მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
იყავით კონტაქტზე
Lexus-ის ახალი ამბები

Lexus აცხადებს ATP ტურთან მრავალწლიანი პარტნიორობი

Lexus აცხადებს, რომ იწყებს სამწლიან პარტნიორობას ATP - კაცთა პროფესიონალური ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციასთან, რომელსაც მთელ ევროპაში ფართო წარმომადგენლობა გააჩნია.

  • Lexus იქნება ATP ტურის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი და პრემიუმ პარტნიორი 2028 წლამდე 
  • ასევე, Nitto ATP ფინალური თამაშების, სეზონის ფინალის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი და პრემიუმ პარტნიორი, რომელიც ტურინში, იტალიაში ჩატარდება და Rolex Paris Masters-ის პარტნიორიც 
  • Lexus ასევე გახდება ATP Head2Head ტურნირის პარტნიორი, რაც ხელს შეუწყობს გულშემატკივრების ჩართულობის გაზრდას როგორც სპორტში, ისე Lexus-ის ბრენდთან მიმართებაში 
  • საერთო ჯამში, Lexus ევროპაში 20 ATP და WTA (ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის) ტურნირის პარტნიორად გვევლინება

Lexus-ის დღევანდელი განცხადებით, ის გააგრძელებს ATP ტურთან თანამშრომლობას კაცთა საერთაშორისო, პროფესიონალური ჩოგბურთის ტურნირების პარტნიორის სახით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში. 2026 წლიდან 2028 წლამდე ბრენდი კვლავ დარჩება ATP ტურის ოფიციალურ საავტომობილო და პრემიუმ პარტნიორად, იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რასაც საფუძველი 2023 წელს ჩაეყარა.  

ინოვაციური სულისკვეთებით შთაგონებულ Lexus-ს, თავისი უნიკალური ხედვა ჩოგბურთის სამყაროშიც შემოაქვს, სადაც ემოცია, დახვეწილობა და ოსტატობა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ეს პარტნიორობა ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე მეტად აფასებენ: დახვეწილი შესრულება, ინდივიდუალური არჩევანი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ - როგორც გზებზე, ასევე კორტებზეც.

ანდრე შმიდტმა, Lexus ევროპის ხელმძღვანელმა განაცხადა: „Lexus-ის პარტნიორობა ATP ტურთან ასახავს ჩვენს ერთობლივ მისწრაფებას სრულყოფილებისა და სიზუსტისკენ - ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენი ბრენდი იზიარებს. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს მეშვეობით გთავაზობთ არჩევანის ფართო სპექტრს, რომელიც ლუქს კლასის ფუფუნებას თქვენს პერსონალურ გამოცდილებად აქცევს და ასევე, იდეალურად შეესაბამება მსოფლიო დონის ჩოგბურთის სამყაროს სულისკვეთებას.“

ენო პოლომ, ATP ტურის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის სიტყვაში აღნიშნა: „Lexus არის პარტნიორი, რომელიც ჩვენი ტურის პრესტიჟს ამაღლებს. თანამშრომლობის დაწყების დღიდან, ბრენდმა დაგვიმტკიცა თავისი ერთგულება მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ჩვენი მოთამაშეებისა და პერსონალის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, რაც თავის მხრივ აძლიერებს ჩვენს ძალისხმევას ATP Serves-ის მეშვეობით. სწორედ ასეთი მიზანმიმართული მიდგომის წყალობით ჩვენი პარტნიორობა ხდება გამორჩეული და ვამაყობთ იმითაც, რომ კვლავაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას.“

Lexus-ის ბრენდი მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირებთან, თავადაც ისწრაფვის სრულყოფილებისა და გამარჯვებებისკენ, რაც ეფუძნება ყურადღებას დეტალების მიმართ და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას.  

Lexus ასევე ადასტურებს, რომ ის იქნება Nitto ATP საფინალო თამაშების ოფიციალური საავტომობილო და პრემიუმ პარტნიორი, სადაც კაცთა შორის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში რვა საუკეთესო მოთამაშე ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდება.

Lexus ძირითად როლს ასრულებს Rolex Paris Masters-ის ტურნირზე - ის წარმოდგენილია ტურნირის ოფიციალური ავტომობილის სახით, რითაც აძლიერებს საკუთარ გავლენას ATP ტურის ფარგლებში და კვლავ ადასტურებს, რომ მზადაა მსოფლიო დონის საჩოგბურთო ღონისძიებების მხარდაჭერა განაგრძოს.  

Lexus გააგრძელებს გულშემატკივართა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას ჩოგბურთთან და საკუთარ ბრენდთან მიმართებაში, ასევე  ATP Head2Head ონლაინ სერიების პარტნიორადაც დარჩება, რომლის ფარგლებშიც ჩოგბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს კორტებს მიღმა, სხვადასხვა სახალისო სპორტულ ასპარეზობებში ეჯიბრებიან.  

Lexus გააგრძელებს ელექტრული ავტომობილების მიწოდებას მისი სპონსორობით გამართულ ღონისძიებებზე მოთამაშეების, ოფიციალური პირებისა და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით. თვითდამუხტვადი ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მოდელებით, ბრენდის ლიდერობა ელექტრიფიკაციის სფეროში შეესაბამება ATP ტურის მდგრადი განვითარების ამბიციებს ATP Serves-ის და UN Sports for Climate Action (გაეროს სპორტი-კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ქმედებების) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია 2040 წლისთვის ნულოვანი ემისიების დონის მიღწევა.  

