მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი
მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, მაღალეფექტური 2.5 ლიტრიანი ატკინსონის ციკლის ძრავითა და მძლავრი ელექტროძრავით აღჭურვილი ES 300h ავითარებს 218 DIN ც.ძ. სიმძლავრეს ან 160 კვტ-ს. საწვავის მოხმარება შეადგენს 5.1 ლ-ს/100 კმ-ზე. იქიდან გამომდინარე, რომ ES 300h დროის დიდ ნაწილს ელექტრულ რეჟიმში მოძრაობს, CO2-ის ემისიების დონე ჩვეულებრივ სედანებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია (115 გ/კმ).
* CO₂-ის ემისიების მაჩვენებლები ეფუძნება სტანდარტიზებულ ლაბორატორიულ ტესტირებას (მაგ. WLTP) და წარმოდგენილია შედარების მიზნით. ემისიების ფაქტობრივი მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს მართვის რეალურ პირობებში ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა: მართვის სტილი, სიჩქარე, ტვირთი, გზის და ამინდის პირობები, საბურავების მდგომარეობა და წნევა, ასევე ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა.