სრულიად ახალი LEXUS RX

ფილმი „მუდამ პირველი“

ფილმში „მუდამ პირველი“ გაიგებთ, თუ როგორ მიაღწია გამორჩეულ დონეს სრულიად ახალმა LEXUS RX-მა. ასევე, გაიგებთ, თუ როგორ ეხმარება ავტომობილის გამორჩეული მახასიათებლები და ტექნოლოგიები ჩვენს RX-ის მძღოლს, რათა ელექტრიფიცირებულ ავტომობილთა შორის, ამ უდიდესი პროგრესით იყოს ყველაზე წინ.

გამორჩეული სამუშაო მაჩვენებლები

მართვის რეჟიმის არჩევა

RX-ის მართვის რეჟიმის არჩევის ღილაკით ავტომობილის მართვა გადადის მძღოლის ხელში. Normal რეჟიმი იდეალურად აერთიანებს უხმაურო მუშაობას, დინამიურობასა და საწვავის ეკონომიას, ეკო რეჟიმში მართვისას კი იკლებს სატერფულზე დაწოლის ძალა, უმჯობესდება აქსელერატორის სატერფულის რეაგირების დონე და ტემპერატურის კონტროლი, რათა ავტომობილის მართვა უფრო ეფექტურად მოხდეს. ამას გარდა, სპორტულ რეჟიმში იზრდება ძრავის სიმძლავრე, ხოლო საჭით მართვის სისტემა ხდება უფრო მოქნილი, რაც ზრდის მანევრირებისა და აჩქარების უნარს. 
დაინახეთ სამყარო განსხვავებულად

ციფრული უკანა ხედვის სარკე

მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ დაინახონ ის, რასაც მანამდე ვერ აფიქსირებდნენ RX-ის უკანა ხედვის ციფრულ სარკეში, რომელიც ამცირებს ბრმა ზონებს და აუმჯობესებს ხილვადობას ავტომობილში მყოფი მგზავრების, ბარგისა და ამინდის მიუხედავად. სარკის ფუნქცია მორგებულია მძღოლზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის ინფორმირებულობას - გამოსახულების გადაცემას ორი გარე კამერის მეშვეობით, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილში, შედარებით მსუბუქ ბუდესთან ერთად არის განლაგებული. 
ახალი კომპლექტაცია

F SPORT-ის სამუშაო მაჩვენებლები

გამაოგნებელი დიზაინისა და ელექტრიფიკაციის წყალობით, RX500h F SPORT Performance Hybrid განახლებული სახით წარმოგვიდგენს RX-ის ბუნებრივ სპორტულობას. შავი ფერის გვერდითი სარკეების უკან იხილავთ მომხიბლავ, F ფორმის ალუმინის ჩანართებს და სპორტული დიზაინის სავარძლებს ზამშის ჩანართებით. მას შემდეგ, რაც მზად იქნებით, შეგიძლიათ დატკბით შთამბეჭდავი 371 ცხენის ძალის* სიმძლავრით, რაც უნიკალური ელექტრიფიცირებული ძრავის დამსახურებაა.

 ახალი RX 500h Performance Hybrid, რომელიც შეიქმნა მაღალეფექტური ელექტრიფიცირებული სამუშაო მაჩვენებლების მისაღებად, წარმოადგენს Lexus-ის პირველ ტურბო ძრავიან ჰიბრიდს. სრულიად ახალი ჰიბრიდული სისტემის მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრით, რომელიც მოიცავს 2.4 ლიტრიან ტურბო ძრავასა და 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფს. მას გააჩნია 371 ცხენის ძალა ან 273 კვტ, შედეგად კი ვიღებთ თაბრუდამხვევ აჩქარებას - 6,2 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდე.

დინამიკური, სრულამძრავიანი სისტემა

ტექნოლოგია DIRECT4

DIRECT4 წარმოადგენს Lexus-ის ახალ, გამწევი ძალის ექსკლუზიურ ტექნოლოგიას. ოთხივე თვლის კონტროლის წყალობით, სისტემა ახდენს ავტომობილის პოზიციის ცვლილების ოპტიმიზებას, რათა თანმიმდევრულად გაანაწილოს სიმძლავრე მართვის პირობების შესაბამისად. პრიორიტეტი ენიჭება მძღოლის მგრძნობელობას; მოემზადეთ მგზავრობისთვის ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. 
ჯერ შეიგრძენით

დაგეგმეთ ტესტ-დრაივი

მტკიცე კავშირი

LEXUS-ის მართვის მახასიათებლები

Lexus-ის საფირმო მართვის მახასიათებლების წყალობით, ახალი RX წარმოქნის უფრო კარგად გააზრებულ, მაქსიმალურად მტკიცე კავშირს ავტომობილსა და მძღოლს შორის. გაუმჯობესებული რეაგირებადობის და ოპტიმიზებული სიმტკიცის წყალობით, სრულიად ახალი RX მძღოლებს სთავაზობს მეტ კონტროლს და ნაკლებ ხმაურს, რათა გაიზარდოს მძღოლის თავდაჯერებულობა, კომფორტი და სიამოვნება ყოველი მგზავრობისას. 
შემდეგი თაობის ტექნოლოგია

მულტიმედია და დაკავშირებადობა

ისიამოვნეთ ოპტიმიზებული აუდიო სისტემით, ნავიგაციითა და ონლაინ სერვისით. გამარტივებულ, 14 დუიმიან სენსორული მონიტორზე აისახება ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ, ხოლო 21 დინამიკიანი მარკ ლევინსონის პრემიალური აუდიო სისტემა უფრო მაღალი კომპლექტაციის მოდელებში უზრუნველყოფს შეუდარებელ ჟღერადობას. ბატარეის კონტროლი და დაგეგმილი დამუხტვა შესაძლებელია დისტანციურად, Lexus Link აპლიკაციის მეშვეობით. 
მძღოლზე მორგებული ინტერიერი

TAZUNA-ს სალონი

იაპონური სიტყვა Tazuna, რაც ნიშნავს „ცხენის სადავეებს“, RX-ის ინტერიერის ინტუიციურ და ინდივიდუალურ ხასიათს გამოხატავს. Tazuna-ს სალონს გააჩნია მძღოლზე მორგებული ფუნქციები, ისეთი როგორიცაა, იდეალურად განლაგებული 14 დუიმიანი სენსორული მონიტორი და ხელსაწყოები, რათა ყურადღების გაფანტვის ფაქტორები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მაქსიმალურად გაიზარდოს კონცენტრაციის დონე. მძღოლს აქვს იმის ფუფუნებაც, რომ 64 ფერთა პალიტრიდან აირჩიოს გარემომცველი განათების სასურველი ფერი. 
მოწინავე ელექტრიფიკაცია

ჰიბრიდული ძრავები

2.4 ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ძრავა იმუხტება მოძრაობისას, რათა მგზავრობა უფრო მოსახერხებელი იყოს. Plug-in ჰიბრიდული ძრავა ერთი ნაბიჯით წინაა ეკონომიურობის მხრივ, რაც განპირობებულია   კომბინირებული ციკლის რეჟიმში, სუფთა ელექტროენერგიით 65 კილომეტრის მანძილზე მოძრაობის შესაძლებლობით. ავტომობილი წარმოადგენს პირველ ტურბო ჰიბრიდს, რომელშიც ძალოვანი აგრეგატის Performance ჰიბრიდის მეშვეობით იზრდება მამოძრავებელი ძალა.

ხოლო Lexus-ის პირველი ტურბო ძრავიანი ჰიბრიდის, Performance Hybrid-ის შემთხვევაში კი გაზრდილია მამოძრავებელი ძალა.