პარტნიორობა გულისხმობს Lexus-ის მიერ 2026 წლის განმავლობაში ATP ტურის ტურნირების სპონსორობას ქვემოთ ჩამოთვლილ ადგილებში. Lexus ასევე გააგრძელებს WTA-სა და ATP Challenger ტურის რამდენიმე ღონისძიების მხარდაჭერას LTA-სთან თანამშრომლობის გზით.

ტურნირი ადგილმდებარეობა
ATP 250 ოქსიტანიის ღია ტურნირი მონპელიე, საფრანგეთი
WTA 500 ლინცის ქალთა ტურნირი ლინცი, ავსტრია
ATP 500 ABN AMRO-ის ღია ტურნირი როტერდამი, ნიდერლანდები
ATP 500 ბარსელონას ბანკ საბადელას ღია ტურნირი ბარსელონა, ესპანეთი
ATP 500 ჰამბურგის ღია ტურნირი ჰამბურგი, გერმანია
WTA 125 Lexus ბირმინგემის ღია ტურნირი ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
ATP Challenger Lexus ბირმინგემის ღია ტურნირი ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
WTA 125 Lexus ილკლის ღია ტურნირი ილკლი, დიდი ბრიტანეთი
ATP Challenger ილკლის ღუა ტურნირი ილკლი, დიდი ბრიტანეთი
WTA 500 HSBC ჩემპიონატები ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
WTA 250 Lexus ნოტინგემის ღია ტურნირი ნოტიგემი, დიდი ბრიტანეთი
ATP Challenger Lexus ნოტინგემის ღია ტურნირი ნოტიგემი, დიდი ბრიტანეთი
ATP 500 HSBC ჩემპიონატი (დედოფლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ATP 250 Lexus ისთბურნის – Rothesay International-ის ტურნირი ისტბორნი, დიდი ბრიტანეთი
WTA 250 Lexus ისთბურნის ღია ტურნირი ისტბორნი, დიდი ბრიტანეთი
WTA 250 MSC ჰამბურგის ქალთა ღია ტურნირი ჰამბურგი, გერმანია
ATP 250 Generali-ის ღია ტურნირი კიცბუელი, ავსტრია
ATP 250 ალმათის ღია ტურნირი ალმათი, ყაზახეთი
ATP Masters 1000 ‘Rolex Paris Masters’-ის ტურნირი პარიზი, საფრანგეთი
Nitto ATP ფინალები ტურინი, იტალია

Lexus-ის შესახებ 

Lexus დაარსდა 1989 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბის ლუქს კლასის ბრენდს, რომელიც მომხმარებლებს პრემიალური კლასის ავტომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა: LBX, UX, NX, RZ და RX ქროსოვერები, GX და LX ყველგანმავლები, ES სედანი და LM - "ლუქს კლასის მინივენი", რომელიც ხალხის ტრანსპორტირებას ახორციელებს.

Lexus-ის სურვილია შექმნას ლუქს კლასის ავტომობილი, რომელიც გააერთიანებს შემოქმედებით ტექნოლოგიებს, ოსტატობას, დახვეწილ ელეგანტურობასა და "Omotenashi" - იაპონური სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს. 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 3.5 მილიონზე მეტი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული და სრულად ელექტრული ავტომობილი. Lexus-ის ელექტრიფიცირებული ხედვა ეფუძნება ბრენდის გამოცდილებას ელექტრიფიცირებულ ავტომობილებში და მისი მიზანია ავტომობილების სამუშაო მაჩვენებლები, მართვადობა და კონტროლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ელექტრიფიცირებული ტექნოლოგიებით. 

2024 წელს Lexus-მა 850,000-ზე მეტი ავტომობილი გამოუშვა, მათ შორის 88,184 ევროპაში, საიდანაც 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებული იყო.  

 

ATP-ის შესახებ

ATP-ის - მამაკაცთა პროფესიონალური ჩოგბურთის მართვის საერთაშორისო ორგანოს მისია ჩოგბურთის ხელშეწყობაა. ჩვენ ვზრუნავთ მილიონობით გულშემატკივრის გართობაზე მთელ მსოფლიოში და წარმოვაჩენთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილე დიად მოთამაშეებს, შემდეგი თაობის გულშემატკივრებისა და მოთამაშეებისთვის კი ეს ყველაფერი შთაგონების წყარო ხდება. იქნება ეს ავსტრალიის United Cup, ტურნირები ევროპაში, ამერიკასა და აზიაში, ATP Masters 1000, 500 და 250-იანი სერიების, ასევე დიდი სლემის ტურნირები, ჩოგბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს უპირისპირდებიან PIF ATP-ის ტიტულებისა და სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად. ყველა გზა Nitto ATP-ის ფინალური თამაშებისკენ მიდის, რომელიც იტალიაში, ტურინში გასამართი პრესტიჟული ასპარეზობის ფინალურ ეტაპს წარმოადგენს. 

მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 8 საუკეთესო მოთამაშე და წყვილები. ამ ტურნირზე ATP-ის მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი დასახელდება, რაც ჩოგბურთის სამყაროში უდიდეს მიღწევად ითვლება. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: www.ATPTour.com.