პიონერები ელექტრიფიცირებაში
ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგია
30 წლის წინ, რაც ლუქს კლასის სედანის გამოშვება დავიწყეთ, Lexus გახდა გამორჩეული დიზაინის, ხარისხისა და ოსტატობის სინონიმი. და ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე ვართ პიონერი და ლიდერი ლუქს კლასის ავტომობილის ელექტროფიცირების სფეროში.
15 წელზე მეტია Lexus ქმნის უმაღლესის კლასის ტექნოლოგიას, რათა ხელი შეუწყოს გამოცდილების ზრდას და საზოგადოების კეთილდღეობას. ელექტროფიცირების სფეროში ლიდერობის გარდა, მის სახელს უკავშირდება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ორსაფეხურიანი რედუქტორი და მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა, რამაც დაამკვიდრა სტანდარტი სრულად ელექტროფიცირებული მომავლისთვის.
TAKUMI ოსტატები
ჩვენი ელექტროფიცირებული ავტომობილების ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიები ერწყმის ჩვენს Takumi სპეციალისტების ოსტატობას. დეტალებისადმი ყურადღება შეიმჩნევა ყველაფერში - მშვენიერი, ხელით შეღებილი ნიმუშებიდან დაწყებული და ელექტრული კომპონენტებით დამთავრებული.
თქვენი ამაღელვებელი მოგზაურობა დაიწყება კომფორტული ხელით შეკერილი ტყავის სავარძლებიდან, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია "sashiko"-ს - ტრადიციული იაპონური კერვის მეთოდის მიერ, რაც გადასაკრავ მასალას სძენს გამძლეობას და გამორჩეულ სტილს.
ბოლოს, ვიდრე ავტომობილი მოვა თქვენამდე, ის გაივლის რიგ შემოწმებებს მის სრულყოფილებამდე. ელექტროფიცირებული ეპოქა გთავაზობთ მუდმივ ხარისხს.
კონცეპტუალური ავტომობილი LF-30
მიღწეულით თვითკმაყოფილება და ერთ ადგილზე გაჩერება ჩვენთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ, ახლახან, შევქმენით LF-30 კონცეპტუალური ავტომობილი. სიამოვნების ტრანსფორმაციისთვის შექმნილი ავტომობილი, გთავაზობთ მძღოლზე მორგებულ კონტროლის სისტემას და სალონის აქტიურ, ლუქს კლასის კომფორტულ გარემოს, ასევე ფუტურისტულ ექსტერიერს. მის თვლებში განლაგებული ოთხი ელექტრომოტორი, საჭის ელექტრული მართვის სისტემა და Lexus-ის პოზიციის კონტროლის მოწინავე სისტემა, მძღოლს შეუდარებელ მართვის გამოცდილებას ჰპირდება. ეს არის ელექტროფიკაციის სფეროში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილების შედეგი.
ინოვაციური ინტერიერი იყენებს ავტონომიურ ტექნოლოგიებს და პოზიციის კონტროლის ახალ, მოწინავე სისტემას, რაც ზრდის მართვით მიღებულ სიამოვნებას. შემდეგი თაობის ინტერფეისი მოიცავს ჟესტებით მართვას და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების რეალისტურ ტექნოლოგიას. გვერდითი ფანჯრების გაუმჭვირვალობის დონე რეგულირდება მარტივად, რაც უზრუნველყოფს გარემომცველი პეიზაჟების ფართო ხედვას ან განმარტოებას, როდესაც გსურთ დარჩეთ მხოლოდ თქვენ და თქვენი ავტომობილი.