ლექსუს 10

ლექსუს 10-ის წესები და პირობები

ქარხნული გარანტიის ამოწურვისთანავე, ჩვენ გაძლევთ ექსკლუზიურ შესაძლებლობას ისარგებლოთ ლექსუს 10-ის პირობებით თქვენს ლექსუსზე. ქარხნული გარანტიის და ლექსუს 10-ის პირობებით თქვენ განიცდით უფრო მეტ სიმშვიდის შეგრძნებას როგორც ლექსუსს მფლობელი და გეძლევათ საშუალება მიიღოთ ერთ-ერთი ყველაზე სრული საგარანტიო დაფარვა, რომლის შემოთავაზებაც შეუძლიათ ავტო მწარმოებლებს.

ლექსუს 10-თ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენი ავტომობილი დაცულია მას შემდეგაც კი, როდესაც პირველადი გარანტია ამოიწურება. ლექსუს 10-ის დაფარვა მოგგვრით უფრო მეტ სიმშვიდეს და უზრუნველყოფს მრავლ უზრუნველ მოგზაურობას.

ლექსუს 10 ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ტოიოტა კავკასიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი დილერების მიერ გაყიდულ ავტომობილებზე.

ლექსუს 10 ავტომატურად აქტიურდება სრული გეგმიური ტექ. მომსახურების ჩატარების შემდეგ ლექსუსის ოფიციალურ დილერთან, და მოქმედებს შემდეგ გეგმიურ ტექ. მომსახურებამდე (12 თვე ან 10,000კმ, რომელიც დადგება პირველი). ლექსუს 10-ით სარგებლობა შესაძლებელია, სანამ ავტომობილი ასაკი მიაღწევს 10 წელს ან მისი გარბენი - 160,000კმ-ს. ლექსუს 10-ის დაფარვა ვრცელდება მხოლოდ ქარხნულ სათადარიგო ნაწილებზე და ოფიციალური დილერების მიერ დაყენებულ სათადარიგო ნაწილებზე.

ლექსუს 10 მოიცავს:

ძრავი

ძრავის ბლოკი; ბალანსირის ღერძი; გამანაწილებელი ლილვი; მანაწილებლის მუშტა; სარქვლის მხრეულები; სარქველები და მიმმართველები; მუხლა ლილვები და საკისრები; მუხლა ლილვის დამჭიმები; ცილინდრის თავები; ცილინდრის თავების შუასადებები; ბარბაცები; მქნევარა; ამძრავის რგოლი; ამყოლი გორგოლაჭის დამჭიმი; ზეთის კარტერი; ზეთის წნევის სენსორი; ზეთის ტუმბო; დგუშები და დგუშების რგოლები; დგუშების საკისრები და მილისები; ჩობლები და შუასადებები; ამძრავი ღვედი; ამძრავი ღვედის დამჭიმი; ამძრავი ღვედის ამყოლი; ამძრავი ჯაჭვი; ამძრავი კბილანები; ტურბინა; ტურბინის რადიატორი; ტურბინის განმტვირთავი სარქველი; სარქველების ჩობლები და შუასადებები; წყლის გაგრილების ტუმბო; გამონაბოლქვი გაზის რეცირკულაციის სარქველი; ზეთის გამაგრილებელი; ზეთის ფილტრის კორპუსი; დეტონაციის სენსორი; ჟანგბადის სენსორი; კაბელები (განსხვავებული ელექტრონული სისტემის სადენებისგან);

ბენზინის საწვავის სისტემა

საწვავის ტუმბო; საწვავის ელ. ტუმბო; ჰაერმზომი; საწვავის შეფრქვევის ელექტრონული სისტემა; მმართველი კომპიუტერი (ECU); დროსელი; საწვავის მფრქვევანები; საწვავის წნევის რეგულატორი; ავზის გადამცემი; საწვავის სენსორი; საწვავის ავზი; საწვავის მაჩვენებელი;

დიზელის საწვავის სისტემა

დიზელის საწვავის შემფრქვევი ტუმბო; საწვავის ტუმბო; ჰაერმზომი; მმართველი კომპიუტერი (ECU); დროსელის პოზიციის სენსორი; საწვავის მფრქვევანები; დიზელის გამათბობელი სანთლები; საწვავის ავზის გადამცემი, საწვავის ავზი;

გაგრილების სისტემა

გამაგრილებელი სითხის დონის სენსორი; გამაგრილებელი სითხის ვენტილატორის რელე; გამაგრილებელი სითხის ვენტილატორის სენსორი; გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორი; ძრავის ვენტილატორი; ძრავის ვენტილატორის გადაბმულობა; რადიატორი; რადიატორის ხუფი; თერმოსტატი და თერმოსტატის კორპუსი;

მექანიკური გადაცემათა კოლოფი

გადაბმულობის მთავარი ავზი; გადაბმულობის მეორადი ავზი; გადაბმულობის ჩანგალი და მიმმართველი; გადაბმულობის კაბელები; გადაბმულობის ლინკები; ტრანსმისიის კორპუსი; კბილანები და ღერძები; სინქრონიზატორი; ქუროები; საკისრები და მილისები; ჩობლები და შუასადებები; გადაცემათა ლინკები და კაბელები; გადაცემათა ღერძი;

ავტომატური გადაცემათა კოლოფი

ტრანსმისიის კორპუსი; კბილანები და ღერძები; სელექტორები; ელექტრონული აქტუატორები; გადაბმულობები; სარქველების ბლოკი; ზეთის ტუმბო; ზეთის გაგრილება; მმართველი კომპიუტერი (ECU); ქუროები; საკისრები და მილისები; ჩობლები და შუასადებები; გადაცემათა ლინკები და კაბელები; ჰიდროტრანსფორმატორი; გადაცემათა ღერძი;

გამანაწილებლები და დიფერენციალები

ცენტრალური დიფერენციალი; დიფერენციალის კორპუსი; დიფერენციალის კბილანები; ღერძები; კბილანები; საკისრები; მილისები; დიფერენციალის ქუროები; დიფერენციალის ბერკეტები;

სავალი ნაწილი

გადაბმის სახსრები; უნივერსალური გადაბმები; რეზინის მტვერდამცავები; ნახევარ-ღერძები; ამძრავი ღერძები; საკისრები; მილისები; ქუროები; ჩობლები და შუასადებები;

დაკიდების სისტემა

წინა და უკანა ზამბარები; ტორსიონები; წევის დაბოლოებები; მოხვევის მუშტა; განივები; ქვეჩარჩოები; თვლის საკისრები; ქუროები; საყელურები; ჩამკეტი ქანჩები;

საჭის სისტემა

საჭის მექანიზმი; საჭის მექანიზმის კორპუსი; საჭის წევა და კბილანები; საჭის მექანიზმის ტუმბო; ჰიდრავლიკური სითხის ავზი; ჩობლები; საკისრები; გარე ლინკები; საჭის წევის დაბოლოებები; საჭის ღერძი; გადაბმულობები;

სამუხრუჭო სისტემა

ABS მართვის კომპიუტერი; ABS სისტემის კომპონენტები; სიჩქარის სენსორები; მუხრუჭის გამაძლიერებელი; სამუხრუჭო მილები; სამუხრუჭო დისკის სუპორტი; სამუხრუჭო დისკები; სამუხრუჭო დოლურები; ლინკები; შემზღუდავი სარქველები; მუხრუჭის მთავარი ავზი; სამუხრუჭო სითხის ავზი; სამუხრუჭო ცილინდრები; ვაკუუმის ტუმბო;

კონდიცირება და გათბობა

გამათბობელის რადიატორი; ფეჩის ძრავები და ფრთები; ფეჩის ძრავის ვენტილატორი; კონდიციონერის კომპრესორი; კონდიციონერის რადიატორი; ევაპორატორი; საშრობი; გამათბობლის მარეგულირებლები; გამათბობლის სარქველები; ევაპორატორის ტემპერატურის სენსორი;

ელექტროობა

ამძრავის ძრავი; გენერატორი; კოჭები; საქარე მინის საწმენდის ძრავები; საქარე მინის საწმენდის ტუმბო; მოხვევის მაჩვენებლის რელე; სიგნალი; მექანიკური ჩამრთველები; საჭის სპირალი; ელექტრონული აალების მექანიზმი; რელეები; შუშის გამათბობლები; ბორტ-კომპიუტერი; შუშების რეგულატორები; უკანა ხედვის სარკეების ძრავები; დისტანციური გასაღებები; ცენტრალური ჩამკეტები; აირბაგის სენსორები; ცენტრალური საკეტის კომპიუტერი; შიდა განათების კომპიუტერი; საათები; მაჩვენებელთა დაფები და სიჩქარის სენსორები; ძრავის ბრუნის მაჩვენებელი; ელექტრონული გაყვანილობები; სავარძლის ელექტრო მოტორები; სანთებელები; სენსორები; სავარძლის გამათბობლის ელემენტები; ქარხნული სიგნალიზაცია; მაშუქის მიმმართველი ძრავები; ელექტრონული მართვის კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფა (შეცდომის კოდების განულების გარდა);

ძარა

ქარხნული ლუქი; ქარხნული ლუქის ძრავები; კარის საკეტები; კაპოტის გასახსნელი კაბელები; კაპოტის ამორტიზატორები; შუშის საწმენდების ღეროები; მექანიკური სავარძლის ჩარჩოები; უსაფრთხოების ღვედების მექანიზმები; ქარხნული აქსესუარები;

ჰიბრიდული კომპონენტები

ჰიბრიდული ბატარეები, ჰიბრიდული ბატარეების მართვის მოდული; ჰიბრიდის მართვის მოდული; ჰიბრიდული ინვერტორი და ტრანსფორმატორი.

ლექსუს 10 არ მოიცავს:

  • ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურების დეტალები - ბარაბნული ხუნდები და კაბელები, მოჭიდების დისკები, მოჭიდების ქუროები და მოჭიდების საკისრები, ბორბლები, დისკები, ღვედები (V ტიპის ან მულტი V ტიპის), 12V აკუმულატორები, დიაგნოსტიკა და ნებისმიერი კორექტირება.
  • რეზინის ნაწილები - რეზინის (გათბობის) შლანგები, სადენები და მილები, ძრავისა და კაბინის სამაგრი ინსულატორები, მოლდინგები, სტაბილიზატორის მილისები, ამორტიზატორები, პნევმატური ცილინდრები, ზამბარები.
  • ძარა და საღებავი - სანათები, ლინზები, შალითები, ქრომირებული და მბზინვარე მეტალის დეტალები, სახელურები და ქსოვილები, ექსტერიერის კანტები, რეზინის იზოლა-ტორები.
  • ინტერიერის დეტალები როგორებიცაა: კარებების შალითები, სავარძლის ბალიშები და შალითები, სავენტილაციო მილები, საფერფლეები, სიგარეტის ასანთები, გადაცემათა კოლოფის ბერკეტის სახელურები, მაჩვენებელთა დაფები, საჭეები და აშ.
  • გარკვეული ინდივიდუალური ნაწილები და კომპონენტები - მულტიმედია სისტემები, ინტერიერის ჭერი, საკეტის სახსრები, ქანჩები და ჭანჭიკები, სამაგრი კლიფსები, უსაფრთხოების ღვედების ჩამკეტები და შემამჭიდროებლები, ძრავის ღვედის დამჭიმები, წინა და უკანა სტაბილიზატორის შტანგები, შიდა წვის გამათბობლები.
  • ასევე არ მოიცავს - ავტომობილის ექსტერიერის ნაწილებს (გარდა ზედა გრაფაში ჩამოთვლილისა), ხმის საიზოლაციო შეკეთებებს, ნაწილებს რომლებიც მოცულია სპეციალური სერვისის კამპანიებით ან სხვა რაიმე სახის საგარანტიო პირობებით მოცულ კომპონენტებს.
  • ნებისმიერ გაუმართაობას, რომელიც გამოწვეულია არასათანადო ტექნიკური მომსახურებით.

ლექსუს 10 არ მოიცავს შემდეგ ხარჯებს:

მფლობელის სატელეფონო ხარჯებს, სხვა მანქანის დაქირავების ხარჯებს, მოგზაურობის და ცხოვრების ხარჯებს, დროის კარგვას, სარგებლის კარგვას, აშ.

იმ შემთხვევაში, თუ ლექსუს 10-ის გააქტიურება ხდება საგარანტიო დაფარვის წყვეტის შემდეგ, საგარანტიო ჩივილები არ მიიღება ბოლო გეგმიური ტექ მომსახურებიდან 1 თვის განმავლობაში და სანამ ავტომობილის გარბენი არ მოიმატებს 1,000 კმ-ით. ასევე არ დაიფარება ლექსუს 10-ის გააქტიურებამდე არსებული დაზიანებები.