მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
იყავით კონტაქტზე
loading content

LEXUS NX

შექმნილი თქვენი სიამოვნებისთვის

Lexus NX-ის ლუქს კლასის ქროსოვერი ყველას აღფრთოვანებას იწვევს. ამჟამად, ასევე ხელმისაწვდომია NX Overtrail მოდელი, მისი თამამი სტილით, დახვეწილი, გამორჩეული ცხაურით და ფართო დგომით, რაც ხაზგასმულია გლუვი უკანა მაშუქებით და 20 დუიმიანი დისკებით. Takumi-ს ოსტატობით შექმნილი სალონი აღჭურვილია 14 დუიმიანი HD სენსორული მონიტორით და ახალი ციფრული ხელსაწყოებით. NX 350h თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ან NX 450h+ Plug-In ჰიბრიდის მართვით, ელექტრიფიკაციის ახალი სტანდარტით ისიამოვნებთ.

  • გამაოგნებელი ლუქს კლასის ქროსოვერის დიზაინი

    Lexus NX parked within a structure

    NX-ის ძარა ლუქს კლასის დიზაინის ახალ სტანდარტს აწესებს, რომელიც ერთდროულად ელეგანტურიცაა და დინამიურიც.

  • შეიგრძენით ჰიბრიდული ელექტრიფიკაციის უპირატესობები

    Lexus NX parked in a rural setting at night

    მეოთხე თაობის NX 350h ჰიბრიდი ან NX 450h+ Plug-in ჰიბრიდი საოცრად მკვეთრი დინამიური მართვის უნარით გამოირჩევა.

  • LEXUS-ის მიერ საგანგებოდ ხელით შექმნილი

    The interior of a Lexus NX

    მძღოლზე ორიენტირებული Tazuna-ს სალონი გეხმარებათ კონცენტრირებული იყოთ გზაზე, ასევე ჩვენი Takumi სპეციალისტების ოსტატობაც შეიგრძნოთ.

  • მძღოლის უფრო დახვეწილი ინტერფეისი

    Lexus NX drivers cockpit

    ახალი ციფრული ხელსაწყოები და ფართო, 14 დუიმიანი Lexus Link-ის მულტიმედიური სენსორული ეკრანი ხაზს უსვამს ავტომობილის პროგრესულ იერსახეს.

  • პიონერული ელექტრიფიცირებული ჰიბრიდული ტექნოლოგია

    Lexus NX plugged into a Wallbox charger

    მე-4 თაობის NX 350h თვითდამუხტვადი ჰიბრიდი გთავაზობთ მეტ სიმძლავრეს და ეკონომიურობას, ხოლო NX 450h+ plug-in ჰიბრიდებისთვის ახალ სტანდარტს აწესებს.

  • გარშემორტყმული ნამდვილი ფუფუნებით

    A drivers perspective of a Lexus NX's interior

    NX-ის ინტერიერი იდეალური სივრცეა Mark Levinson®-ის 17 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემისთვის, ხოლო S-Flow კლიმატ-კონტროლი აძლიერებს კომფორტის შეგრძნებას.

  • იმგზავრეთ თავდაჯერებულად

    Lexus NX steering wheel

    უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + დამხმარე მძღოლის ყოლას ჰგავს.

Forced client side injection based on cached strategy

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=0323fb5f-9bfa-4c22-92ac-fb637f84c451&1=

"Lexus Electrified"-ის დიზაინის მომავალი

გამაოგნებელი იერი

NX-ის ექსტერიერი წარმოადგენს დინამიზმის, ინოვაციისა და თანამედროვე მოდის შერწყმას მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლის იერსახეც სცილდება წმინდა ესთეტიკას. ჩვენმა დიზაინერებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს Lexus-ის ინჟინრებთან, რათა შეექმნათ სტაბილური, აეროდინამიკურად ეფექტური ავტომობილი. სწორედ ეს არის "ფუნქციონალური სილამაზე". აღფრთოვანებას იწვევს უნიკალური "Tazuna"-ს სალონიც, სადაც ყველა ძირითადი ხელსაწყო მძღოლის გარშემოა განთავსებული, რაც კონტროლის შეგრძნებას უფრო აძლიერებს.

შექმნილი თქვენთვის
  1. მტკიცე დგომი
    1. თამამი განცხადება დიზაინზე
      უახლესი NX-ისთვის ახალი, მძლავრი იერსახის შესაქმნელად, ჩვენმა დიზაინერებმა შეიმუშავეს უფრო დინამიური ცხაური ინტეგრირებული ჩარჩოთი. წონის შემცირებასთან ერთად, დიზაინი ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიურ ხასიათს. ცხაურის შთამბეჭდავი ვერტიკალური დიზაინი, ქვედა ნაწილში სამმაგ ჭრილებთან ერთად, უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ გაგრილების ფუნქციას, ხოლო ძალზე თხელი ოთხმაგი შუქდიოდური მაშუქები Lexus-ის L-მოტივს მკაფიოდ გამოჰყოფს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. დიზაინის მკვეთრი და გლუვი მახასიათებლები
      შეხედეთ NX-ს გვერდიდან და დაინახავთ დიზაინში სიმკვეთრისა და ემოციური მიზიდულობის შერწყმას. ეს არის ახალი მიდგომა, რომელიც მოიცავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო "გემოვნებას" კარგად დაბალანსებული კომბინაციის სახით. NX-ის ზედაპირის დიზაინი აერთიანებს მკვეთრ კიდეებს გაფართოებულ, მოხრილ ზედაპირებთან და ქმნის მაღალი დონის ხარისხის შეგრძნებას, რომელსაც თან ახლავს თბილი, ემოციური გრძნობა. თვლების ბაზა გამოხატავს დაბალი სიმძიმის ცენტრს და შესანიშნავ ბალანსს 18” ან 20”-იანი დისკებით.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. ახალი გამაოგნებელი კუთხე
      NX-ის დიზაინერთა გუნდმა მნიშვნელოვნად განავითარა NX-ის პროპორციები და დიზაინის დინამიური შეგრძნება, რომელიც აერთიანებს მიმზიდველობასა და სიმკვეთრეს, ავტომობილის დახვეწილ ხასიათს კი ხაზს უსვამს მისი მაღალტექნოლოგიური უკანა იერი. წაგრძელებული შუქდიოდური განათების ზოლი ავტომობილის დიზაინის დამახასიათებელი ნიშანია. აქ მკვეთრი, მინიმალისტური ფორმა სიმარტივისა და სიზუსტის ეფექტს ქმნის, რასაც Lexus-ის ახალი გამორჩეული ემბლემაც აძლიერებს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4. თქვენი მაღალტექნოლოგიური აღმოჩენა
      განსაკუთრებულად სწრაფი და რეაგირებადი, დისტანციური მართვის მქონე საბარგულის კარი საკმაოდ კომფორტულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელები დაკავებული გაქვთ შენაძენებით. ხოლო როდესაც გასაღები გიდევთ ჯიბეში ან ჩანთაში, უბრალოდ ფეხი მოათავსეთ უკანა ბამპერის ქვეშ, რათა საბარგულის კარი გააღოთ ან დახუროთ ერთ წამში. იაპონური Shoji კარის მოხდენილობით შთაგონებული, NX-ის E-Latch კარის გაღების სისტემა საშუალებას გაძლევთ, ავტომობილის კარი ერთი მოძრაობით გააღოთ.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    5. გამორჩეული ალუმინის დისკები
      15 ქიმიანი, 18 დუიმიანი დისკები მუქი ნაცრისფერი მეტალიკის საფარით და დამუშავებული დეტალებით, NX-ს ნამდვილ ელეგანტურობას სძენს, ხოლო მუქი ნაცრისფერი მეტალიკის საფარი იდეალურად ავსებს ეფექტურ, 20 დუიმიან დისკებს. ლუქს კლასის სტანდარტულ მოდელებში, შთამბეჭდავი, მუქი ნაცრისფერი მეტალიკის საფარითა და დამუშავებული დეტალებით, ეს 20 ქიმიანი დისკები NX-ს უდავოდ გამორჩეულ იერს ანიჭებს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    6. The interior view of the Lexus NX cabin
  2. Takumi-ს მიერ გაფორმებული სალონი
    1. შექმნილი Takumi ოსტატების მიერ
      NX-ის ერგონომიული წინა სავარძლები გთავაზობთ მაღალი დონის საყრდენს, ასევე კომფორტს, როგორიცაა გათბობა და ვენტილაცია. წელის გარშემო სათანადო ერგონომიული საყრდენი ფუნქციის უზრუნველსაყოფად, სავარძლის გვერდებზე შეიქმნა ჩაზნექილი ფორმა. ეს ამცირებს იდაყვის კონტაქტს საჭის, გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ან კონსოლის სახურავის გამოყენებისას. მდიდრულ გადასაკრავ მასალაში იგრძნობა ადამიანის ხელის ოსტატობა: ხარისხი, რომელიც სალონის თითოეულ სანტიმეტრს ეტყობა, ჩვენი Takumi ოსტატების დამსახურებაა, რომელთა ხელოვნება სულ მცირე 15 წლის განმავლობაში იხვეწებოდა.
      აღმოაჩინეთ ოსტატობა
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. Lexus NX Multimedia display
      შეკვეთით დამზადებული Tazuna-ს სალონი
      NX-ის სალონი ჩვენი Tazuna-ს კონცეფციის თამამ განვითარებას გამოხატავს. ის აერთიანებს მძღოლის პოზიციას საჭესთან და საზომი ხელსაწყოების, მართვის საშუალებებისა და სენსორული ეკრანის ზუსტ განლაგებას, რათა შეიქმნას სივრცე, სადაც მხოლოდ მცირე მოძრაობები იქნება საჭირო. იდეა შთაგონებულია იაპონური სიტყვისგან (Tazuna-სადავეები), რომელსაც მხედარი ცხენის კონტროლისთვის იყენებს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Lexus NX drivers cockpit
      შექმნილი თქვენთვის
      ავტომობილში ოპტიმიზებულია საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულების და 14 დუიმიანი სენსორული ეკრანის განლაგება, ხოლო ხელსაწყოების პანელი დაწეულია უფრო ქვემოთ, რაც აუმჯობესებს წინ გზის ხილვადობას. ჩვენმა დიზაინერებმა ასევე შექმნეს სუფთა და მინიმალისტური იერი ნაკლები ორნამენტით, თუმცა გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის მასალები.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4. Lexus NX front interior
      ხელით შექმნილი საჭე
      მართვის გაუმჯობესებისთვის, Lexus-ის დიზაინერებმა Takumi ოსტატ მძღოლთან ერთად საფუძვლიანად დახვეწეს გარკვეული ელემენტები. სპორტული 3 ქიმიანი საჭის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განივ ჭრილზე, რათა მიეღწიათ საჭის გაუმჯობესებული სტაბილურობისა და მართვის საუცხოო შეგრძნებისთვის.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    5. A Lexus NX driving through a corner in the road
  3. აირჩიეთ თქვენი NX
    1. Lexus NX Comfort interior and exterior graphic
      NX COMFORT
      18" ალუმინის დისკები 15 ქიმით, დამუშავებული ზედაპირით, 235/60 R18 საბურავებით; L-ბადისებრი საფირმო ცხაური; ვერცხლისფერი სახურავის სადგამები; წინა მაშუქები: ერთი შუქდიოდური ავტომატური შორი განათების (AHB) ფუნქცია; ქსოვილის / Tahara-ს მოპირკეთება Micro Dot კარის ჩანართებით; 9.8 დიუმიანი სენსორული ეკრანით; 10 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. Lexus NX Business interior and exterior graphic
      NX BUSINESS
      18" ალუმინის დისკები 15 ქიმით, დამუშავებული ზედაპირით, 235/60 R18 საბურავებით; L-ბადისებრი საფირმო ცხაური; ვერცხლისფერი სახურავის სადგამები; წინა მაშუქები: ერთი შუქდიოდური ავტომატური შორი განათების (AHB) ფუნქცია; ქსოვილის / Tahara-ს მოპირკეთება Black Prism კარის ჩანართებით; 9.8 დიუმიანი სენსორული ეკრანით; 10 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Lexus NX Executive interior and exterior graphic
      NX EXECUTIVE
      20" ალუმინის დისკები 15 ორმაგი ქიმით, 235/50 R20 გაზრდილი მობილობის საბურავებით; L-ბადისებრი საფირმო ცხაური; ვერცხლისფერი სახურავის სადგამები; წინა მაშუქები: ოთხმაგი შუქდიოდური ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS); Tahara-ს მოპირკეთება კარის 3D შავი ჩანართებით; 14 დიუმიანი სენსორული ეკრანით; 10 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4. Lexus NX Luxury interior and exterior graphic
      NX LUXURY
      20" ალუმინის დისკები 20 ქიმით, დამუშავებული ზედაპირით, 235/50 R20 ზომის, გაზრდილი მობილობის საბურავებით; L-ბადისებრი საფირმო ცხაური; ვერცხლისფერი სახურავის სადგამები; წინა მაშუქები: ოთხმაგი შუქდიოდური ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS); ტყავის სალონი, შავი კაკლის კარის ჩანართებით; 14 დიუმიანი სენსორული ეკრანით; 17 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა Mark Levinson® PurePlay-ით.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    5. Lexus NX F Sport interior and exterior graphic
      NX F SPORT
      20" ალუმინის დისკები F Sport დიზაინით, 235/50 R20 ზომის, გაზრდილი მობილობის საბურავებით; F-ბადისებრი საფირმო ცხაური; სახურავის შავი სადგამები; წინა მაშუქები: ოთხმაგი შუქდიოდური ადაპტაციური შორი განათების სისტემით (AHS); F SPORT-ის ტყავის სალონი F ალუმინის კარის ჩანართებით; წინა სპორტული სავარძლები; 14 დუიმიანი სენსორული ეკრანით; 10 დინამიკიანი პრემიალური აუდიო სისტემა.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX

ჰიბრიდული ტექნოლოგია

რატომ არის ელექტრიფიკაცია მნიშვნელოვანი?

ჩვენ ვთვლით, რომ სათბურის აირების შესამცირებლად ავტომობილების ეფექტური ელექტრიფიკაცია აუცილებელია. 2005 წელს RX 400h-ის, მსოფლიოში პირველი ელექტრიფიცირებული ლუქს კლასის ავტომობილის გამოშვების შემდეგ, Lexus-მა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა თვითდამუხტვადი ჰიბრიდებისა და plug-in ჰიბრიდების ფართოდ გამოყენებისა და პოპულარიზაციისთვის. ჩვენი ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების გარდა, 2050 წლისთვის ვგეგმავთ Lexus-ის ყველა მწარმოებელი ქარხნიდან CO2-ის ემისიების კიდევ უფრო შემცირებასა და მათ მიერ წყლის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანას.

შექმნილი ხვალისთვის
  1. Omotenashi ტექნოლოგია
    1. Raised view of a parked Lexus NX
      იაპონური სტუმართმოყვარეობა
      ისიამოვნეთ ჩვენი უნიკალური, იაპონური სტუმართმოყვარეობის Omotenashi-ის პრინციპებით, რაც სტუმრის მოთხოვნილებების წინასწარ განსაზღვრას გულისხმობს და ეს Lexus-ის წამყვანი პრინციპია. ამაში დარწმუნდებით, როგორც ჩვენს საცალო მაღაზიებში, ასევე ჩვენი ავტომობილების ტექნოლოგიების გაცნობით. მაგალითად, ტემპერატურის დაყენების - ან საქარე მინის გალღობის ფუნქციები პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2.  A close-up of the Lexus NX steering wheel and dashboard
      მთელი ყურადღება მიმართული საპროექციო გამოსახულებისკენ
      ავტომობილის შესახებ მონაცემების პროეცირება ხდება პირდაპირ საქარე მინაზე. უფრო განიერი, 10 დუიმიანი საპროექციო გამოსახულება საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ნავიგაცია, უსაფრთხოების ფუნქციები, ინფორმაცია ავტომობილის შესახებ და აუდიო პარამეტრები ისე, რომ გზას თვალი არ მოაცილოთ. მისი მართვა ხორციელდება მარტივად, საჭეზე განლაგებული სენსორული გადამრთველების საშუალებით.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Rear view of a Lexus NX with boot open
      ელექტრული საბარგული უკონტაქტო გაღების ფუნქციით
      საბარგულის ელექტრული კარის სწრაფი და რეაგირებადი დისტანციური მართვა საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელები დაკავებული გაქვთ შენაძენებით. ხოლო, როდესაც გასაღები გიდევთ ჯიბეში ან ჩანთაში, საბარგულის გაღება ან დაკეტვა შესაძლებელია ფეხის მოძრაობით სენსორის წინ, რომელიც მოთავსებულია უკანა ბამპერის ქვეშ.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4. Side view of a parked Lexus NX
  2. საფლაგმანო ფუფუნება
    1. The front seats inside a Lexus NX F Sport
      ფუფუნების სამყარო
      ახალ NX-ში სავარძლების დიზაინი შეიცვალა, რათა გაუმჯობესებულიყო მართვადობა, საყრდენი, ასევე კომფორტი გათბობის და ვენტილაციის კუთხით. შესაბამისი ერგონომიული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, სავარძლების კიდეებს წელის მიდამოებში მიეცა შეზნექილი ფორმა, რაც ამცირებს იდაყვის კონტაქტს საჭის მართვის, სიჩქარეების გადართვის ან კონსოლის სათავსოს გამოყენების დროს. და ბოლოს, სავარძლების კიდეების სიმაღლე ისევ დაბალი დარჩა, რათა ავტომობილში ჩაჯდომა და გადმოსვლა ადვილი ყოფილიყო.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. Front three-quarter angle of a Lexus NX driving on a road
      მშვიდი პროგრესი
      სალონში თავის კლასში საუკეთესო ხმის იზოლაციის დონის მისაღწევად, საქარე მინისთვის გამოყენებულია აკუსტიკური მინა. კარის სხმულები და ხუფის ორმაგი საკეტის სისტემა კიდევ უფრო უწყობს ხელს შემაწუხებელი ხმაურის შემცირებას, ხოლო თვლის თაღის ქვესადები მინიმუმამდე ამცირებს შხეფების ხმას.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Mark Levinson® Premium speaker within a Lexus NX
      პირველი კლასის მგზავრობა
      NX-ის ინტერიერის კომფორტი და სივრცე ბიზნეს ლაუნჯის განუმეორებელ შეგრძნებას ქმნის, რომელსაც იდეალურად ერგება Mark Levinson®-ის 17-დინამიკიან პრემიალურ აუდიო სისტემას. NX-ის აკუსტიკური თვისებების გამოყენებით, ეს სისტემა თქვენს ავტომობილში სახლის კინოთეატრის ეფექტს ქმნის, ხოლო S-Flow კლიმატ-კონტროლის მეშვეობით თქვენს მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4. Digital Panoramic View Monitor within a Lexus NX
      ქალაქის ხედი
      ციფრული პანორამული ხედვის მონიტორი უზრუნველყოფს ავტომობილის გარშემო და ქვეშ 360°-იან ხედს. ის ასევე წარმოქმნის თქვენი NX-ის 3D გამოსახულებას, რომელიც აჩვენებს ავტომობილს ისე, თითქოს ზემოდან ჩანდეს. ეკრანზე მითითებები კი ხელს უწყობს ახლო მანძილზე მანევრირებას და გთავაზობთ შემდეგ ფუნქციებს: გვერდითი კლირენსის ხედი; მოსახვევის ხედი; წინა გადამკვეთის მოძრაობი გაფრთხილება; შეჯახების პრევენციის სისტემა და პარკირების დამხმარე მუხრუჭები.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    5.  A person using the Lexus Link+ app
  3. Lexus Link +
    1. Apple CarPlay® being displayed on a Lexus NX's multimedia touchscreen
      ციფრული აბორიგენების მისალმება
      Android Auto®-ს ან Apple CarPlay®-ს - ორივე უსადენო - საშუალებით NX საშუალებას გაძლევთ მარტივად ისარგებლოთ თქვენი სმარტფონის არაერთი აპლიკაციით 14 დუიმიან სენსორულ ეკრანზე. ხელმისაწვდომია უსადენო დამტენი პანელი, რომელიც 50%-ით უფრო სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს. სალონში განთავსებულია ხუთი USB პორტი, სამი წინ და ორი ცენტრალური კონსოლის უკანა მხარეს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. A navigation map being displayed on a Lexus NX's multimedia touchscreen
      სუპერ-ინტუიციური 14 დუიმიანი სენსორული ეკრანი
      Lexus Link მულტიმედია სწრაფი და ინტუიციურია, შესანიშნავი გარჩევადობის მქონე ფართო, 14 დიუმიან სენსორულ ეკრანზე. ჩაშენებული ნავიგაციის გამოყენებით, Lexus Link Pro იყენებს ინტეგრირებულ ნავიგაციას და წარმოადგენს პირველ სისტემას ღრუბლოვანი ნავიგაციით, რომელიც რეგულარულად ანახლებს რუკებს და საგზაო მოძრაობის შესახებ მონაცემებს. დაკავშირებული სერვისებისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ხდება უწყვეტად ტექნოლოგიის "Over The Air" (OTA) მეშვეობით.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Lexus Voice Assistant on a Lexus NX's multimedia touchscreen
      ფუნქცია "Hey Lexus"
      ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგია ფუნქციონირებენ ერთად, უკონტაქტო Lexus-ის ხმოვანი ასისტენტის სისტემის ფარგლებში. მოწინავე ხმოვან ასისტენტს "Hey Lexus" ესმის ბუნებრივი ენა და ისეთი ფრაზების კონტექსტი, როგორიცაა "მშია" ან "მცივა" და შეუძლია ამოიცნოს წინ მჯდომი რომელი მგზავრი საუბრობს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Lexus-ის ხმოვანი ასისტენტი ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა ფანჯრის გაღება.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    4.  A person using the Lexus Link+ App
      Lexus Link-ის დაკავშირებული სერვისები
      მოგესალმებათ Lexus Link+ აპლიკაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენი უნიკალური „Omotenashi“ სერვისის შესავსებად ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა: "მართვის ანალიტიკა", რომელიც აკონტროლებს თქვენს მგზავრობებს და საშუალებას გაძლევთ ჩაიწეროთ საქმიანი მოგზაურობები; "ჩემი ავტომობილის პოვნა": პოულობს და გითითებთ თქვენს Lexus-თან უკან დასაბრუნებელ გზას; "eCare": საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი NX-ის სერვისი და ტექნიკური მომსახურება; "გამაფრთხილებელი მაშუქები": განგიმარტავთ თითოეული გამაფრთხილებელი მაშუქის მნიშვნელობას.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    5. A raised view of a parked Lexus NX
      დისტანციური პარკირება ავტომობილის მიღმა
      Lexus Link+ აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ პარკირება ავტომობილის გარედან განახორციელოთ. კამერებისა და სენსორების დახმარებით, სივრცის შესაფასებლად ტექნოლოგია ავტომატურად ახდენს საჭის, დამუხრუჭებისა და აჩქარების კონტროლს, რათა ავტომობილის პარალელური და პერპენდიკულარული პარკირების სივრცეებში შესვლა და გამოსვლა წარმართოს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    6. A Lexus NX driving next to a bicycle
  4. უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +
    1. Lexus Proactive Driving Assist graphic
      უფრო უსაფრთხო ვიდრე ოდესმე
      NX აღჭურვილია Lexus-ის ახალი თაობის უსაფრთხოების სისტემა + -ით, რომელიც გთავაზობთ დაცვის აქამდე უპრეცედენტო დონეს. მაგალითად, პროაქტიული მართვის დამხმარე სისტემას. Lexus პირველი მოდელია, რომელიც იყენებს დაბრკოლებების ამოცნობის დამხმარე სისტემას, შენელების დამხმარე სისტემას და საჭის მართვის დამხმარე სისტემას, რათა თქვენი მართვა კიდევ უფრო უსაფრთხო გახადოს. ეს ფუნქციები ემატება შეჯახების პრევენციის გაუმჯობესებელ სისტემას, რომელსაც შეუძლია მოტოციკლების აღმოჩენა დღისით, ხოლო ველოსიპედების/ქვეითთა აღმოჩენა ღამითაც კი.
      უფრო მეტი Lexus-ის უსაფრთხოების შესახებ
      შექმენით თქვენი Lexus NX
    2. Lexus Dynamic Radar Cruise Control graphic
      დინამიკური რადარი კრუიზ-კონტროლით
      ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება NX. როცა ის ანახლებს მოძრაობას, თქვენი ავტომობილიც განაგრძობს სვლას. სისტემა სწრაფად ამოიცნობს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გზას გიჭრიან და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად მოსახვევებში ავტომობილის სათანადო ხაზში მოძრაობას უზრუნველყოფს.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX
    3. Lane Change Assistance (LCA) graphic
      გაფართოებული უსაფრთხოების პაკეტი
      Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა +-თან ერთად, NX-ს გააჩნია დამატებითი გაფართოებული უსაფრთხოების პაკეტი. ეს მოიცავს ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემას (LCA), რომელიც მძღოლის მიერ გააქტიურების შემდეგ უზრუნველყოფს ავტომობილის ავტომატურ მართვას ავტომაგისტრალზე ზოლის შეცვლის შემთხვევაში, ხოლო წინა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა ახორციელებს რადარით მონიტორინგს მძღოლის გაფრთხილების მიზნით, თუ რომელიმე მხრიდან ავტომობილს სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება.
      ჩაეწერეთ NX-ის ტესტ-დრაივზე
      შექმენით თქვენი Lexus NX

ხშირად დასმული კითხვები

  1. ყველა

ევროპულ ბაზრებზე დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ზოგიერთი ბაზარი გთავაზობთ უფასო დაჯავშნას, ზოგი კი მცირე დასაბრუნებელ საკომისიოს მოითხოვს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები საორიენტაციოა და შეიძლება შეიცვალოს მიწოდებამდე ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო, როგორიცაა გაზრდილი გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები და ა.შ.

NX იწარმოება იაპონიაში, ჩვენს კიუშუს ქარხანაში, ფუფუნების მხრივ ნებისმიერი კომპრომისის გარეშე.

დიახ. Plug-in ჰიბრიდი და თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

სრულიად ელექტრული დაბალ სიჩქარეებზე

ავტომობილის დაძვრისას და დაბალ სიჩქარეებზე, მძლავრი წინა ელექტროძრავა (და უკანა ელექტროძრავა სრულამძრავიან მოდელებზე) NX 350h-ს ელემენტიდან მოწოდებული ელექტროენერგიით ავტომობილი მოქმედებაში მოჰყავს. ამგვარად, შესაძლებლობა გეძლევათ მოკლე მანძილებზე თითქმის უხმაუროდ და 100%-ით ელექტრულ რეჟიმში გადაადგილდეთ.

 

თითქმის უხმაურო საკრუიზო სიჩქარეები

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდები უხმაურო და სასიამოვნო სამართავია. მაღალ სიჩქარეებზე, 2.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავა უხმაუროდ ერთვება და საჭიროების შემთხვევაში ელექტროძრავ(ების)ის მხარდაჭერასაც იღებს. ოპტიმალური სიჩქარით მუშაობისას, ჭარბი სიმძლავრე შეიძლება გამოყენებულ იქნას ელემენტის დასამუხტად. გამონაბოლქვის დაბალი დონისა და საწვავის ეკონომიურ მოხმარებასთან ერთად, ბენზინისა და ელექტროენერგიის მოხმარების ეს თითქმის იდეალური განაწილება ასევე უზრუნველყოფს მართვით მიღებულ სიამოვნებას, რაც სწორედ NX 350h-ისთვის არის დამახასიათებელი.

