LEXUS-ის UX ხელოვნების სივრცე

2018 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, Lexus Europe მასპინძლობს “pop-up” გალერეას ლისაბონში. Lexus UX-ის ხელოვნების სივრცე წარადგენს სრულიად ახალ, Lexus UX-ის კროსოვერის ექსკლუზიურ პროტოტიპს და აღმავალი ხელოვანების - Ines Zenha და Bence Mayarlaki-ს შთამბეჭდავ ნამუშევრებს. ხელოვანების ამოცანა იყო, დაეშალათ UX-ი და წარედგინათ Lexus-ის კროსოვერის საკუთარი ინტერპრეტაცია.

UX ხელოვნების გალერეა ყურადღების ცენტრში

UX ხელოვნების სივრცე წარადგენს ექსკლუზიურ პროტოტიპს. გაიგეთ როგორ შეიქმნა გალერეა ლისაბონში.

ლისაბონის ხელოვნების სივრცე

„როგორც განვითარებადი კრეატიული და კულტურული კერა, ლისაბონი არის საუკეთესო ადგილი ჩვენი UX კროსოვერის წარსადგენად ინოვაციურ, შემოქმედებით გარემოში,“ ამბობს პასკალ რუხი, Lexus ევროპის ხელმძღვანელი. „LEXUS-ის UX ხელოვნების სივრცე აძლევს სტუმრებს საშუალებასLexus-ის სამყაროში მოხვედრისა და კრეატიულ დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ჩვენი გატაცების გაზიარების შესაძლებლობას.“

„LEXUS-ის UX ხელოვნების სივრცე ჰარმონიულად აკავშირებს ტრანსპორტსა და ხელოვნებას,“ ამბობს კაროლინა გრაუ, დამოუკიდებელი კურატორი და ექსპერტი თანამედროვე ხელოვნებაში. „ეს გამოფენა ხდის სტუმრების გადაადგილებას და იზიდავს მათ ემოციებს ბასტრაქციისა და დეკონსტრუქციის მეშვეობით, ამავდროულად ქმნის მოძრაობის, ხმის, ფორმისა და ფერთა გამის ხელოვნებისეულ ინტერპრეტაციას, რაც ნამდვილად ახასიათებს Lexus-ს.“

ეწვიეთ UX ხელოვნების გალერეას
მისამართი: Largo dos Stephens 5, Cais Sodré district, ლისაბონი
სამუშაო საათები: 29 ივნისი-15 სექტემბერი, ორშ.-შაბ. დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე
დასწრება თავისუფალია

 

ინტერვიუები ხელოვანებთან

 

  • UX ხელოვნების გალერეა

    შეიცანით მოძრაობის, ხმის, ფორმისა და ფერთა გამის ხელოვნებისეული ინტერპრეტაცია, რაც ნამდვილად ახასიათებს Lexus-ს.