Skip to Main Content (Press Enter)
იყავით კონტაქტზე
  • Lexus-ის ახალი ამბები

    Lexus 2024 წლის NITTO ATP ტურის ფინალური ეტაპის თამაშებზე

  • Lexus-ს, ოფიციალური საავტომობილი პარტნიორის სახით თავისი გამორჩეული წვლილი შეაქვს ATP ტურის ფინალური ეტაპის თამაშებზე, რომელიც ტურინში, იტალიაში, 2024 წლის 10 ნოემბერს იწყება. 
  • Lexus წარმოადგენს Nitto ATP ტურის ფინალური ეტაპის თამაშების ოფიციალურ სავტომობილო და პრემიუმ პარტნიორს, კერძოდ, მამაკაცთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო შეჯიბრის -  ყოველწლიური კულმინაციური ღონისძიების პარტნიორს, რომელიც ტურინში, იტალიაში, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით იმართება
  • თითოეული მატჩის გადამწყვეტი მომენტების დემონსტრირება Lexus-ის ახალ "ბრეიქ-ფოინთის" ციფრულ მონიტორზე მოხდება  
  • სტუმრებს გულშემატკივართა სოფელში შესაძლებლობა ექნებათ Lexus-ის ახალი საავტომობილო ვიდეო თამაშით ისიამოვნონ
  • გაიმართება Lexus-ის უახლესი LBX და NX ქროსოვერის მოდელების გამოფენა შეჯიბრის ჩატარების ადგილას, ხოლო ეფექტურ, კონცეპტუალურ ელექტრო ავტომობილს LF-ZC შთამბეჭდავი ბატარეით, გულშემატკივრები ტურინის ისტორიული ქალაქის ცენტრში იხილავენ
  • Lexus-ის ელექტრიფიცირებული ავტომობილები მოთამაშეებს, ოფიციალურ პირებსა და ტურნირის საპატიო სტუმრებს ოფიციალური ტრანსპორტის სახით მოემსახურება
  • ნიკოლა კეარი - Lexus-ის ელჩი და იუნიორებს შორის მსოფლიოს ნომერი პირველი მოთამაშე ფინალისტებისთვის სპარინგ-პარტნიორის სახით იქნა შერჩეული

Lexus უერთდება სპორტულ სამყაროს 2024 წლის Nitto ATP ფინალურ თამაშებზე - საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს მამაკაცთა შორის, რომელიც ტურინში, იტალიაში, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

Lexus ასრულებს თავის მეორე სეზონს ATP ტურის ოფიციალური საავტომობილო და პრემიუმ პარტნიორის სახით. მისი მონაწილეობა ტურნირს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ამ პრესტიჟული ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასაც უზრუნველყოფს.

შეჯიბრში მონაწილეობს ერთეულთა და წყვილთა თანრიგის რვა საუკეთესო მოთამაშე - ის, ვინც 2024 წლის ATP ტურის სეზონში საუკეთესო საკვალიფიკაციო შედეგს მიაღწია. ტურნირის დასაწყისში თითოეული მოთამაშე მართავს სამ მატჩს, რათა ნახევარფინალის საგზური მოიპოვოს, საიდანაც ფინალამდე და მთავარი ტიტულის მოპოვებამდე უკვე ერთი ნაბიჯიღა რჩება. 

ინალპი არენაზე ვიხილავთ Lexus-ის ახალ "ბრეიქ-ფოინთ" მონიტორს - დიდ, ციფრულ, საფეხბურთო ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ლოგოტიპი ყოველ ჯერზე, როდესაც მოთამაშეს მეტოქის მოწოდების მოგების შანსი მიეცემა.

გულშემატკივართა სოფელში სტუმრებს შეეძლებათ ახალი საავტომობილო ვიდეო თამაშით გაერთონ. მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ Lexus-ის მოდელი - plug-in ჰიბრიდი ან სრულად ელექტრული ავტომობილი და მარშრუტზე ჩოგბურთის ბურთები შეაგროვონ. ვიდეო თამაშის ფარგლებში შესაძლებელია Lexus-ის სრულიად ახალი LBX ჰიბრიდის, ასევე უახლესი NX ჰიბრიდის და plug-in ჰიბრიდული ქროსოვერების არჩევა. 

შეჯიბრის მიმდინარეობისას Lexus-ის მოდელების ხილვა შესაძლებელი იქნება ჩოგბურთის კორტებისკენ მიმავალ გზებზე, ხოლო Lexus-ის ელექტრიფიცირებული ავტომობილები მოთამაშეებს, ოფიციალურ პირებსა და ტურნირის საპატიო სტუმრებს ოფიციალური ტრანსპორტის სახით მოემსახურება.

მოედნის მიღმა, ტურინის ისტორიულ ცენტრში Lexus წარმოადგენს თავის ეფექტურ, კონცეპტუალურ ავტომობილს LF-ZC-ს, რომელიც ელექტრული სედანის თავის მომავლის ხედვას განასახიერებს.

ფინალური ეტაპის თამაშებზე ასევე ვიხილავთ ნიკოლა კეარს - Lexus-ის ელჩს და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელ ნომერ პირველ იუნიორ მოთამაშეს. 18 წლის ნორვეგიელი ვარსკვლავი არჩეულ იქნა ფინალისტებისთვის სპარინგ-პარტნიორის სახით, რითაც მონაწილეებს შანსი ეძლევათ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალ მოთამაშესთან თავისი უნარები დახვეწონ.

ფინალური ეტაპის თამაშებზე ასევე ვიხილავთ ნიკოლა კეარს - Lexus-ის ელჩს და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელ ნომერ პირველ იუნიორ მოთამაშეს. 18 წლის ნორვეგიელი ვარსკვლავი არჩეულ იქნა ფინალისტებისთვის სპარინგ-პარტნიორის სახით, რითაც მონაწილეებს შანსი ეძლევათ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალ მოთამაშესთან თავისი უნარები დახვეწონ.