კავშირი და მედია
Lexus-ის ტექნოლოგიები აერთიანებს გართობას, ინფორმაციას, კავშირს, კომფორტსა და კონტროლს.
სრულიად ახალი ციფრული სალონი
აღმოაჩინეთ ახალი ინტეგრირებული ციფრული სალონი, რომელიც ინტუიციურ მართვასა და ჭკვიანი დაკავშირებული სერვისების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD) მნიშვნელოვან ინფორმაციას - სიჩქარეს და უსაფრთხოების გაფრთხილებებს პირდაპირ საქარე მინაზე ასახავს.
ხმოვანი კონტროლი
მართეთ ავტომობილის ფუნქციები, ინფორმაცია და გართობა მარტივი ბრძანებით "Hey Lexus".
კლიმატ-კონტროლი
გსურთ ტემპერატურის რეგულირება ან ჰაერის შემოშვება? უბრალოდ სთხოვეთ "Hey Lexus"-ს გათბობის რეგულირება ან ფანჯრის ჩაწევა.
მულტიმედია
ნავიგაცია
Lexus Link+ აპლიკაცია
მარტივი და ინტუიციური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ სმარტფონიდან დისტანციურად მართოთ არაერთი ფუნქცია.
ჩემი ავტომობილის პოვნა
მოძებნეთ თქვენი ავტომობილი ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო ავტოსადგომზე მის საპოვნელად დისტანციურად გააქტიურეთ საავარიო მაშუქები.
დისტანციური კლიმატ-კონტროლი
დამუხტვის კონტროლი
უსადენო და USB-ით დამუხტვა
დამუხტეთ თქვენი მოწყობილობა მარტივად
დამუხტვის წინა წერტილები
დამუხტვის უკანა წერტილები
აუდიო სისტემა
იდეალურად დაბალანსებული აუდიო სისტემები თითქმის უხმაურო სალონს შთამბეჭდავი ჟღერადობით ავსებს.
აუდიო სისტემები
თითოეული ავტომობილისთვის სპეციალურად შემუშავებული Lexus-ის აუდიო სისტემები ღრმა და შთამბეჭდავ ჟღერადობას უზრუნველყოფს.
17 დინამიკიანი Mark Levinson®-ის პრემიალური აუდიო სისტემა
არჩევითი Mark Levinson-ის აუდიოსისტემა მაღალი ხარისხის შთამბეჭდავ ჟღერადობას უზრუნველყოფს.
10-დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა
ეს პრემიალური აუდიო სისტემა გამოირჩევა სუფთა, დაბალანსებული და ღრმა ჟღერადობით. ის უზრუნველყოფს გამოკვეთილ ბასებს, მკაფიო ვოკალსა და კარგად ჩამოყალიბებულ სტერეო გამოსახულებას.
უსაფრთხოება და მძღოლის მხარდაჭერა
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და ინოვაციების საფუძველზე შექმნილი Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ თავდაჯერებული და უსაფრთხო მგზავრობის გარანტიაა.
Lexus-ის ყველა უახლესი მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის e-Latch - ჭკვიანი ელექტრონული კონტროლის სისტემა, რომელიც აღკვეთს კარის გაღებას მოახლოებული სატრანსპორტო ნაკადის მიმართულებით.
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+
გამოცადეთ დაცვისა და პრევენციის გაძლიერებული დონე უახლესი უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System+.
შეჯახების პრევენციის სისტემა
სისტემა იყენებს წინა კამერას და წინა რადარს საფრთხეების აღმოსაჩენად, მძღოლის გასაფრთხილებლად და საჭიროების შემთხვევაში დასამუხრუჭებლად.
საჭის მართვის დამხმარე სისტემა
ბრმა ზონის მონიტორი
DRCC თითოეულ მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის და გზაზე არსებულ ვითარებას ინტუიციურად ერგება. გაუმჯობესებული ადრეული ამოცნობის ფუნქცია საშუალებას აძლევს სისტემას შეუფერხებლად მოერგოს ისეთ სიტუაციებს, როდესაც სხვა ავტომობილები თქვენს ზოლში გადმოდიან ან სიჩქარეს ამცირებენ, ხოლო ინტეგრირებული რუკის მონაცემები მოსახვევებსა და გზაჯვარედინებს წინასწარ ითვალისწინებს. შედეგად, მართვა უფრო ბუნებრივი, მშვიდი და საიმედო ხდება.
მძღოლის დამატებითი დამხმარე სისტემა
დამატებითი დამხმარე სისტემები მეტი თავდაჯერებულობის, კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.
მართვის დამხმარე პროაქტიური სისტემა
უზრუნველყოფს რბილ დამუხრუჭებას და დახმარებას მართვაში. აფიქსირებს მოძრაობის ხაზს მოსახვევებში. აღმოაჩენს წინ, საფრთხის შემცველ მომენტებს.
წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა
ადაპტაციური შორი განათების სისტემა
მძღოლის ჭკვიანი მხარდაჭერის სისტემა
ეს მოწინავე სისტემები უფრო რთულ საგზაო სიტუაციებში გეხმარებათ გარემოს უკეთ აღქმასა და ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავადაც რეაგირებს, რათა სვლა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად განაგრძოთ.
პარკირების დამხმარე სისტემა
ინოვაციური საბორტო ფუნქციების დახმარებით, პარკირება უფრო მარტივი, ზუსტი და უსაფრთხო ხდება.
უზრუნველყოფს მარტივ და თავდაჯერებულ პარკირებას, ვიწრო სივრცეებში დაბრკოლებების ამოცნობასა და მანძილის უსაფრთხო კონტროლს.
უკუსვლისას, მულტიმედიური ეკრანისა და აუდიოსისტემის მეშვეობით მიიღებთ გაფრთხილებებს ავტომობილის, ადამიანებისა და ობიექტების აღმოჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აამოქმედებს მუხრუჭებს.
პარკირების დამატებითი მახასიათებლები
გაუმჯობესებული "ასისტენტი" უსაფრთხო და მოსახერხებელი პარკირებისთვის.
დახვეწილი პარკირების სისტემა დისტანციური პარკირების ფუნქციით
პარკირების დამხმარე დამუხრუჭების სისტემა
ეს უკონტაქტო ფუნქცია გააქტიურდება უკანა ბამპერთან ფეხის გამოძრავებით, რაც საბარგულის გაღებას უზრუნველყოფს და ფუნქციონირებს მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი უკანა მხრით კედელთან ახლოსაა გაჩერებული.