2020 safe test drives hero

უსაფრთხო, სასიამოვნო ტესტ-დრაივები

ახლა, როცა ჩვენი ცენტრი გაიხსნა, გვინდა შემოგთავაზოთ ტესტ-დრაივით მიღებული საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოცდილება. ამავე დროს, თქვენი, ისევე როგორც ჩვენი კოლეგების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია. ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული ზომები, რაც საშუალებას მოგცემთ სრულად შეიგრძნოთ Lexus-ის მართვით მიღებული საოცარი შთაბეჭდილება.

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირებები

  • ავტომობილის ადგილმდებარეობის არჩევანი

    ჩვენი Lexus-ის ცენტრი ყოველთვის თბილად მიგიღებთ, მაგრამ თუკი გირჩევნიათ, შეგვიძლია ავტომობილი თავად მოგიყვანოთ. იქნება ეს სახლში თუ სამსახურში, საღამოს თუ დასვენების დღეებში, ჩვენ მოვნახავთ ისეთ დროს და ადგილს, რომელიც თქვენთვის მისაღებია.

  • ინდივიდუალური შეხვედრების დანიშვნა

    მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ხანგრძლივობის ტესტ-დრაივით ხართ დაინტერესებული, იქნება ეს 30 წუთი თუ 48 საათი, ჩვენ შეგვიძლია ეს მოვაწყოთ. თქვენ კი გექნებათ არჩევანის შესაძლებლობა - ავტომობილი მართოთ მარტომ ან ჩვენი გუნდის წევრთან ერთად.

  • თქვენი ავტომობილის მიწოდება

    თქვენი ავტომობილი იქნება სრულად დამუშავებული როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მართვის შემდეგ კი, კვლავ ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. ჩვენი გუნდის წევრებს მუდმივად ეკეთებათ ხელთათმანები.

  • თქვენი ავტომობილის მართვა

    თქვენ შემოგთავაზებენ დაიკავოთ მძღოლის სავარძელი, ჩვენი გუნდის წევრი კი ავტომობილის გარედან დაგეხმარებათ მოთავსდეთ კომფორტულად. შესაძლებელია მოვაწყოთ უკონტაქტო სატელეფონო კავშირი, რათა მგზავრობის დროს უზრუნველყოფილი იყოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციით. თუ აირჩევთ ისეთ ვარიანტს, რომ ტესტ-დრაივის დროს ვინმე გახლდეთ, ჩვენი ექსპერტი, პირბადით აღჭურვილი მოთავსდება ავტომობილის უკანა სავარძელზე და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ასევე შეგეძლებათ ხელთათმანების გაკეთება.

  • ექსპერტის ცოდნა

    ჩვენ მოხარული ვართ ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას და ასევე უსაფრთხოდ წარმოვადგინოთ ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგია, დაწყებული თვითდამუხტვადი ჰიბრიდებიდან და დამთავრებული უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System+.

  • თქვენი არჩევანი

    ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ტესტ-დრაივისთვის თქვენ მიერ არჩეული ავტომობილი იყოს ხელმისაწვდომი. ხოლო ჩვენი სამოდელო ხაზიდან კი, თქვენთვის სასურველ ავტომობილს აუცილებლად იპოვით.


  

  
    2020 request a test drive hero

მოითხოვეთ უსაფრთხო, სასიამოვნო ტესტ-დრაივი

გამოცადეთ Lexus-ის გასაოცარი ტესტ-დრაივი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა.