1. New Cars
  2. LX
იყავით კონტაქტზე
იმის მიუხედავად, მოძრაობთ ქალაქში თუ შორეულ გზატკეცილზე, ლუქს კლასის საფლაგმანო ქროსოვერი LX იწვევს მყისიერ აღტაცებას, რაც მისი მომხიბლავი, თანამედროვე სტილის, გლუვი ოთხმაგი წინა დიოდური მაშუქების და თამამი დიზაინის მქონე საფირმო ცხაურის დამსახურებაა.
  • წარმოგიდგენთ სრულიად ახალ LEXUS LX-ს

    2021 წლის 13 ოქტომბერს, მოსკოვში, ექსკლუზიურ ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ სრულიად ახალი LX, რომელიც შექმნილია, რომ შეესაბამებოდეს ჩვენი მომხმარებლების განსაკუთრებულ მოთხოვნებს და ცხოვრების სტილს.

  • თამამი დიზაინი და საფლაგმანო ტექნოლოგია

    სრულიად ახალ Lexus LX-ს გააჩნია ყველაზე თამამი დიზაინი ჩვენს საფლაგმანო ქროსოვერებს შორის, რაც კი აქამდე შექმნილა, ორტურბინიანი V6 ძრავა, ბევრი მოწინავე ტექნოლოგია და ჩინებული სამუშაო მაჩვენებლები.

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

9 არჩევანი

შედეგები არ არის

  • LX - Active DSL - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX Active DSL

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - Active PTL - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX Active PTL

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - Urban DSL - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX Urban DSL

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - Urban PTL - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX Urban PTL

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - VIP - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX VIP

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - VIP Black - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX VIP Black

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - F-Sport - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX F-Sport

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - Urban DSL 1 - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX Urban DSL 1

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4
  • LX - VIP 500 1 - 5 კარიანი ქროსოვერი

    LX VIP 500 1

    5 კარიანი ქროსოვერი

    გაეცანით

    10 სიჩქარიანი ავტომატიკა (4x4) | 4X4

სამუშაო მაჩვენებლები

  • TAZUNA

    მართვით მიღებული შეუდარებელი შთაბეჭდილებებისთვის შექმნილი, Tazuna-ს ახალი მძღოლის საკაბინო სივრცე შთაგონებულია ისე, როგორც მხედარია დაკავშირებული თავის ცხენთან აღვირის საშუალებით (იაპონურად Tazuna). მისი წყალობით მძღოლი კონცეტრირებულია გზაზე, ხოლო მართვის ღილაკების უმეტესობა განლაგებულაი საჭის გარშემო.

  • საჭე

    საჭე გეხმარებათ მართვით მიღებული გამოცდილება ახალ დონეზე გადაიყვანოთ, ამ მიზნით LX-ის დიზაინერებმა კონტაქტის წერტილის გასაუმჯობესებლად მჭიდროდ ითანამშრომლეს "Takumi" ოსტატებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭის ფორმას და განივ კვეთას. გუნდმა ასევე უპირატესობა მიანიჭა ტყავის გადასაკრავი მასალას, რათა შემცირებულიყო ხახუნის ძალა, ხოლო კარგი მგრძნობელობისთვის აირჩია ხის ჩანართები. საჭეზე განლაგებულია სიჩქარის გადამრთველები და ამასთან, მას გააჩნია გათბობის ფუნქცია.

  • ახალი წინა დიფერენციალის ბლოკირების სისტემა

    წინა დიფერენციალის ბლოკირების ფუნქცია დამატებულ იქნა ცენტრალურ და უკანა დიფერენციალებზე, რაც უზრუნველყოფს ჩინებულ მოჭიდების ძალას და მართვადობას სხვადასხვა ტიპის რელიეფზე.