 

სწრაფი წირითი აჩქარება

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდების მართვა სახალისოა. ძლიერად აჩქარებისას, ელექტროძრავ(ების)ის სიმძლავრე მყისიერად ემატება NX-ის 2.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავას. ერთად ისინი წარმოქმნიან ძლიერ ბრუნს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წირით აჩქარებას ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 

რეგენერაციული დამუხრუჭება, დენში ჩართვის გარეშე

შენელების, ინერციით მოძრაობის ან გაჩერების დროს, ბენზინის ძრავა ხშირად ჩუმად ითიშება. დამუხრუჭებისას ან როდესაც ფეხს სატერფულიდან იღებთ, რეგენერაციული დამუხრუჭება იყენებს ავტომობილის კინეტიკურ ენერგიას ( ჩვეულებრივ ავტომობილებში ის იკარგება). NX 350h გარდაქმნის ამ ენერგიას ელექტროენერგიად ჰიბრიდულ ელემენტში შესანახად, მაღალი სიჩქარით მართვის დროს გენერირებულ ენერგიასთან ერთად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართვა არასოდეს დასჭირდება.

"ჩვენი Lexus Plug-In ჰიბრიდის ძრავის სისტემა აერთიანებს Lexus-ის მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის* და Lexus-ის ელექტრომობილის (EV) ტექნოლოგიის უპირატესობებს. NX 450h+-ის ""Plus"" სახელწოდებაში იგულისხმება ავტომობილის ზემძლავრი ლითიუმ-იონური ელემენტი და სვლის გამორჩეული მანძილი ელექტრულ რეჟიმში. ჩვეულებრივი plug-in-ისგან განსხვავებით, როდესაც ელემენტი დაცლილია, Lexus RX 450h+-ზე ის გადადის Lexus-ის მაღალეფექტურ თვითდამუხტვად ჰიბრიდულ რეჟიმზე, რა დროსაც ელემენტის დამუხტვა ხდება მართვისას.

 

სვლის მანძილი ელექტრულ რეჟიმში

NX 450h+-ის ოთხი რეჟიმის სელექტორი უზრუნველყოფს, რომ თქვენი მგზავრობა ყოველთვის მშვიდი და სახალისო იყოს. EV-ის საბაზისო პარამეტრი მაქსიმალურად ზრდის ელემენტის გამოყენებას, რაც საშუალებას გაძლევთ გაიაროთ მანძილი 74 კმ**-მდე (კომბინირებული ციკლი, ქალაქში 97 კმ**-მდე). გაუმჯობესებული 18.1 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ელემენტით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თითქმის უხმაურო და მთლიანად ელექტრულ რეჟიმში მართვით 135 კმ/სთ-მდე.

 

აჩქარება მოთხოვნისამებრ

ავტომატურ ელექტრულ/ჰიბრიდულ რეჟიმში და იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერად დააწვებით აქსელერატორის სატერფულს, მძლავრი ბენზინის ძრავა ამოქმედდება და უზრუნველყოფს სწრაფ წირით აჩქარებას ზუსტად მაშინ, როცა ეს დაგჭირდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, 100 კმ/სთ სიჩქარე სულ რაღაც 6.3 წამში განავითაროთ.

 

დამუხტვა გზაში

თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ბატარეის დამუხტვა, მაგალითად, ნულოვანი გამონაბოლქვის ზონაში შესასვლელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ელემენტის დამუხტვის რეჟიმი.

 

2.5 მილიონი ჰიბრიდიდან მიღებული გამოცდილება 

ჩვენი მე-4 თაობის Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით სარგებლობის შემთხვევაში, თუ ბატარეის დამუხტვის დონე დაეცემა ელექტრული რეჟიმის ან ავტომატური ელექტრულ/ჰიბრიდული რეჟიმის დროს, სისტემა გადავა ზე-ეფექტურ ჰიბრიდულ რეჟიმზე, რაც საშუალებას მოგცემთ კვლავ ისიამოვნოთ ავტომობილის სრული სიმძლავრით.

 

შეაერთეთ სახლში ან გარეთ

ელექტრომობილის მაქსიმალური სვლის მანძილის და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დანუხტეთ თქვენი Lexus სახლის დასამუხტ სადგურზე ან საჯარო დასამუხტ პუნქტში. Lexus Link+ აპლიკაცია გაჩვენებთ მდებარეობას, ხელმისაწვდომობას და კილომეტრის ღირებულებასაც კი ევროპის მასშტაბით არსებულ დასამუხტ სადგურებზე. 

 

* WLTP (მსოფლიოს მასშტაბით ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილის ტესტირების პროცედურა) მაჩვენებლები. ახალი WLTP ტესტირების მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.lexus.eu/wltp#nedc

 

** WLTP და სვლის მარაგი

WLTP არის ოფიციალური ტესტი, რომელიც ტარდება ლაბორატორიულ პირობებში (23°C, კლიმატ-კონტროლი გამორთული, შასის დინამომეტრზე), რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეადარონ სხვადასხვა BEV (ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი) მოდელები ერთი და იგივე კრიტერიუმების საფუძველზე. ყველა BEV განსხვავდება WTLP-სა და რეალურ სვლის მარაგს შორის.  

მიუხედავად იმისა, რომ WLTP მაჩვენებლები სტანდარტულია, წარმოდგენილი სვლის მარაგი და ეფექტურობა განსხვავდება ინდივიდუალური ფაქტორებიდან გამომდინარე დაამ ფაქტორების გაანალიზება მომხმარებელს თავისი ატომობილის სრულად შეფასებაში დაეხმარება."

 

NX Overtrail ყურადღების ცენტრში ექცევა ყველგან. ავტომობილს გააჩნია საგანგებოდ შექმნილი დაკიდების სისტემა 15 მმ-ით გაზრდილი კლირენსით. ის ხელმისაწვდომია 7 საოცარ ფერში, მათ შორისაა ექსკლუზიური ფერი Moon Desert. Overtrail-ს აქვს გამორჩეული 18 დუიმიანი გლუვი შავი ფერის დისკები, ყველგანმავალი საბურავებით. თამამი შავი წინა ცხაური უჟანგავი ფოლადის გაფორმებით, შავი გარეთა სარკეები და სახურავის სადგამები ავტომობილის იერსახეს ავსებს. სალონში დაგხვდებათ Takumi-ს დამზადებული ხაკისფერი Tahara-ს სალონი და Bookmatch Woodgrain-ის მოპირკეთება.

ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი Lexus-ის ჰიბრიდის მართვა და ფლობა სასიამოვნო იყოს. დღეს ევროპის გზებზე 500 000-ზე მეტი Lexus-ის ჰიბრიდი დადის, რომლებიც იაპონიაში, სპეციალურ ულტრათანამედროვე საწარმოო ქარხნებში, მკაცრი ხარისხის სტანდარტებით იქმნება. ეს კი მთელ მსოფლიოში Lexus-ის ჰიბრიდების საიმედოობას განაპირობებს. დახვეწილობის გარდა, აღსანიშნავია ავტომობილის ექსპლუატაციის დაბალი ხარჯები, არა მხოლოდ საწვავის კუთხით, არამედ მუხრუჭებზე, საბურავებსა და სხვა კომპონენტებზე შემცირებული ხარჯებით, რაც მისი რეგენერაციული დამუხრუჭებისა და მოწინავე სიმძლავრის კონტროლის სისტემების დამსახურებაა.

Lexus NX საშუალო ზომის ლუქს კლასის ქროსოვერია. NX-ს გააჩნია 2,690 მმ თვლების ბაზა. მისი სიგრძეა 4,660 მმ, სიგანე 1,865 მმ, ხოლო სიმაღლე 1,670 მმ. სალონი ასევე საკმაოდ ტევადია. NX მოდელებისთვის შემუშავებული და უკანა სავარძლების ქვეშ დამონტაჟებული, მისი მაღალი ხარისხის ლითიუმ-იონური ელემენტები განაპირობებს როგორც ფართო ინტერიერს, ასევე მართვის საუცხოო მაჩვენებლებს.

დიახ. NX აღჭურვილია უახლესი Lexus Link Connect სისტემით, რომელიც მუშაობს 14 დუიმიანი სენსორული ეკრანით და მოიცავს ხმოვან ასისტენტს "Hey Lexus".

დიახ. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი სმარტფონი Apple CarPlay-ს უსადენო ან სადენიანი კავშირის გამოყენებით.

დიახ. სმარტფონის ინტეგრაცია შესაძლებელია Android Auto-სთვის სადენიანი კავშირის გამოყენებით.

NX ხელმისაწვდომია როგორც NX 450h+ Lexus Plug-In ჰიბრიდის ან NX 350h Lexus თვითდამუხტვადი ჰიბრიდის სახით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ COMFORT, BUSINESS, EXECUTIVE, NX LUXURY, OVERTRAIL და F SPORT კომპლექტაციები.

Lexus-მა RX 400h თვითდამუხტვადი ჰიბრიდი 2005 წელს გამოუშვა, რითაც ლუქს კლასის ავტომობილების ბაზარზე ელექტრიფიცირებული ავტომობილების შემოსვლას ჩაეყარა საფუძველი. სამი ათწლეულისა და 2.8 მილიონი Lexus-ის ჰიბრიდული ავტომობილის შემდეგ, დღესდღეობით ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების სტილის გამდიდრებას ელექტრიფიცირებული მოდელების სრული სერიით.
*WLTP (მსოფლიოს მასშტაბით ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილის ტესტირების პროცედურა) მონაცემები. ახალი WLTP ტესტირების მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://www.lexus.eu/legal/wltp