LEXUS წარმოადგენს თავის ხედვას მომავლის ელექტროფიკაციის შესახებ LF-30 ELECTRIFIED კონცეფციის მსოფლიო პრემიერასთან ერთად

ტოკიო, იაპონია (2019 წლის 23 ოქტომბერი)

 

უწყვეტი მცდელობის ფარგლებში, გაეზიარებინა ნოვატორული და გასაოცარი გამოცდილება, Lexus-მა წარმოადგინა თავისი “Lexus Electrified" ხედვა ელექტროფიცირებული ავტომობილების მომავალ თაობასთან დაკავშირებით. ეს მომენტი იყო დებიუტი Lexus LF-30 Electrified-ის კონცეფციისა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს ტოკიოში, 46-ე ავტო შოუზე შედგა.

1989 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბრენდი შეიქმნა, Lexus-მა სცადა თავისი მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ნოვატორული, გასაოცარი პროდუქტი და ბრენდის გამოცდილება, რაც ასტიმულირებს ხუთ გრძნობას. 2005 წელს Rx 400h-ის გამოშვებიდან მოყოლებული, Lexus გახდა მსოფლიო ლიდერი ელექტროფიცირებულ ტექნოლოგიებში, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ორსაფეხურიანი რედუქტორი და მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა, სადაც გამოიყენება ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ სამუშაო მახასიათებლებს და მართვის უშუალო შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია Lexus-ის ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.

“Lexus Electrified”-ის ხედვამ გაამჟღავნა დღევანდელი მიზნები - ფუნდამენტური ნახტომი ავტომობილების მახასიათებლებში, ექსპლოატაციაში, კონტროლსა და მძღოლის მიერ მიღებულ სიამოვნებაში -- ჩვენს საზოგადოებაში თავად მობილობაც კი იცვლება ავტონომიური ტარებისა და ავტომობილის ელექტროფიცირების წყალობით.

წარმოქმნის რა ტარებით მიღებულ ორიგინალურ სიხალისეს, Lexus ავითარებს ახალ, გაუმჯობესებულ, პოზიციის კონტროლის სისტემას და სხვა ელექტროფიცირებულ ტექნოლოგიებს, რათა ტარებით მიღებული სიამოვნება გაიზარდოს და მომავლის ლუქს კლასის ავტომობილების არსი ფუნდამენტურად გარდაიქმნას. ამ მიზნით, Lexus ეყრდნობა იმას, რაც ისწავლა, რაც ეხება საბაზისო ტექნოლოგიების განვითარებას.

ის გვხვდება ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდების პოპულარულ სპექტრში და მოიცავს აკუმულატორების მენეჯმენტს, სიმძლავრის კონტროლის მოდულებს და ელექტრო ძრავებს. განსაკუთრებით, Lexus Electrified-ის ტექნოლოგია, რაც ძალური გადაცემის, საჭის მართვის, დაკიდების და მუხრუჭების გაერთიანებული კონტროლის საშუალებას იძლევა, ახდენს HV-ში კულტივირებული მოტორის ტექნოლოგიის კონტროლის აბსოლუტური პოტენციალის რეალიზებას.

ტოკიო, იაპონია

ამ ტექნოლოგიით, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ მამოძრავებელი ძალა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ავტომობილის პოზიცია მართვის თითოეული სიტუაციის შესაბამისად. Lexus ცდილობს გააგრძელოს სასიამოვნო და უფრო მეტად უსაფრთხო ავტომობილებით უზრუნველყოფა.

ამ მიზნის მისაღწევად, Lexus აპირებს წარმოადგინოს თავისი პირველი BEV, 2019 წლის ნოემბერში, რაც გააფართოებს ჩვენს პასუხს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროებაზე, მათ შორის HEVs, PHEVs, BEVs, და FCEVs-ს განვითარებას. ამის შემდგომ, Lexus აპირებს გააფართოოს თავისი ელექტროფიცირებული ავტომობილების შემადგენლობა - ჩვენ დავიწყებთ ჩვენი პირველი Lexus PHEV-ის და ახალი, გამოყოფილი BEV პლათფორმის გამოშვებას მომდევნო ათწლეულის დასაწყისში. 2025 წლისთვის, Lexus-ს ექნება Lexus-ის ყველა ავტომობილის მოდელების ელექტროფიცირებული ვერსიები და ჩვენ მიზანია, რომ ელექტროფიცირებული ავტომობილის მოდელების გაყიდვებმა გაუსწრონ სტანდარტულ შიგაწვის ძრავიან ავტომობილის მოდელების გაყიდვებს.

ILF-30 Electrified-ის გამოფენის გარდა, ტოკიოს ავტოშოუზე, Lexus-ის სივრცეში წარმოდგენილი იქნება “Lexus-ის გრძნობების თეატრი“. სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ განიცადონ „ხუთი გრძნობის სტიმულაცია“. ის შედგება გამოცდილების ორი - აუდიო და ვიზუალური სივრცისგან. პირველ თეატრში, Lexus LFA-ის ძრავის გრძნობადი ხმა ახდენს სმენის სტიმულირებას 360 გრადუსის 3D ხმის წყალობით.
მეორე თეატრი გვთავაზობს Lexus LC მოდელისგან ვიზუალურად სტიმულირებულ შთაბეჭდილებას პროექტირების საშუალებით, რომელიც ცვლის მის გარეგნულ მხარეს, დღის დროისა და ყურების კუთხის შესაბამისად. ამ ფორმატში თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ Lexus-ის ფილოსოფია და ამავე დროს მიიღოთ სიამოვნება სენსორული სტიმულაციით, „რეალური გამოცდილების“ წყალობით.

ტოკიოს 46-ე ავტოშოუ 2019 წელს უნდა ჩატარდეს ტოკიოს დიდ ტერიტორიაზე, ქალაქის სანაპირო მხარეს, 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, პრესის დღეები - 23 და 24 ოქტომბერი, სპეციალური მოსაწვევი დღე - 25 ოქტომბერი, და ჩვეულებრივი საზოგადო დღეები 25 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.