სრულიად ახალი LX 600


მაქსიმალური სიამოვნებისა და დახვეწილობისთვის, სადაც არ უნდა გაემგზავროთ, LX 600 აღჭურვილია ახალი 3.5 ლიტრიანი ბენზინის V6 ორტურბინიანი ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრ ბრუნის მომენტს და შესანიშნავ აჩქარების უნარს. მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 305 კვტ-ს (415 DIN ც.ძ.) ხოლო ბრუნის მომენტი - 650 ნმ-ს. ავტომობილის რბილი 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ქმნის საფლაგმანო მაღალი გამავლობის ავტომობილის მართვის შეგრძნებას, ეკონომიურობას მაღალ სიჩქარეებზე და უგზოობაში მოძრაობის შესაძლებლობას.


სრულიად ახალი LX 500d


ახალი LX 500d აღჭურვილია ჩვენი პირველი 3.3 ლიტრიანი დიზელის V6 ორტურბინიანი ძრავით, რომელიც ავითარებს მაქსიმალურ სიმძლავრეს 220 კვტ (299 DIN ც.ძ.), მაქსიმალურ 700 ნმ ბრუნის მომენტს და ასევე გთავაზობთ საწვავის შეუდარებელ ეკონომიას. როგორც Lexus LX 600-ზე, ახალი ორი ტურბინა უზრუნველყოფს საოცარი აჩქარების უნარს ნებისმიერ სიტუაციაში, 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის საშუალებით.

LX-ის ახალ AHC დაკიდების სისტემას, რომელიც კლირენსის რეგულირების საშუალებას იძლევა, ახლა უკვე გააჩნია გაფართოებული ფუნქციები, როგორც უგზოობისთვის, ისე გზებზე მოძრაობისთვის. ჩინებული მართვადობისთვის და აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, ასევე უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრისთვის სტანდარტული სიმაღლე შემცირებულ იქნა 23 მმ-ით. ახალი სისტემის დახმარებით, მოძრაობა ხდება უფრო სასიამოვნო, რადგან სიმაღლის რეგულირების დრო შემცირებულია ორჯერ.

ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა (AVS) უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მოჭიდებას და მართვის კონტროლს. არათანაბარ გზის ზედაპირზე მიიღწევა როგორც ამორტიზაცია, ასევე რბილი მოძრაობა, რაც ზრდის ახალი LX-ის საჭის რეაგირებადობას და კომფორტს მოძრაობისას. ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემის შემსრულებელი მექანიზმი შეცვლილ იქნა სწორხაზოვანი სოლენოიდური ტიპის 650 უწყვეტი ვარიაბელური დონეებით, მოძრაობისას მეტი კომფორტისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებისთვის.

მუდმივი ოთხივე ამძრავი თვლის სისტემა უზრუნველყოფს საოცარ გამავლობას და ჩინებულ მართვადობას რთულ რელიეფზე მოძრაობისას. Torsen™ LSD და ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირების სისტემა უზრუნველყოფს შესანიშნავ სტაბილურობას აჩქარებისას, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას და მოხვევის დროს, ასევე ჩინებულ მართვადობას რთულ რელიეფზე.

ავტომობილში შენარჩუნებულია ტრადიციული ტიპის ძარა ჩარჩოს კონსტრუქციაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამძლეობა, საიმედოობა და მართვის მახასიათებლები. LX წარმოგვიდგება ახალი პლატფორმით, რომელიც 20%-ით უფრო მტკიცეა, ამავე დროს 200 კგ-ით მსუბუქი. სალონის ჩინებული სიმტკიცე საფლაგმანო ქროსოვერს სძენს მაღალი დონის სტაბილურობას და მგზავრები სადაც არ უნდა გაემგზავრონ, თავს მუდამ კომფორტულად იგრძნობენ.

უგზოობაში მართვის დასახმარებლად, Lexus აღჭურვილია მულტირელიეფური რეჟიმით, რაც გთავაზობთ ექვს რეჟიმს: ავტო; ჭუჭყი; ქვიშა; ტალახი; ღრმა თოვლი და ქვიანი ზედაპირი. აქ სიმძლავრე, დამუხრუჭება და დაკიდების სისტემა კონტროლდება თითოეული რეჟიმისთვის.

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +

    ახალ LX-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში გააჩნია უახლესი უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+, რომელიც ავტომობილს სძენს უსაფრთხოების თანამედროვე ფუნქციებს, მათ შორისაა გაუმჯობესებული კამერის ლინზა მილიმეტრული დიაპაზონის რადარული ელემენტებით, რეაგირების დიაპაზონის გასაფართოებლად. ეს Lexus Safety System + ახლა არის უფრო სწრაფი, გიცავთ უფრო მეტ საავარიო სიტუაციაში და უფრო მოსახერხებელია გამოყენებისას.

  • ადაპტაციური შორი განათების სისტემა BLADESCAN®

    Lexus-ის მაშუქებში გამოყენებული, მსოფლიოში პირველი ტექნოლოგია, რომელშიც 12 შუქდიოდის სინათლე ხვდება მრგვალი სარკის პირებზე, რომელიც აკეთებს 6000 ბრუნს წუთში, ხოლო შემდეგ გაივლის ლინზას, გეხმარებათ უფრო მკაფიოდ გაარჩიოთ ქვეითები და საგზაო ნიშნები ისე, რომ შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს განათებამ თვალი არ მოსჭრას.

  • ბრმა ზონის მონიტორი

    უკანა ბამპერზე დამაგრებული რადარული მოწყობილობა აღმოაჩენს ავტომობილებს მომიჯნავე ზოლებში, რაც არ ჩანს გვერდით სარკეებში. თუ აპირებთ ზოლის შეცვლას და ავტომობილი შედის ბრმა ზონაში, კარის სარკეზე ჩნდება გამაფრთხილებელი სიგნალი. ბრმა ზონის მონიტორი იყენებს იმავე რადარს, რათა აღმოაჩინოს მოახლოებული ობიექტები, ისეთი როგორიცაა ველოსიპედისტი, იმ დროს, როცა გაჩერებული ავტომობილის კარი უნდა გაიღოს.

ათი უსაფრთხოების ბალიში SRS (დამატებითი შემაკავებელი სისტემა) უზრუნველყოფს თავის კლასში უსაფრთხოების საუკეთესო მახასიათებლებს და იცავს ყველას, ვინც მგზავრობს თქვენი LX-ით. ეს დამცავი კომპლექტი მოიცავს მძღოლის სავარძლის ერთსაფეხურიან და მუხლის უსაფრთხოების ბალიშებს; წინა მგზავრის სავარძლის უსაფრთხოების ბალიშს მუხლისთვის, ორსაფეხურიან უსაფრთხოების ბალიშს და წინა გვერდით უსაფრთხოების ბალიშებს. გათვალისწინებულია ძალზედ გრძელი, სამკამერიანი ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც უფრო გრძელია 7 ადგილიან მოდელში. VIP კლასის ავტომობილში უსაფრთხოების ბალიში გადასაწევ სავარძელზე იცავს მგზავრს წინ გასრიალებისგან შეჯახების დროს.

დიზაინი

  • TAKANOHA-ს ხის ჩანართი

    ჩინებული ინკრუსტაცია ხეზე, შთაგონებული ქორის ფრთით, შემუშავებულ იქნა LX-თვის საუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით. Lexus-ის ეს ხის ჩანართები შედგება სამი ფენისგან, რომელიც ერთმანეთს ედება ზემოდან, რათა გამოიკვეთოს ფრთის გამოსახულება.

  • თამამი საფირმო ცხაური

    LX-ის ახალი საფირმო ცხაური შედგება მოლივლივე გვერდითი რკალებისგან, რომელიც ქმნის სამგანზომილებიანი შპინდელის ფორმას, და თავის მხრივ, ის შექმნილია ორტურბინიანი ძრავის გაუმჯობესებელი გაგრილებისთვის. მდიდრული იერის მისაცემად, ზედა და ქვედა ბამპერები წარმოდგენილია ძარის ფერში.

  • ოთხმაგი წინა დიოდური მაშუქები

    LX-ის ახლად შექმნილი წინა მაშუქები, ძლევამოსილი, აგრესიული იერით, შედგება კომპაქტური 3 პროექტორიანი დიოდური მაშუქებისგან - BladeScan® ადაპტაციური შორი განათების სისტემისა და L ფორმის დღის მაშუქებისგან.

გარე ხმაურისგან იზოლაციის გასაზრდელად, საქარე მინა ასევე წინა და უკანა ფანჯრების მინები აღჭურვილ იქნა აკუსტიკური მინით. ამას გარდა, სალონში გამოყენებულ იქნა ქაფის ტიპის საიზოლაციო მასალა და სალონის იატაკის ხმის დამხშობი ხმის მშთანთქმელი თექით. საიზოლაციო მასალა ასევე მორგებულ იქნა ხელსაწყოთა პანელის უკანა მხარეს, რითაც მცირდება ძრავის და ჰაერის კონდიციონერის ხმა.

VIP კლასი გთავაზობთ +48°-ით გადაწევის ფუნქციის მქონე უკანა მგზავრის სავარძელს OTTOMAN-ის ფეხის მოსასვენებლით, რაც უზრუნველყოფს მეტ კომფორტს სხვა კონკურენტ მოდელებთან შედარებით. მენჯისა და ბარძაყისთვის არის სპეციალური საყრდენები, ხოლო მხრის სამაგრები მკლავის შეუფერხებელი მოძრაობის საშუალებას იძლევა. უკანა ცენტრალური ნაწილი ჩაზნექილია, რაც უზრუნველყოფს მეტ კომფორტს. ასევე შეგიძლიათ არ გაიხადოთ ფეხსაცმელი, რადგან რეგულირებად ფეხის საყრდენზე გადაკრულია ლაქებისგან დამცავი სინთეტიკური ტყავი. სავარძელს გააჩნია მასაჟის შვიდი რეჟიმი, რითაც მთელ სხეულზე ხდება სარელაქსაციო ზემოქმედება.

გარდა ისეთი კომფორტული ფუნქციებისა, როგორიცაა ფანჯრებზე მზისგან დამცავები და სპეციალური საკითხავი განათება, VIP კლასი გთავაზობთ ექსკლუზიური ჰაერის კონდიცირების სავენტილაციო ღიობებს, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გაგრილებას. დამატებითი ჰაერის კონდიცირების ღიობები უკანა სავარძლის მხარეს უშვებს თბილი ჰაერის ნაკადს.

ექსკლუზიური VIP კლასის, 22" გამოჭედილი დისკები არის ზუსტად დამუშავებული ზედაპირით და გააჩნია პრემიუმ კლასის ლითონის საფარი.

გვერდითი სარკეები სოლიდური და მდიდრული დიზაინით, აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა: ბრმა ზონის მონიტორი, პანორამული ხედვის ციფრული მონიტორი და განათება გუბეებისთვის, რომელიც ახდენს Lexus-ის ლოგოს პროეცირებას. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, გვერდით სარკეებში ინტეგრირებულია დიოდური ტიპის მოხვევის მაჩვენებლები.

ახალ LX-ს გააჩნია მსუბუქი ალუმინის სახურავი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს წონას, დაახლოებით 10 კილოგრამამდე. სახურავის ძელები შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში, ხოლო შედარებით მსუბუქი სახურავი ხელს უწყობს მართვადობის სტაბილურობის ზრდას ავტომობილის სიმძიმის ცენტრის შემცირების ხარჯზე. LX შეიძლება აღჭურვილი იყოს ელექტრული ლუქით, რითაც იზრდება სივრცის და სინათლის აღქმა.

Lexus-ის L ფორმის უკანა მაშუქებს გააჩნია მკვეთრად გამორჩეული სახასიათო დიზაინი. წარმოიქმნება განსაცვიფრებელი ეფექტი, შუქები გადაედინება ავტომობილის კიდეების გარშემო და უკანა სილუეტში.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • დასაქოქი ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანირებით

    Lexus-ზე პირველად არის წარმოდგენილი დაქოქვის ფუნქცია თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაციის საშუალებით. ეს არა მარტო მოსახერხებელი ფუნქციაა, არამედ ის ასევე ამცირებს ავტომობილის გატაცების ალბათობასაც. ფუნქცია მოიცავს ძრავის ჩვეულებრივ დაქოქვა-ჩაქრობას, წინასწარ რეგისტრირებული თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაციის საშუალებით.

  • ციფრული უკან ხედვის სარკე

    LX-ის ციფრულ უკან ხედვის სარკეზე აისახება ქროსოვერის უკანა მხარეს განლაგებული კამერით გადაღებული გამოსახულება. უზრუნველყოფს რა ჩინებულ უკანა ხედს, მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე ოპტიკური სარკის სტანდარტული რეჟიმი.

  • ცენტრალური ხელსაწყოები

    ელეგანტური, 8 დიუმიანი ფერადი TFT ეკრანი (თხელფირიანი ტრანზისტორი) უზრუნველყოფს ჩინებულ გრაფიკას. ცენტრალური ანალოგური საზომი დამატებით მოიცავს ოთხ ანალოგურ ისრიან საზომს (წყლის, ტემპერატურის, ზეთის წნევის საზომი, ვოლტმეტრი, საწვავის საზომი).

ახალი LX აღჭურვილია Lexus-ის ორმაგი მონიტორით, პირველი - 12.3" ზედა და 7"-ქვედა მონიტორებით. ეს მაღალი გარჩევადობის ფართო სენსორული ეკრანი აერთიანებს ჩინებულ ფუნქციონალობას, მკაფიო გრაფიკას და მარტივად გამოყენებადობას. ის შექმნილია იმისთვის, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ყურადღების გაფანტვის გარეშე. 12.3" მონიტორი აჩვენებს ნავიგაციას, მართავს აუდიო სისტემას და ასევე უგზოობაში ასრულებს მულტირელიეფური მონიტორის ფუნქციას.

ქვედა 7" სენსორული მონიტორი აჩვენებს ჰაერის კონდიცირების პარამეტრებს (ტემპერატურა, ჰაერის ნაკადის მოცულობა, ვენტილატორები, სავარძლის გამათბობლები, სავარძლის ვენტილაცია, საჭის გამათბობელი) და მოქმედებს როგორც დამხმარე ეკრანი მულტირელიეფური რეჟიმის ასარჩევად. ამას გარდა, ის აჩვენებს სრულამძრავიანი სისტემის გადაცემის დიაპაზონს, დიფერენციალის ბლოკირების ჩართვა/გამორთვის სტატუსს და ასევე საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ ავტომობილის სიმაღლე.

მაღალი სიკაშკაშის სმქონე ფერადი საპროექციო გამოსახულება (HUD) ასახავს ძირითად ინფორმაციას და გაფრთხილებებს მძღოლის ხედვის არეში, საქარე მინის ქვედა ნაწილში. TFT (თხელი ფირის ტრანზისტორი) ეკრანს გააჩნია უფრო ნათელი გამოსახულება და უზრუნველყოფს მკვეთრ გამოსახულებას, თოვლიან ამინდში მართვის დროსაც კი.

7 სავარძლიან მოდელებზე ავტომატურად რეგულირებადი სავარძლები საშუალებას გაძლევთ, დაკეცოთ მეორე და მესამე რიგის სავარძლები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, რითაც მარტივად იქმნება უფრო დიდი სივრცე ბარგისთვის. ორმაგი მესამე რიგის სავარძლები იკეცება სრულიად და იქმნება ბარგის მოწესრიგებული და ფართო განყოფილება.

ახალი LX აღჭურვილია ორი ელექტრო ბუდით (DC 12V) და სამი USB-ს დასამუხტი შესაერთებლით წინ, ასევე დამატებითი ბუდით ორი USB შესაერთებლით. დამატებითი USB შესაერთებელი განთავსებულია 7 ადგილიან მოდელებში მესამე რიგის ორივე მხარეს, ხოლო VIP მოდელებს გააჩნიათ ყურთსასმენების ორი დამატებითი შესაერთებელი და HDMI პორტი, უკანა სავარძლების გასართობი სისტემისთვის.

მაცივარი განლაგებულია ცენტრალურ კონსოლში. თვით საშუალო დონის სათავსოში შესაძლებელია 500 მლ და 1500 მლ-იანი ბოთლების შენახვა. გამაგრილებელ სასმელებთან შეუფერხებლად წვდომისთვის, თავსახურს გააჩნია ორმხრივი გაღების ფუნქცია, რომლის გაღებაც შესაძლებელია როგორც სავარძლების წინა, ისე მეორე რიგიდან.

Lexus-ის კლიმატ-კონსიერჟი, რომელიც იმართება 7“ მონიტორით, მართავს საჭის გათბობას, სავარძლების გათბობა-ვენტილაციას, რითაც სალონში წარმოიქმნება ჩინებული მიკროკლიმატი. შესანიშნავი კომფორტისა და საწვავის ეკონომიისთვის, S-Flow კლიმატ-კონტროლს შეუძლია აღმოაჩინოს თუ რომელი სავარძლებია დაკავებული, თუ საით არის მზე და შესაბამისად დაარეგულიროს კლიმატი. კლიმატ-კონსიერჟი ასევე უშვებს NANOE™ X ნაწილაკებს და ამით ხელს უწყობს ვირუსების და ბაქტერიების* შთანთქმას, ამცირებს არასასიამოვნო სუნს** და ატენიანებს თქვენს თმას და კანს. *NANOE™ X-ის საშუალებით ერთ საათში ხდება 99%-ზე მეტი ვირუსების და ბაქტერიების ინჰიბირება. იაპონიის კვლევითი ლაბორატორიები, ანგარიში #20073697001-0101, 15038623001-0101:

NANOE™ X-ის საშუალებით ერთ საათში **სუნის ინტენსივობა მცირდება 1.8-ჯერ. პანასონიკის კორპორაციის პროდუქტის ანალიზის ცენტრი, ანგარიში # BAA33-150318-M35.

25 დინამიკიანი აუდიო სისტემა MARK LEVINSON® reference 3D surround უზრუნველყოფს ჩინებულ აკუსტიკას. რეალისტური ცოცხალი ხმის მისაღწევად, თითოეულ სალონში ჩატარდა დიდი მოცულობის აკუსტიკური საინჟინრო სამუშაოები. საკონცერტო დარბაზის ეფექტის მისაღებად, სისტემის განლაგებას გააჩნია ცხრა 10 სმ-იანი ინტეგრირებული საშუალო დიაპაზონის UnityTM დინამიკი. გარდა ამისა, სალონის ჭერზე დამონტაჟებულია 4 სმ-იანი Array-ის დინამიკები.

ჩვენი პირველი VIP კომპლექტაციის ავტომობილი სტანდარტულად აღჭურვილია უკანა სავარძლის გასართობი სისტემით (RSE). ხოლო წინა მგზავრის უკან RSE მონიტორი შესაძლებელია დაიკეცოს ხილვადობის და უკანა მგზავრის ფეხის დასადები ადგილის გასაზრდელად.

წონის შესამცირებლად, საბარგულის ქვედა კარზე ალუმინმა ჩაანაცვლა ფოლადი. აღნიშნული კარის დისტანციური კონტროლი ძალზედ მოსახერხებელია, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. როდესაც ჯიბეში გასაღები გიდევთ, კარის გასაღებად ან დასაკეტად მოათავსეთ ფეხი უკანა ბამპერის ქვეშ.

გამოცადეთ სრულიად ახალი LX

აიღეთ კონტროლი საკუთარ ხელში და გამოიკვლიეთ სრულიად ახალი LX, ჩვენი უნიკალური გამოცდილების წყალობით. თქვენ ირჩევთ ისეთ მგზავრობას, რომელიც ზუსტად შეგეფერებათ.

LX-ის გალერეა

სხვა მოდელები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl