1. New Cars
  2. LC
იყავით კონტაქტზე
საფლაგმანო LC-ს კუპე გამოირჩევა თავისი საუცხოო დიზაინის მოლივლივე სილუეტით, მისი მარტივი სილამაზე და დახვეწილობა კი გულგრილს არავის დატოვებს. ავტომობილმა უკვე მიიღო აღიარება და დაჯილდოვდა კიდეც. მისი თამამი დიზაინის ელემენტები ხაზების, ჩრდილისა და კუთხის გამაოგნებელ შერწყმას აერთიანებს. იაპონიაში, Motomachi-ს ქარხანაში, Takumi ოსტატების მიერ შექმნილი ავტომობილი ხელმისაწვდომია LC 500-ის შეუდარებელი 5.0 ლიტრიანი ბენზინის V8 ძრავით ან ინოვაციური LC 500h მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდის სახით. 
  • 10 საოცარი ფაქტი LC კუპეს შესახებ 

                                                                                                                                                                                    რა თქმა უნდა, ეს მრავალი ჯილდოს მფლობელი მოდელი მხოლოდ შთამბეჭდავი იერით არ გამოირჩევა, LC-ს შესახებ ჩვენგან ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ.

                                                                                                                                                                                                                                                                           

  • LC-ს კუპეს ფრთა საავიაციო სფეროს გავლენით შეიქმნა

                                                                                          2016 წლიდან მოყოლებული, Lexus ზეცასაც სწვდება იაპონელ მრბოლელ იოშიჰიდე მუროიასთან ერთად. ამ თანამშრომლობის შედეგი ავტომობილის უკანა ფრთაზე აისახა, რომელიც საავიაციო სტილის მიხედვით შეიქმნა.                                                                                                                                                                                                                                                               

  • LC-ს "ჰოკკაიდოს ვერსია" მოგზაურობისას დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ და ვნებასაც გაგიღვიძებთ. 

    ცოტა ხნის წინ, კომპანია Lexus-მა გამოაცხადა თავისი LC საფლაგმანო კუპეს სპეციალური კაბრიოლეტის მოდელის გამოშვების შესახებ. ამ წელს, ევროპაში შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული 40 ავტომობილი აერთიანებს საოცარ დინამიკურ იერს და ორადგილიანი სამოგზაურო ავტომობილის დახვეწილობას.

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

3 არჩევანი

შედეგები არ არის

  • LC - Coupe Hybrid - 2 კარიანი კუპე

    LC Coupe Hybrid

    ჰიბრიდი
    2 კარიანი კუპე

    გაეცანით

    მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფი | 4X2
  • LC - CV Petrol - 2 კარიანი კაბრიოლეტი

    LC CV Petrol

    2 კარიანი კაბრიოლეტი

    გაეცანით

    10სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • LC - Coupe Petrol - 2 კარიანი კუპე

    LC Coupe Petrol

    2 კარიანი კუპე

    გაეცანით

    10სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2

სამუშაო მაჩვენებლები

  • ძარის მაღალი დონის სიმტკიცე

                                                                                                                                                                             LC-ს მართვის დინამიკა გაუმჯობესებულია საოცრად მტკიცე ძარის ჩარჩოს და დაკიდების სისტემის ახალი, მსუბუქი კომპონენტების წყალობით. LC-ს არადეფორმირებადი ნაწილები დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან, ხოლო მსუბუქი ალუმინი გამოყენებულია კარის, საბარგულისა და ხუფის პანელებისთვის, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული მსუბუქი და გამყარებული პლასტმასი კი გამოიყენება ისეთი კომპონენტებისთვის, როგორიცაა სახურავი და კარის ჩარჩოები. მტკიცე შასი LC-ს ანიჭებს სიზუსტეს, დაბალი სიმძიმის ცენტრს და წონის იდეალურ გადანაწილებას.   

  • Lexus-ის დინამიკური საჭის მართვის სისტემა, ოთხთივე თვალზე აქტიური საჭის მართვის სისტემა

    Lexus-ის გაუმჯობესებული დინამიკური საჭის მართვის სისტემა, საჭის გაუმჯობესებულ ელექტროგამაძლიერებელთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომია Sport + მოდელებზე, მუდმივად ახდენს მოხვევის ოპტიმალური კუთხის გამოთვლას და რეგულირებას ოთხივე თვლისთვის, რისი წყალობითაც მართვა უფრო სასიამოვნო და დინამიკური ხდება. 

  • ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა

                                                                                      კიდევ უფრო მკვეთრი და რბილი მართვისთვის, თქვენი მართვის სტილისა და საგზაო პირობების გათვალისწინებით, ოპტიმიზებული ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა მართავს ოთხივე ამორტიზატორის ძალას და დაკიდების სისტემის 650 სხვადასხვა ფუნქციას. 

