მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
იყავით კონტაქტზე

ავტომობილის გაწვევა

მიიღეთ უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით გაწვეული ავტომობილების შესახებ, რაც Lexus-ის მძღოლებზე ზრუნვის უმაღლესი სტანდარტების გამოხატულებაა.

Lexus-ის ვალდებულება მომხმარებელთა წინაშე

Lexus ამაყობს თავისი შეუდარებელი ოსტატობითა და მომხმარებელთა მომსახურების უმაღლესი დონით. ჩვენი ვალდებულებაა "თითოეულ მომხმარებელს მოვეპყროთ ისე, როგორც სტუმარს საკუთარ სახლში". ეს არ არის ცარიელი სიტყვები, არამედ პირობა, რომელსაც არასოდეს დავარღვევთ.

თქვენს ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით Lexus-ის სადილეროს, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან. თუ რაიმე მიზეზით პრობლემა არ აღმოიფხვრა, ამ შემთხვევისთვის შექმნილია მომსახურების ხარისხის დეპარტამენტი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მიხედავს თქვენს საკითხს. გაუგებრობის გარკვევის გარდა, ამ განყოფილებას შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე და იზრუნოს გზებზე ტექნიკური დახმარების კოორდინაციაზე. 

გაწვევა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშის მიზეზით

ხარისხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულების ფარგლებში, Lexus აფართოებს გაწვევის კამპანიას და მოიცავს კონკრეტულ ავტომობილებს, რომლებშიც Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გასაბერი მოწყობილობის დეფექტი გამოვლინდა.

მომხმარებელთა უსაფრთხოება ჩვენთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გარკვეული წყაროების დახმარებით, ჩვენს ავტომობილებს უწყვეტად ვმეთვალყურეობთ. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ ავტომობილების რომელიმე კომპონენტი ან ასპექტი არ შეესაბამება ჩვენს მკაცრ სტანდარტებს, მივიღებთ შესაბამის ზომებს. 

ევროპაში გაწვევა ეხებათ შემდეგ ავტომობილებს: Lexus SC, ES და GX - წარმოებულს 2000 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე პერიოდში. ასევე, Lexus ES 350, GX 460 და LFA - წარმოებულს 2009 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე პერიოდში. მიზეზი - უსაფრთხოების ბალიშების დეფექტი.

მომხმარებლებს დაუკავშირდება კონკრეტული ქვეყნის დისტრიბუტორი. უსაფრთხოების ბალიშების გამოცვლა კი განხორციელდება უფასოდ. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის დისტრიბუტორს ან Lexus-ის ადგილობრივ დილერს.

ამ ავტომობილებში უსაფრთხოების დეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გასაბერი მოწყობილობის დეგრადაციით, რაც განპირობებულია დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტენიანობის, მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტემპერატურის ციკლური ცვლილების ზემოქმედებით. ამან შეიძლება უსაფრთხოების ბალიშის გახსნისას გასაბერის გახეთქვა გამოიწვიოს.

თუ თქვენი Lexus-ის გაწვევის თაობაზე დაგიკავშირდნენ ან ვარაუდობთ, რომ თქვენს ავტომობილს გაწვევა შეეხება, შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია ქვემოთ წარმოდგენილი 3-ეტაპიანი გაწვევის შემოწმების მეშვეობით მიიღოთ. იმის გასარკვევად, თქვენს ავტომობილს ეხება თუ არა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული კამპანია, შემუშავებულია მარტივი პროცედურა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.