RZ სრულად ელექტრული
- WLTP სვლის მარაგი
- 507-509 კმ-მდე (RZ 350e)
- ენერგომოხმარება (კვტ.სთ/100 კმ)
- 14.9 - 17.0 (RZ 350e)
- DC (მუდმივი დენით) დამუხტვა
- 150 კვტ, 30 წუთში - 10% - 80%
LEXUS RZ
გაზრდილი სვლის მარაგი
ახალი 77 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის წყალობით ყველა მოდელში გაზრდილია სვლის მარაგი. ახლა ერთი დამუხტვით 509 კმ-მდე მანძილის გავლაა შესაძლებელი (WLTP მაჩვენებლები RZ 350e-სთვის).
უფრო სწრაფი დამუხტვის დრო
დამუხტვის დრო შემცირდა ახალი, 22 კვტ საბორტო დამტენის და გაუმჯობესებული ბატარეის ტემპერატურის წინასწარი რეგულირებისა და გაგრილების ფუნქციის წყალობით.
Lexus-ის მართვის საფირმო მახასიათებლის დანერგვა
RZ-ის კონსტრუქციაში გაზრდილია სიმტკიცე, რაც ამცირებს ძარის გადახრას და ხელს უწყობს ზუსტ მართვას.
სალონის გაუმჯობესებული ხმის იზოლაცია
ახალი ხმის იზოლაციისა და ხმის შთანთქმის ტექნოლოგია აუმჯობესებს RZ-ის გამორჩეულ, ისედაც თითქმის ჩუმ სალონის სიმშვიდეს.
Forced client side injection based on cached strategy
POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=d8ec0864-e0cb-4f08-9e8a-1261ee3b2d22&utm_source=DV360&utm_medium=Banner&utm_campaign=Lexus_RZ&gclid=CjwKCAjwq6DQBhBVEiwA4ZD5XLXkv7B0EwbtmjxWmk-sNb8MJr1p7IvBy7OWOssNKDI_TKg6Vfg_PRoCPEcQAvD_BwE
ახალი Lexus RZ
Lexus-ის პირველი, სრულად ელექტრული ავტომობილის ნულიდან შექმნისას, ჩვენს ინჟინრებსა და დიზაინერებს საშუალება მიეცათ, RZ-ის ფორმა და ფუნქციები ახალ დონეზე გადაეყვანათ. ულტრა თხელი, ძარასთან ჰარმონიულად შერწყმული ოთხმაგი მაშუქებით და მოდერნიზებული სილუეტით, რომელიც მის სპორტულ დგომს უსვამს ხაზს, RZ სრულიად ახალ ეპოქას გთავაზობთ Lexus-ის ელექტრიფიცირებულ დიზაინში.
ტექნოლოგია
მოთავსდით RZ-ის Tazuna-ს სალონში, საიდანაც უმალ გააკონტროლებთ ტექნოლოგიების ურთიერთდაკავშირებულ ეკოსისტემას. 64 ფერიანი გარემომცველი განათებიდან და ინტერაქტიული, 14 დიუმიანი სენსორული მონიტორიდან დაწყებული და თავის კლასში მოწინავე უსაფრთხოების სისტემებით დამთავრებული, ახალი RZ გზებზე ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად სრულყოფილი ავტომობილია.