მოდელი LC 500h აღჭურვილია Lexus-ის შემდეგი თაობის მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემით, რომელსაც ჰიბრიდის ფუნქციონირება ახალ დონეზე გადაჰყავს. მრავალსაფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფის და მისი 3.5 ლიტრიანი V6 სრული ჰიბრიდული ძრავის წყალობით, ჩვენმა ინჟინრებმა შექმნეს რევოლუციური ავტომობილი, რომელსაც გააჩნია წირითი აჩქარების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი სიმძლავრე და 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი თავისი "M" რეჟიმით -  Lexus-ის ჰიბრიდის რბილი მოძრაობისა და ეკონომიურობის შენარჩუნებით. 

LC 500 აღჭურვილია 5.0 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 464 DIN ც.ძ./341 კვტ უკანა თვლებზე. ამ ხელნაკეთ ძრავს, რომელიც შექმნილია ისეთი საავტომობილო ღონისძიებებისთვის, როგორიცაა: "ნიურბურგრინგის 24 საათიანი რბოლა" და "პაიკს პიკის" მწვერვალზე ასვლა, გააჩნია მსოფლიოში პირველი, 10 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რაც უზრუნველყოფს საოცარი აჩქარების უნარს და V8 ძრავის შეუდარებელ ხმას.

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +

                                                                                            Lexus-ის ინოვაციური უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, LC-ს ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის და მოიცავს: შეჯახების პრევენციის სისტემას, ქვეითების ამოცნობის ფუქნციით; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას; ავტომატური შორი განათების სისტემას, ღამით გაუმჯობესელი ხედვის ფუნქციით; კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით, რომელიც არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს წინ მიმავალ ავტომობილთან მიმართებაში.  

  • შეჯახების პრევენციის სისტემა

                                                                            მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარი და საბორტო კომპიუტერი წინასწარ გამოითვლის შეჯახების რისკს. თუ ეს რისკი მაღალია, შეჯახების პრევენციის სისტემა აფრთხილებს მძღოლს და ზრდის სამუხრუჭო წნევას. როდესაც შეჯახება გარდაუვალია, აუცილებლობის შემთხვევაში, მუხრუჭები ირთვება ავტომატურად და უსაფრხოების ღვედები იჭიმება. ამას გარდა, თუ წინ აღმოჩენილია ობიექტი (მაგალითად, ქვეითი), 10 დან 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია აქტიურდება.  

  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა და ავტომატური შორი განათების სისტემა

    ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA) იყენებს საქარე მინაზე არსებულ კამერას, რათა მოძრაობის ზოლში თქვენი პოზიცია დააფიქსიროს. თუ ზოლიდან ზოლში გადასვლას დაიწყებთ, LKA გააქტიურებს ხმოვან გამაფრთხილებელ სიგნალს და საჭის მართვაზე მცირე მაკორექტირებელ ზემოქმედებას მოახდენს. ღამით, ავტომატური შორი განათების სისტემა იყენებს იმავე კამერას, რომელსაც ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, რათა აღმოაჩინოს საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები და შორი განათების მაშუქები ავტომატურად გათიშოს. ეს ამცირებს სხვა მძღოლების შემთხვევით თვალის მოჭრის ალბათობას და გაძლევთ გზაზე კონცენტრირების საშუალებას. 

საიმედო სივრცის გარდა, მგზავრების უსაფრთხოებას შვიდი უსაფრთხოების ბალიში უზრუნველყოფს. მძღოლს და წინა მგზავრს იცავს ორსაფეხურიანი უსაფრთხოების ბალიშები, ასევე თავის და გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები. ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები ავტომობილის სალონის ორივე მხარეს გასდევს. ყველა უსაფრთხოების ღვედი ასევე აღჭურვილია ღვედის დამჭიმით. 

ის აქტიურდება სენსორების მეშვეობით, რომელიც განლაგებულია წინა ბამპერში. ქვეითთან შეჯახების შემთხვევაში, "POP UP" ხუფი ნელ-ნელა ამოსწევს ხუფის დონეს, რათა მას და ძრავის მძიმე კომპონენტებს შორის მეტი სივრცე გაჩნდეს. ეს ქვეითთა ტრავმის მიღების რისკს ამცირებს. 

თამამი დიზაინი

  • 20" / 21" ალუმინის დისკები

                                                                                აირჩიეთ 20"-იანი სიზუსტით ჩამოსხმული და მექანიკურად დამუშავებული, 5 ოთხმაგქიმიანი, ხმაურის შემამცირებელი მუქი რუხი დისკები ან 21"-იანი მსუბუქი, გამოჭედილი დისკები 5 ორმაგი ქიმით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეუდარებელ მართვადობას. 

  • დიოდური ჰოლოგრაფიული უკანა მაშუქები

                                                                                  რეაქტიული გამანადგურებლების ფორსაჟის კამერებით შთაგონებული, მომხიბვლელი უკანა გაბარიტული მაშუქები მეტალის სკულპტურული ჩარჩოთი, Lexus-ის უსასრულო L ფორმის მოტივს წარმოქმნის. ახლოდან დათვალიერებისას დაინახავთ საბარგულის ჩამკეტს, რომელიც უკანა განათების სხმულში კარგად არის ინტეგრირებული. 

