნობი ცხაურის ფორმით. შპინდელური ფორმა შეკუმშულ იქნა, რათა წარმოქმნილიყო ცხაურის ქვედა, დიდი ნაწილი, ხუფის წინა კიდის ქვემოთ, რომელიც წინა მაშუქებს აკავშირებს. LM-ის მოხაზულობა გამოყოფილია დამუქებული წინა და უკანა საყრდენებით, ხოლო გარშემო შუშით დაფარული სივრცე ღია სივრცის შეგრძნებას წარმოქმნის. ავტომობილში მარტივ ჩაჯდომას უზრუნველყოფს განიერი გასაწევი გვერდითი კარი.
17 ან 19 დუიმიანი ნაჭედი ალუმინის დისკები, ფერთა აჩევანი და სამნაირი მბზინვარე გაფორმება კი LM-ის პრესტიჟს კიდევ უფრო აძლიერებს.
უახლესი სისტემები მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემის გაფართოებულ ფუნქციებს, მათ შორისაა: საავარიო სიტუაციებისას საჭის მართვის დამხმარე სისტემა და ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი პროაქტიური მართვის დამხმარე სისტემასთან ერთად, რომელთა მიზანია ავტომობილის მართვა ქალაქის ნელ საგზაო მოძრაობაში გახდეს უფრო მეტად უსაფრთხო. მძღოლის მონიტორი უწყვეტად აკონტროლებს მძღოლის სიფხიზლეს და რბილად გააჩერებს ავტომობილს და გაააქტიურებს დახმარების სისტემას, თუ გაფრთხილების სიგნალებზე რეაგირებას ვერ დააფიქსირებს. ყველა კარი, უკანა სრიალა კარის ჩათვლით, მორგებულია Lexus-ის ელექტრო გაღების სისტემაზე, უსაფრთხოდ გადმოსვლის დამხმარე სისტემასთან ერთად, რომელიც მძღოლს აფრთხილებს უკნიდან მოახლოებული ავტომობილის შესახებ და აღკვეთს ასეთ დროს კარის გაღებას, რასაც შესაძლოა უბედური შემთხვევა გამოეწვია.
უსადენო ტექნოლოგიების წყალობით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ხდება დაუბრკოლებლად და ავტომობილების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლეს გამოგონებათა უპირატესობებით ისე, რომ ავტომობილის სერვის ცენტრში მიყვანა აღარ დასჭირდეთ.
უსაფრთხოების სისტემის LEXUS SAFETY SYSTEM + სრული პაკეტი
LM აღჭურვილია Lexus Safety System + უახლესი თაობის უსაფრთხოების სისტემით, რომელიც აერთიანებს აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებს, რომლებიც ასევე გამოიყენება მოდელებში NX, RX და RZ. მათი დახმარებით შესაძლებელია ავარიის რისკების უფრო ფართო სპექტრის აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში ხდება მძღოლის გაფრთხილება, ასევე მისთვის დახმარების აღმოჩენა საჭით მართვის, დამუხრუჭების მხრივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემსუბუქდეს შეჯახება. ეს სისტემები ისეა შექმნილი, რომ მუშაობდეს ბუნებრივად და მძღოლმაც თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. მათი წყალობით მძღოლს უმსუბუქდება ძალისხმევა მართვისას, უმცირდება დაღლილობა და უნარჩუნდება სიფხიზლე.