1. Lexus retailers reopening
იყავით კონტაქტზე

ვიზიტი LEXUS-ის ცენტრში

ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრებას

 

ჩვენ ვიღებთ COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევას და ხელისუფლების რეკომენდაციების გათვალისწინებით ვხსნით ჩვენს ცენტრს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო და ამავე დროს შევთავაზოთ გასაოცარი გამოცდილება, ყველას ვისაც სურს დაათვალიეროს, გამოცადოს ან შეიძინოს ჩვენი მოდელები ან კიდევ მიიღოს ლექსუსის ავტომობილების სერვისის მომსახურება.

თბილი და უსაფრთხო დახვედრა

ლექსუს თბილისის ცენტრი გახსნილია და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დღეს არის შევქმნათ ყველასთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო. ამიტომაც, ჩვენ დავნერგეთ უსაფრთხოების განახლებული ზომები თქვენი და ასევე ჩვენი თანამშრომლების დასაცავად.

ვიზიტების დაგეგმვა ხდება ისე, რომ არიდებულ იქნეს ერთ სივრცეში ხალხმრავლობა, ხოლო როცა ჩვენთან მობრძანდებით, შესასვლელთან სოციალური დისტანციის დაცვით დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც შემდგომ დახმარებასაც გაგიწევთ.

ტესტ-დრაივები ჩატარდება Lexus-ის გაყიდვების განყოფილების პერსონალის დასწრებით უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ავტომობილისა და გასაღების საგანგებო დასუფთავებით და სადეზინფექციო დამუშავებით.

ხელის ანტიბაქტერიული გელი (საშუალებები) ხელმისაწვდომია საგამოფენო დარბაზებსა და შემოსასვლელებში. ჩვენ რეგულარულად ვახდენთ ყველა ხშირად შეხებადი ზედაპირის სანიტარულ დამუშავებას. თითოეული ავტომობილისთვის, რომელსაც ვუტარებთ სერვისს, გამოიყენება სავარძლების ერთჯერადი საფარი. თუკი თქვენთვისაც მოსახერხებელია, ჩვენ ვამჯობინებთ ანაზღაურების უკონტაქტო ფორმას, ხოლო ყოველი ქვითარი მიწოდებული იქნება ელექტრონული ფორმით.

ჩვენი პერსონალი იყენებს დაცვის შესაბამის ინდივიდუალურ საშუალებებს, მათ შორის ახალ ხელთათმანებს თითოეულ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის. სპეციალური დამცავი ფარი გამოიყენება საჭიროებისამებრ, დამატებითი დაცვისთვის. ჩვენ რეგულარულად ვუმოწმებთ თანამშრომლებს ტემპერატურას, რათა თქვენი ვიზიტის დროს იყოთ მშვიდად.

როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ თქვენი ვიზიტისას

  • სოციალური დისტანცირება

    მიჰყევით ისრიან მაჩვენებლებს და შეინარჩუნეთ სულ მცირე 2 მეტრიანი დისტანცია.

  • იყავით უსაფრთხოდ

    ეცადეთ არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს. თუ აღგენიშნებათ COVID-19-ის სიმპტომები, გთხოვთ არ შემოხვიდეთ ჩვენს საგამოფენო დარბაზში.

  • უსაფრთხო წვდომა

    უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ჩვენი ავტომობილები იქნება ჩაკეტილი, ამიტომ დახმარებისთვის გთხოვთ მიმართოთ ჩვენს თანამშრომელს.