  • შუშის ან ნახშირბადის ბოჭკოს (კარბონი) სახურავი

    LC-ს სალონი წარმოქმნის თავისუფლების განცდას, ხოლო ქრომირებული სხმულები და შუშის სახურავი ელეგანტური კუპეს პროფილს კიდევ უფრო ამშვენებს. უკანა კიდეები ტრადიცული იაპონური ხმლის მოხაზულობას იმეორებს. LC-ს სიმძიმის ცენტრი დაწეულია, ხოლო არჩევითი ნახშირბადის ბოჭკოს სახურავი შექმნილია ჩვენს ქარხანაში Motomachi, ფისის ფორმაში ჩამოსხმის ახალი საწარმო პროცესის გამოყენებით.  

თვალების მოძრაობის და პოტენციური ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად ყველა მნიშვნელოვანი ხელსაწყო და მონიტორი განლაგებულია წინ, თქვენი მხედველობის არეში. მართვის ხელსაწყოები, რომელსაც ხშირად იყენებთ, თავმოყრილია საჭის ირგვლივ. 

ლამაზად შეკერილი ტყავის სავარძლები კომფორტისა და საიმედოობის საუკეთესო კომბინაციას წარმოადგენს. LC-ს მთავარი ინჟინერი სატო თავად მონაწილეობდა ამ ახალი დიზაინის განვითარების პროცესში, რომელმაც ჯამში 50 ტესტირების ციკლი გაიარა. Alcantara®-ს კარის პანელების დაგლუვების ეფექტი და ტყავის სავარძლებზე ნახვრეტების განლაგება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ დიდი ყურადღება დაეთმო ამ ლუქს კლასის კუპეს დეტალებს.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • 13 დინამიკიანი აუდიო სისტემა MARK LEVINSON®

    ის ხელმისაწვდომია მხოლოდ Lexus-ის ავტომობილებში. 2022 წელს Mark Levinson-მა აღნიშნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აუდიო სისტემის შექმნის 50 წლისთავი - ეს არის ისტორია, რომელიც დაიწყო ვუდსტოკის ფესტივალზე, სადაც 22 წლის მარკ ლევინსონმა შექმნა მუსიკალური აპარატურა ისეთი ლეგენდარული მუსიკოსებისთვის, როგორებიც იყვნენ სანტანა და ჯიმი ჰენდრიქსი. ეს 13 დინამიკიანი Mark Levinson®-ის მსოფლიო დონის აუდიო სისტემა GreenEdge™ ტექნოლოგიით, საგანგებოდ LC-ს სალონის აკუსტიკური თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. Clari-Fi™ სისტემა უზრუნველყოფს ციფრულ, სახლის კინოთეატრის ხარისხს და აღადგენს იმ ჟღერადობას, რომელიც MP3 ფორმატის შეკუმშვისას დაიკარგა. 

  • მულტიინფორმაციული მონიტორი

                                                                            ცენტრალურ ხელსაწყოებს შორის განლაგებულია მულტიინფორმაციული, ფერადი მონიტორი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ მართვის ყველა ძირითადი მონაცემი, ისეთი როგორიცაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები თუ სანავიგაციო რეკომენდაციები. 

  • განიერი, ფერადი საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD)

    მართვის არჩეული მონაცემები საუცხოო ფერებში გამოისახება პირდაპირ საქარე მინაზე, ჩვენი უახლესი HUD ტექნოლოგიის (174 მმ X 48 მმ) მეშვეობით და ამგვარად, თქვენი ყურადღება ყოველთვის იქნება მიმართული გზისკენ. 

მაღალი რეზოლუციის მქონე 10.3 დუიმიანი ცენტრალური მონიტორი იდეალურად არის განლაგებული. მონიტორის მართვა ხდება ხმოვანი ბრძანებებითა და სენსორული პანელის მეშვეობით. მონიტორის გაყოფის ფუნქციის წყალობით, შესაძლებელია ერთდროულად მიიღოთ Lexus-ის პრემიალური სანავიგაციო სისტემისა და კლიმატის შესახებ მონაცემები. LC-ს Apple CarPlay® და Android Auto® პროგრამები საშუალებას გაძლევთ თქვენი სმარტფონის ზოგიერთი აპლიკაცია მონიტორზე მარტივად აისახოს. 

რევოლუციური ფუნქცია "კლიმატ-კონსიერჟი" სალონში, სავარძლებსა და საჭეზე ტემპერატურას ავტომატურად არეგულირებს. ამას გარდა, ინოვაციური nanoe® ტექნოლოგია ჰაერის გასაწმენდად და სავარძლებზე სუნის ეფექტურად მოსაცილებლად სალონში უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს აფრქვევს. ასევე, მას გააჩნია სასიამოვნო და დამატენიანებელი ეფექტი კანსა და თმაზე. 
გაიგეთ ჩვენი ტესტ-დრაივის შესახებ

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

გამოცადეთ Lexus-ის ტესტ-დრაივი, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.

სხვა მოდელები

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl