15 აგვისტოს, Lexus-მა კარმელში, კალიფორნიაში მდებარე "The Quail Lodge and Golf Club" კომპლექსის ტერიტორიაზე გამართულ საავტომობილო ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სპორტული ქონცეფტუალური ავტომობილი წარუდგინა. Lexus-ის სპორტული კონცეფცია გახლავთ პროგრესული სტილის, მომავალზე ორიენტირებული და ამავე დროს, ჭეშმარიტად სპორტული ავტომობილი, რომელიც Lexus-ის დიზაინის განვითარების მიმართულების განმსაზღვრელადაც გვევლინება. ეს კონცეფტუალური ავტომობილი გამოირჩევა განიერი, დაბალპროფილიანი, ორკარიანი ძარით, რომელიც აერთიანებს დინამიურ და შთამბეჭდავ ელემენტებს, რაც თავის მხრივ, ახალი თაობის სპორტული ავტომობილის კონცეფტუალურ ხედვას გამოხატავს.
"ფებლ ბიჩ", კალიფორნია