1. New Cars
იყავით კონტაქტზე

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

7 არჩევანი

შედეგები არ არის

  • ES - Comfort - 4 კარიანი სედანი

    ES Comfort

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - Executive - 4 კარიანი სედანი

    ES Executive

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2
  • ES - Executive 1 - 4 კარიანი სედანი

    ES Executive 1

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2
  • ES - F-Sport - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - F-Sport 1 - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport 1

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - F-Sport Design - 4 კარიანი სედანი

    ES F-Sport Design

    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
  • ES - Luxury - 4 კარიანი სედანი

    ES Luxury

    ჰიბრიდი
    4 კარიანი სედანი

    გაეცანით

    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    8 სიჩქარიანი ავტომატიკა | 4X2
    ვარიატორი | 4X2

გაიცანით ES

გამომწვევი და მომხიბლავი Lexus ES ამსხვრევს შეხედულებას  წარმომადგენლობითი სედანების შესახებ. დიზაინთან დაკავშირებული ახალი გაბედული მიდგომების წყალობით, მას მივეცით უფრო დაბალი, ფართო და ელეგანტური სახე. კუპეს საოცარი სილუეტის, ასევე საფლაგმანო სედანის ფართო სივრცისა და დახვეწილობის წყალობით, ES აერთიანებს ელეგანტურობასა და კომფორტს ერთ გამორჩეულ ავტომობილში.

ახალი გაბედული იერი

თავისი შასის წყალობით, ES-მა შეიძინა ელეგანტური გვერდითი პროფილი, ფართო დგომი და დაბალი სიმძიმის ცენტრი. ამას გარდა, მისი გლუვი, კუპესთვის დამახასიათებელი სახურავის მიუხედავად, ჩვენს წარმომადგენლობით სედანს გააჩნია საკმარისი სივრცე მგზავრებისთვის. 

ზედმიწევნითი სიზუსტე

ჩვენი "TAKUMI" ოსტატები ითვალისწინებენ თითოეულ დახვეწილ დეტალს, დაწყებული სავარძლების ნაკერებით და სალონის მიმზიდველი ალუმინის მოპირკეთებით დამთავრებული, რაც შთაგონებულია იაპონური ხმლის - "ჰადორის" მშვენიერებით.

მე-4 თაობის Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

ქალაქში მოძრაობისას, ES 300h მე-4 თაობის Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა რეგულარულად ირთვება ელექტრომობილის რეჟიმში, ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. თქვენ კი ამჩნევთ მხოლოდ გამორჩეულ სიმძლავრეს და საწვავის ეკონომიურობას.

ინოვაციური ტექნოლოგია

ES 300h-ის საჭესთან მაშინვე იგრძნობთ, რომ მოხვდით მძღოლზე ორიენტირებულ სალონში, რომელშიც ყურადღების გაფანტვის ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი. საპროექციო გამოსახულება მინაზე (HUD) გეხმარებათ გზაზე კონცენტრირებაში, ხოლო მართვის რეჟიმის გადამრთველი და სენსორული პანელი ისეა განლაგებული, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს მართვის პოზიციის შეუცვლელად.

5 ვარსკვლავიანი უსაფრთხოება

Lexus ES-ით სადაც არ უნდა გაემგზავროთ, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ იმის ცოდნით, რომ იმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პრემიალური კლასის სედანში, რაც კი ოდესმე შექმნილა. ის იმდენად უსაფრთხოა, რომ ავტომობილმა დაიმსახურა პრესტიჟული Euro NCAP-ის 5 ვარსკვლავიანი შეფასება, ასევე 2018 წლის NCAP-ის ჯილდო - საუკეთესო თავის კლასში, როგორც დიდმა საოჯახო ავტომობილმა და ჰიბრიდმა. ასეთი განსაკუთრებული დონის უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელი გახდა ისეთი ტექნოლოგიების წყალობით, როგორიც არის Lexus Safety System +. სისტემა მოიცავს შეჯახების პრევენციის მოწინავე სისტემას, ახლა უკვე ქვეითების ღამით ამოცნობის და ველოსიპედების დღისით ამოცნობის ფუნქციით.

 

F SPORT-ის დიზაინი

დინამიკური ES F SPORT-ის მოდელები გამოირჩევიან წინა მხარის თამამი დიზაინით, Lexus-ის სახასიათო ცხაურით და განცალკევებული უკანა სპოილერით. სტანდარტული და მსუბუქი 18 დუიმიანი ალუმინის დისკები და ძარის გამორჩეული ფერები ხაზს უსვამს ავტომობილის მახასიათებლებს, ასევე აღსანიშნავია ავტომობილის ადაპტაციური დაკიდების სისტემა. ინტერიერში აღსანიშნავია სპორტული სავარძლები, პერფორირებული ტყავით მოპირკეთებული გადაცემათა კოლოფის ბერკეტი,  F Sport-ის საჭე, ასევე დამუშავებული ალუმინის სატერფულები და ჩანართები ხელსაწყოთა პანელზე.

ES-ის გალერეა

ყოველი სურათი ცალკე ისტორიას მოგითხრობთ. აქ იწყება თქვენი მოგზაურობა Lexus-ის წარმტაცი დიზაინის, ოსტატობის და უზადო მოპირკეთების გასაცნობად.