1. New Cars
  2. UX
იყავით კონტაქტზე
უახლესი Lexus UX-ის მართვით შეუდარებელ გამოცდილებას მიიღებთ. მისი გამორჩეული ტექნიკური მიღწევები მოიცავს როგორც Lexus-ის მე-4 თაობის თვითდამუხტვად ჰიბრიდს, ასევე ზემტკიცე შასის. ავტომობილი გამოირჩევა ჩუმი, რბილი აჩქარებით და ქალაქის ქუჩებში ზუსტი მანევრირების უნარით. უნიკალური გარეგნული იერისთვის Lexus-ის დიზაინერები დაუღალავად შრომობდნენ. გუნდის მიზანი იყო მომხიბლავი, თამამი და სახასიათო ცხაურის მქონე ლუქს კლასის კომპაქტური ქროსოვერი შეექმნათ. მათი მონდომება მცირე დეტალებშიც კი ჩანს, მაგალითად, უკანა შუქდიოდური კომბინირებული მაშუქი, რომლის თანამედროვე აეროდინამიკური ფორმა უკეთეს მართვადობასა და პროდუქტიულობას უწყობს ხელს.
  • ყველა დროის საუკეთესო UX

    UX-ის განახლებული მოდელი მოიცავს: ახალ ტექნოლოგიას, გაუმჯობესებულ მართვადობას და მეტ არჩევანს. 

     

     

  • ხუთი მილიონი ლუქს კლასის ქროსოვერი 

    Lexus ყიდის ლუქს კლასის ქროსოვერებს დაახლოებით 90 საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო 2020 წელს მისი გაყიდვები მოდელებზე: UX, NX, RX, GX და LX, 5 მილიონიან ნიშნულს გასცდა.                  

  • UX-ის ხელოვნება

    Lexus წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ მოხატულ ავტომობილს. 

     

                                                                                                        

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ კომპლექტაცია:

12 არჩევანი

შედეგის გარეშე

  • UX - Eco 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Eco 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Eco 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Eco 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Comfort 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Comfort 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Comford 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Comford 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Premium 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Premium 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Premium 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Premium 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - F Sport 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F Sport 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - F Sport 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F Sport 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - Luxury 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Luxury 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - Luxury 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX Luxury 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4
  • UX - F-Sport Design 250h FWD - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F-Sport Design 250h FWD

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X2
  • UX - F-Sport Design 250h E-Four - 5 კარიანი ქროსოვერი

    UX F-Sport Design 250h E-Four

    ჰიბრიდი
    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    ვარიატორი | 4X4

სამუშაო მაჩვენებლები 

  • Lexus-ის მართვის საფირმო მახასიათებელი

                                                                                          ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდს UX 250h გამოარჩევს რბილი და თითქმის ჩუმი სვლა. მას ასევე გააჩნია Lexus-ის მართვის საფირმო მახასიათებელი, რაც Lexus-ის Takumi მძღოლის მიერ თვეების განმავლობაში ჩატარებული ტესტების დამსახურებაცაა. სწორედ მან გამოცადა ეს შთამბეჭდავი კუპე. შედეგად კი ვიღებთ ათლეტურ ავტომობილს, რასაც ამ კომპაქტური ქროსოვერისგან არავინ მოელოდა.

  • Lexus-ის მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

    UX 250h მოქმედებაში მოჰყავს Lexus-ის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ სისტემას, სიმძლავრით 180 DIN ც.ძ. ის აღჭურვილია მაღალეფექტური 2.0 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით. ხელმისაწვდომია წინა ან E-Four ოთხივე ამძრავი თვლიანი მოდელების სახით. სისტემას გააჩნია კომპაქტური გადაცემათა კოლოფი და მართვის ბლოკი, რომელიც შექმნილია გახურებისა და ხახუნის ძალის შედეგად დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გამოიყენება ნიკელ-ლითონის ჰიდრიდული ბატარეა შეცვლილი კონსტრუქციითა და გაგრილების სისტემით. 

  • ჰიბრიდის ბატარეა

                                                                                        ახალი ნიკელ-ლითონის ჰიბრიდული ბატარეა გაუმჯობესებული კონსტრუქციითა და გაგრილების სისტემით, განლაგებულია UX 250h-ის უკანა სავარძლის ქვემოთ, რითაც უზრუნველყოფილია მეტი სივრცე საბარგულში, ასევე ავტომობილის დაბალი სიმძიმის ცენტრი.   

ახალი ნიკელ-ლითონის ჰიბრიდული ბატარეა გაუმჯობესებული კონსტრუქციითა და გაგრილების სისტემით, განლაგებულია UX 250h-ის უკანა სავარძლის ქვემოთ, რითაც უზრუნველყოფილია მეტი სივრცე საბარგულში, ასევე ავტომობილის დაბალი სიმძიმის ცენტრი.   

UX 250h ხელმისაწვდომია წინა ამძრავი თვლის ან ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის მქონე მოდელებზე, E-FOUR-ის ელექტრო სისტემით. E-FOUR სისტემაში, უკანა ღერძზე გამოიყენება სპეციალური ელექტროძრავა/გენერატორი. სიმძლავრის იდეალური განაწილება წინა და უკანა ღერძს შორის უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ მართვას აღმართებზე და დათოვლილ გზებზეც კი, ამავე დროს, ჩვეულებრივ, ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის მქონე მოდელებთან შედარებით, ავტომობილი საწვავის ნაკლები მოხმარებით გამოირჩევა.  

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + / NCAP რეიტინგში 5-ვარსკლავიანი შეფასებით

    ავტომობილი აღჭურვილია ჩვენი ინოვაციური უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +, რომელიც მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას. ამგვარად, UX გამოირჩევა თავის კლასში უსაფრთხოების საუკეთესო მაჩვენებლებით - პრესტიჟულ NCAP რეიტინგში 5-ვარსკვლავიანი შეფასებით.

    უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + მოიცავს: შეჯახების პრევენციის სისტემას; კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას; ავტომატური შორი განათების სისტემას; გზაჯვარედინზე მოხვევის დამხმარე სისტემას.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა 

                                                                                                                                                                    შეჯახების პრევენციის სისტემას ახლა უკვე შეუძლია ქვეითების აღმოჩენა ღამით და ველოსიპედისტების - დღისით. ამის მისაღწევად მომატებულ იქნა კამერის მგრძნობელობა და დინამიკური დიაპაზონის დონე, მაგალითად, როდესაც შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მაშუქების გამო ქვეითი ცუდად ჩანს. ამას გარდა, გაფართოებულ იქნა მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის მოქმედების ზონის კუთხე, რაც ველოსიპედების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. თუ შეჯახების ალბათობა მაღალია, მუხრუჭები ავტომატურად ამოქმედდება.  

  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით

    ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ასევე ჩერდება UX-ც. როცა ავტომობილი ანახლებს მოძრაობას, UX ასევე აგრძელებს სვლას. ამ სისტემის წყალობით მძღოლს აღარ უხდება ავტომობილის თავად გაჩერება და დაძვრა.

ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა UX 250h-ს ეხმარება ზოლის ცენტრში მოძრაობაში. სისტემას ასევე შეუძლია დახმარების აღმოჩენა უფრო ვიწრო რადიუსის მოსახვევებში მოძრაობისას. თუ ის განსაზღვრავს, რომ შესაძლებელია UX ხაზს გასცდეს, მაშინ გადაერთვება ხაზიდან გადასვლის პრევენციის რეჟიმში და უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი ზოლის ცენტრში დაბრუნდეს. 

UX-ის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაზრდილია, მისი ყოვლისმომცველი დაცვის სისტემით, რომელიც 8 უსაფრთხოების ბალიშისგან შედგება. მათ შორისაა: მძღოლის, წინა მგზავრის და მუხლის უსაფრთხოების ბალიშები, ასევე წინა გვერდითი და ფარდისებრი ბალიშები, რომლებიც ყველა გვერდით ფანჯარას ფარავს. 

თამამი დიზაინი 

  • სილამაზისა და ფუნქციონალობის კომბინაცია

    Lexus-ის დიზაინერები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა მომხიბლავი, კომპაქტური ლუქს კლასის ქროსოვერი შეექმნათ, რომელსაც დინამიკური ელექტრული ფუნქციები ექნებოდა. მათი მონდომება მცირე დეტალებშიც კი ჩანს, მაგალითად, უკანა შუქდიოდური კომბინირებული მაშუქი, რომლის ელეგანტური აეროდინამიკური ფორმა მართვადობას და პროდუქტიულობას უწყობს ხელს. ეს არის სილამაზისა და ფუნქციონალობის ჰარმონიული შერწყმა და UX 250h-ს საფუძვლად სწორედ ეს უდევს. 

  • F SPORT / F SPORT დიზაინი

                                                                                            ახალი პლატინისფერი საღებავი UX-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ვიდრე ოდესმე. მის დინამიკურ და ელეგანტურ დიზაინს ხაზს უსვამს სპორტული, 18 დუიმიანი ალუმინის დისკები და თვლის თაღის სხმულები ძარის ფერში. ასევე UX-ის ხაზში F SPORT-ის დიზაინის მოდელები მოიცავს F-ბადისებრ წინა ცხაურს და ორი ტონალობის მქონე სახურავს, რაც მომენტალურად გამოხატავს მოდელის დინამიკურობას.

  • 17" აეროდინამიკური ვენტილირებადი დისკები

    შავ ან ვერცხლისფერ აეროდინამიკურ ვენტილირებად დისკებზე, ქიმის თითოეულ მხარეს განლაგებულია სარქველები და არის მსოფლიოში პირველი Lexus-სთვის. სარქვლის ფორმა ეფუძნება აეროდინამიკურ მოწყობილობას, რომელიც ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილების უკანა ფრთაზე მონტაჟდება, ჰაერის ნაკადის წარმოქმნისა და რეგულირების მიზნით, რაც ზრდის ზეწოლის ძალას. დისკების ეს ინოვაციური კონსტრუქცია უზრუნველყოფს უფრო თავდაჯერებულ მართვას, სტაბილურ დამუხრუჭებას, გაგრილების ეფექტურობის გაზრდას და ტურბულენტობის შემცირებას.

ეს წინა მაშუქები აღჭურვილია სამმაგი შუქდიოდური ბლოკებით და L ფორმის დღის მაშუქებით, რომლებიც Lexus-ის საფირმო ნიშანს გამოხატავს. ამას გარდა, ყველა ამინდისთვის გამიზნული მაშუქები ნისლის დროს უსაფრთხო ხედვის არეს უზრუნველყოფს. 

UX 250h-ის კომბინირებულ უკანა მაშუქებს გააჩნია მოწინავე დიზაინი, რომელსაც არა მარტო მომხიბვლელი იერი, არამედ აეროდინამიკური ფუნქციაც გააჩნია. მაშუქებში ინტეგრირებულია ფირფიტები ჰაერის წნევის დაახლოებით 16%-მდე შესამცირებლად, რაც ავტომობილს ანიჭებს მეტ სიმტკიცეს მოხვევისას, ისევე როგორც გვერდითი ქარის დროს. გამორჩეული იერისთვის უწყვეტი ხაზი შექმნილია 120 შუქდიოდური ნათურისგან, რომელიც რბილად თავს იყრის ცენტრში, ხოლო ყველაზე ვიწრო წერტილში კი მას 3 მმ სისქე გააჩნია. 

ინოვაციური ტექნოლოგია

  • ელექტრული საბარგული უკონტაქტო გაღების ფუნქციით

                                                                                   ავტომობილში ბარგის მოხერხებულად ჩასადებად და გადმოსაღებად ხელმისაწვდომია დისტანციური ბრძანების ფუნქცია. საბარგულის გაღება და დახურვა შეგიძლიათ უკანა ბამპერის ქვეშ განლაგებულ სენსორთან ფეხის მიტანით, თუკი ჭკვიანი გასაღები სარგებლობთ. 

  • აუდიო სისტემა MARK LEVINSON® 13 დინამიკით

                                                                                      UX-ის პრემიალურ, 13 დინამიკიან, 915 ვტ-იანი სიმძლავრის აუდიო სისტემას Mark Levinson® გააჩნია უმაღლესი დონის ჟღერადობა. თითოეული ელექტრო კომპონენტისთვის სისტემაში შემუშავებულ იქნა იდეალური კონსტრუქცია, რომელიც საერთო ჰარმონიულ გამრუდებას (THD - სიგნალის გამრუდების ინდიკატორი) 0.1%-ით ან უფრო ნაკლები დონით უზრუნველყოფს. სისტემა მოიცავს 150 ვტ / 4 Ω x 12-არხიან (გამოიყენება 8 არხი) D კლასის გამაძლიერებელს. ამ მოწყობილობის საკმარისი სიმძლავრე საშუალებას იძლევა სიზუსტით იმართოს დიდი დინამიკები და მიღებულ იქნეს სუფთა და მძლავრი ხმა. 

ავტომობილის მონაცემების პროეცირება ხდება ფერებში, პირდაპირ საქარე მინაზე. 260 მმ X 97,5 მმ-იანი საპროექციო გამოსახულება საშუალებას იძლევა, გზისგან თვალის მოუცილებლად შეამოწმოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა: სანავიგაციო ბრძანებები, ხმის პარამეტრები ან უსაფრთხოების ფუნქციები. 
გაეცანით ჩვენს ტესტ-დრაივებს

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

გამოცადეთ Lexus-ის ტესტ-დრაივი, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.

UX-ის გალერეა

გაეცანით UX-ის ფუფუნებას, დახვეწილობას და დიზაინს.

ქროსოვერის სხვა მოდელები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl&fbclid=IwAR2KJpT51k4EshLGv3Nl-LJxlX2ud6bjb3dV5GohPFcuhjybt0oKTG7PBM0_aem_AUKI8KH3Yi9u_1zYQU8YUpjzhDl0LkLvFEWESFJMe_M-hQ8NQPcX5ptPEA23fMGDX_Q

Forced client side injection based on cached strategy