LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

რატომ ჰიბრიდი?

ბენზინის ძრავის მთელი სიმძლავრე, გაერთიანებული ელექტროძრავის ეკონომიურობასთან.

ეფექტური მუშაობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე

Lexus-ის ჰიბრიდი სასიამოვნოდ მარტივია, გთავაზობთ საწვავის ეკონომიას და შემცირებულ ემისიებს სამუშაო მაჩვენებლების დაქვეითების გარეშე. გაეცანით უპირატესობებს და მიიღეთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე. მალე გაარკვევთ, თუ რატომ აირჩია ბევრმა მძღოლმა Lexus-ის ჰიბრიდი.

2017 lexus understanding hybrid portrait self charging

ჰიბრიდის უპირატესობები

თვითდამუხტვა: არ საჭიროებს ელექტროენერგიის წყაროსთან შეერთებას

ელექტრომობილების და დასამუხტი ჰიბრიდებისგან განსხვავებით, თქვენ არასოდეს დაგჭირდებათ Lexus-ის ჰიბრიდის მიერთება დენის წყაროზე, ის თვითონ იმუხტება და ყოველთვის მზადაა ადგილიდან დასაძრავად.

იმის მიუხედავად, თუ რა გირჩევნიათ, ქალაქში სეირნობა მეგობრებთან ერთად, ოჯახის გაყვანა თავგადასავლების საძიებლად თუ შორ მანძილზე მგზავრობა, დარწმუნებული ვართ, რომ არის ისეთი Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც შეესატყვისება თქვენს მოთხოვნილებებს.

ჰიბრიდის განმარტება

  • როგორ მუშაობენ LEXUS-ის ჰიბრიდული ავტომობილები?

    Lexus-ის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებში ბენზინის ძრავები ინტელექტუალურად არის კომბინირებული ელექტრომოტორებთან. ჩვენს ავტომობილში არსებული ტექნოლოგიები თავად ირჩევენ ენერგიის საუკეთესო წყაროს თქვენი მართვის შესაბამისად, ჩარევის გარეშე. ჰიბრიდული ტექნოლოგია ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და ნულოვან ემისიებს, როდესაც მუშაობს ელექტროენერგიაზე.

  • დამჭირდება ქსელში ჩართვა?

    არა. ჩვენი ჰიბრიდის ძრავები თავად მუხტავს ბატარეებს, ენერგიის გარდაქმნის ინოვაციური ტექნოლოგიის და რეგენერაციული დამუხრუჭების წყალობით.

  • არის თუ არა ჰიბრიდის შენახვა ძვირი?

    Lexus-ის ჰიბრიდული ავტომობილისთვის არ დაგჭირდებათ დამატებითი საექსპლუატაციო ან ტექმომსახურების ხარჯები. ფაქტობრივად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თქვენ დაზოგავთ საწვავის ხარჯებს, როდესაც თქვენი Lexus-ის ჰიბრიდი აირჩევს ელქტრომოტორით სიარულს და ასევე, მიიღებთ საგადასახადო შეღავათებს მცირე ემისიების გამო იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს შესაბამისი რეგულაციები.

  • რამდენად საიმედოა ძრავები?

    ჩვენი ჰიბრიდული მოდელები ისევე საიმედოა, როგორც ჩვეულებრივი ბენზინის ან დიზელის ძრავიანი ავტომობილები. ისინი განსაკუთრებით გამძლეა, ელექტრომოტორებს და გენერატორებს საერთოდ არ სჭირდებათ ტექმომსახურება. დამატებითი კომფორტისთვის თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცალკე დიაგნოსტიკა ჰიბრიდისთვის.

  • მოქმედებს თუ არა ჰიბრიდი სამუშაო მაჩვენებლებზე?

    არასოდეს. ფაქტობრივად, ჩვენი მოდელები სტანდარტულ ავტომობილებზე უკეთ მუშაობს, განსაკუთრებით, როდესაც EV (ელექტრომობილის) რეჟიმში დაძრავთ ავტომობილს და საშუალებას მისცემთ თქვენს Lexus-ს გადაერთოს ბენზინის ძრავაზე, როცა საჭირო გახდება.

  • როგორ ხდება ჰიბრიდული ავტომობილების ტექმომსახურება?

    ყოველწლიური ჰიბრიდული დიაგნოსტიკა საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი Lexus-ის ჰიბრიდისგან. ჰიბრიდული დიაგნოსტიკა უფასოა და გათვალისწინებულია, როდესაც თქვენი Lexus-ი სერვისისთვის შემოდის სახელოსნოში.


  

  
    2017 lexus understanding hybrid cinemagraph engine fallback

ძალდაუტანებელი მართვა

გამოცადეთ თავად, თუ როგორ ძალდაუტანებლად რეაგირებს ჰიბრიდი გზაზე, როდესაც თქვენ მართავთ მას, ის ავტომატურად გადადის ერთი ენერგიის წყაროდან მეორეზე და ამასთან, გაძლევთ უფრო მეტი კონტროლის საშუალებას.

  • 2017 lexus understanding hybrid portrait thoughtful living

    ჰიბრიდის უპირატესობები

    გააზრებული ცხოვრება

    Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის შერჩევა თქვენი ცხოვრების სტილის გათვალისწინებით არ იქნება რთული გადაწყვეტილება.

    ჩვენი ჰიბრიდების სამოდელო ხაზი კონცენტრირებულია მოხერხებასა და გააზრებაზე და შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების წესის შესაბამისად იმუშაოს. არ აქვს მნიშვნელობა ქალაქში მგზავრობთ, საყიდლებზე მიდიხართ, თავგადასავლებს ეძებთ თუ ერთობით ოჯახთან ერთად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არსებობს ზუსტად თქვენთვის შესაფერისი მოდელი.

    Lexus-ის ინოვაციური ძალოვანი აგრეგატები ელეგანტურადაა გაფორმებული და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ და სრულად გამოიყენოთ დახვეწილი სალონი და ტევადი საბარგული.

  • 2017 lexus understanding hybrid portrait cleaner future

    ჰიბრიდის უპირატესობები

    უფრო სუფთა მომავალი

    დადასტურებულია, რომ დიზელის და ბენზინის გამონაბოლქვი ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული და თქვენს ქალაქებში უბრალოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით დამთავრებული, Lexus-ი გიბიძგებთ იყოთ გონიერი და ინოვაციური და შეამციროთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

    იქნება ეს ჩვენი ეკოლოგიური ტექნოლოგიის შექმნა, ემისიის შემცირება წარმოებისას თუ რეციკლირების გაზრდა, ჩვენს ოფისში, ჩვენ ვიყენებთ 360°-იან მიდგომას უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

    Lexus-ის ჰიბრიდი ხელს უწყობს მძღოლებს, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან გარემოს. ფაქტობრივად, ჩვენი ჰიბრიდული სისტემები ამცირებენ მავნე აირების ემისიას 2014 წლის Euro 6 დიზელის სტანდარტის ერთ მეათედამდე. ჩვენ დაგეხმარებით დაიცვათ გარემო Lexus-ის განთქმული სამუშაო მაჩვენებლების, ხარისხის, ოსტატობის და დიზაინის დათმობის გარეშე.

  • 2017 lexus understanding hybrid portrait smarter economics

    ჰიბრიდის უპირატესობები

    უფრო ჭკვიანური ეკონომიკა

    ჰიბრიდული ტექნოლოგია უფრო მსუბუქ ზემოქმედებას ახდენს როგორც გარემოზე, ასევე თქვენს საფულეზეც. საწვავის შეუდარებელი ეკონომიურობით და შემცირებული ემისიით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ხარჯები, როგორც პირადი, ასევე კომპანიის* (*ესაუბრეთ თქვენს ადგილობრივ Lexus-ის უფლებამოსილ საცალო მოვაჭრეებს).

    ჰიბრიდების ნაწილებს, ტექმომსახურებას და სერვისს უზრუნველყოფენ ჩვენი მაღალკვალიფიციური ექსპერტები - ზუსტად ისე, როგორც მოელით Lexus-ის სერვისისგან. ჩვენ ასევე გთავაზობთ ჰიბრიდულ დიაგნოსტიკას, როგორც თქვენი მომსახურების ნაწილს, რათა თქვენი ავტომობილი ყოველთვის შეუფერხებლად მუშაობდეს.

პასუხები თქვენს შეკითხვებზე ჰიბრიდებთან დაკავშირებით

ჩვენ ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში პიონერები ვართ, ამ გზას 2004 წლიდან მივყვებით და მალე მივაღწევთ, რომ ფეშენებელური ჰიბრიდული ავტომობილების პირველი არჩევანი გავხდეთ მსოფლიოში. თუ კიდევ გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ, ჩვენთვის ხშირად დასმულ შეკითხვებს ან დაუკავშირდეთ Lexus-ის ადგილობრივ ლიცენზირებულ საცალო მოვაჭრეს.

  • რას წარმოადგენს ჰიბრიდული ავტომობილი?

    ჰიბრიდულ ავტომობილს ენერგიის ორი წყარო აქვს: ბენზინის ძრავა და ელექტრომოტორი. სრულ ჰიბრიდულ სისტემაში, როგორიცაა – Lexus Hybrid Drive - ორივე მათგანს შეუძლია ინდივიდუალურად ამუშაოს ავტომობილი ან ერთად. ჰიბრიდული სისტემა ახდენს თქვენი მართვის პირობების მონიტორინგს და შეუფერხებლად აკონტროლებს ენერგიის მიწოდებას. ამის შედეგია გაუმჯობესებული ეკონომიურობა, უფრო ნაკლები გამონაბოლქვი და ოპტიმიზირებული სამუშაო მაჩვენებლები.

  • როგორ მუშაობენ ჰიბრიდული ავტომობილები?

    ბენზინის ძრავები ყველაზე კარგად მუშაობს მუდმივ სიჩქარეზე, ხოლო ელექტრომოტორები შესანიშნავია აჩქარებისას და დაბალი სიჩქარის შემთხვევაში. ჰიბრიდული ავტომობილები ორივე მათგანის უპირატესობებს ითავსებს.

    Lexus-ის ჰიბრიდის შემთხვევაში, ენერგიის კონტროლის ბლოკი ახორციელებს მგზავრობის პირობების ინტელექტუალურ მონიტორინგს და ირჩევს, თუ რომელი ენერგიის წყარო უნდა გამოიყენებოდეს მოცემულ მომენტში. ის შეუფერხებლად გადაერთვება ერთი ენერგიის წყაროდან მეორეზე ან იყენებს ორივეს. ოპტიმალური არჩევანი კეთდება თქვენს ნაცვლად და ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაზრდილი სიმძლავრით, სწრაფი აჩქარებით და დინამიკური მართვით.

    ზუსტად მორგებულ აეროდინამიკასთან და მსუბუქ მასალებთან ერთად, ჩვენი ჰიბრიდული ტექნოლოგია, ასევე უზრუნველყოფს თქვენთვის საწვავის ეკონომიას და მცირე გამონაბოლქვს. ხოლო, როდესაც მხოლოდ ელექტროენერგიაზე ამუშავებთ ავტომობილს, მას საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი.

  • რამდენად საიმედოა LEXUS-ის ჰიბრიდები?

    ჩვენი ჰიბრიდული მოდელები ისევე საიმედოა, როგორც ჩვეულებრივი ბენზინის ან დიზელის ავტომობილები. ისინი განსაკუთრებით გამძლეა, ხოლო ელექტრომოტორებს და გენერატორებს საერთოდ არ სჭირდებათ ტექმომსახურება.

  • ჰიბრიდული ავტომობილის ტექმომსახურება უფრო ძვირია?

    ყოველწლიური ჰიბრიდული დიაგნოსტიკა საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი Lexus-ის ჰიბრიდისგან. ჰიბრიდული დიაგნოსტიკა უფასოა და წარმოადგენს Lexus-ის სერვისის ნაწილს. თუმცა, თუ თქვენი დაგეგმილი სერვისის დრო არ დამდგარა, თქვენ შეგიძლიათ თავი დაიმშვიდოთ და ისარგებლოთ რიგგარეშე ჰიბრიდული დიაგნოსტიკით.

  • რამდენად უსაფრთხოა ჰიბრიდული ავტომობილები?

    Lexus-ის ჰიბრიდებს უტარდებათ უსაფრთხოების მახასიათებლების ისეთივე ექსპერტიზა და მკაცრი ტესტირება, როგორც მთელ ჩვენს სამოდელო ხაზს. ისინი არიან უსაფრთხო და მოსახერხებელი ავტომობილები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს სიმშვიდეს.

  • რას უპირატესობები აქვს ჰიბრიდულ ავტომობილს?

    ჰიბრიდული ავტომობილი საწვავს იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად სჭირდება. დაბალი სიჩქარით მგზავრობისას, თქვენი ავტომობილი შეუფერხებლად გადაერთვება ელექტროენერგიაზე. ეს ნიშნავს, რომ ჰიბრიდული ავტომობილი ეფექტიანი და ეკონომიურია, აქვს მცირე გამონაბოლქვი, სიჩქარის მომატების დროსაც კი. როდესაც მხოლოდ ელექტროენერგიაზე ამუშავებთ ავტომობილს, მას საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი. ავტომობილის საერთო სამუშაო მაჩვენებლებიც ოპტიმიზირებულია.

  • რა უპირატესობები აქვთ LEXUS-ის ჰიბრიდებს სხვა ჰიბრიდულ სისტემებთან შედარებით?

    Lexus-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია ორიგინალურია და საუკეთესო. ჩვენ პირველებმა გამოვუშვით სრული ჰიბრიდები და მას შემდეგ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის დახვეწას. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში მილიონობით მძღოლი გადის მილიონობით კილომეტრს, ჩვენი მოწინავე ტექნოლოგიის მეშვეობით.

    სხვა სისტემებისგან განსხვავებით, Lexus Hybrid Drive-ს შეუძლია მუშაობა მხოლოდ ელექტროენერგიაზე დაბალი სიჩქარის დროს. ეს ნიშნავს ნულოვან ემისიებს და საწვავის შეუდარებელ ეკონომიას. კონკურენტ სისტემებს, როგორც წესი, უფრო პატარა ელექტროძრავები აქვთ და ისინი მხოლოდ ბენზინის ძრავასთან ერთად მუშაობენ - მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ამუშაონ ავტომობილი.

  • შემიძლია გადავრთო ენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე?

    მაგის საჭიროება არ არის. ინტელექტუალური ენერგიის მართვის ბლოკი აკონტროლებს მგზავრობის პირობებს და ენერგიის მიწოდებას, რათა შეამციროს ემისია და აამაღლოს სამუშაო მაჩვენებლები. ავტომობილის დაძვრიდან აჩქარებამდე, მგზავრობასა და შენელებამდე, ოპტიმალური არჩევანი თქვენს ნაცვლად კეთდება.

    ნულოვანი ემისიებისა და მაქსიმალური ეკონომიისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ელექტროენერგიის რეჟიმი, მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, თუ მოისურვებთ - თუ მზაგვრობის პირობები სათანადოა.

  • შემიძლია დავტოვო LEXUS-ის ჰიბრიდული ავტომობილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბატარეის დამუხტვის გარეშე?

    საჭირო არაა თქვენი Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის დამუხტვა - ის ყოველთვის მზად არის ადგილიდან დასაძრავად.

    ისევე, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილის შემთხვევაში, ბატარეა შეიძლება დაჯდეს, თუ მას არ გამოიყენებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, როცა შვებულებაში იქნებით. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა და თუ ეს მოხდება, ავტომობილს დაძრავთ ბენზინის ძრავით.

    მოწინავე, კომპაქტური ბატარეა ეფექტურად იმუხტება ავტომობილის მართვისას. ის ასევე იმუხტება ECB-R-ის (ელექტრულად კონტროლირებადი დამუხრუჭების რეგენერაცია) მეშვეობით. ეს ჭკვიანი ტექნოლოგია ენერგიას იღებს, როდესაც ამუხრუჭებთ და გარდაქმნის მას ელექტროენერგიად, თქვენი ბატარეის დასამუხტად.

  • რა მანძილის გავლა შეუძლია LEXUS-ის ჰიბრიდულ ავტომობილს მხოლოდ ბატარეის ენერგიაზე?

    ეს დამოკიდებულია ბატარეის დამუხტვის დონეზე, მგზავრობის პირობებზე და იმაზე, თუ რამდენად დატვირთულია ავტომობილი.

    Lexus-ის ჰიბრიდს შეუძლია მხოლოდ ბატარეაზე მუშაობა დაბალი სიჩქარეების შემთხვევაში. ჩვენი სისტემა ახორციელებს ბატარეის მუხტის ინტელექტუალურ მონიტორინგს და ინარჩუნებს მუხტს მინიმალურ დონეზე. თუ თქვენ შორ მანძილზე ან უფრო დიდი სიჩქარით მგზავრობთ, ამუშავდება ბენზინის ძრავა.

  • შემიძლია ვისარგებლო LEXUS-ის ჰიბრიდული ავტომობილით ექსტრემალური ამინდის პირობებში?

    Lexus-ის ჰიბრიდებს ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც ტრადიციულ ავტომობილებს. ისევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მგზავრობის პირობებს და გამოიჩინოთ სიფრთხილე საჭიროების შემთხვევაში. ყოველთვის მოერიდეთ მგზავრობას, როდესაც გაიგებთ გაფრთხილებას ცუდი ამინდის შესახებ.

  • რით განსხვავდება LEXUS-ის ჰიბრიდი ბენზინის ექვივალენტებისგან?

    Lexus-ის ყველა ჰიბრიდულ ავტომობილს ენერგიის ორი წყარო აქვს: ბენზინის ძრავა და ელექტროძრავა. ორივე მათგანს შეუძლია ინდივიდუალურად ამუშაოს ავტომობილი ან ერთად. მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ენერგიის კონტროლის ბლოკი ინტელექტუალურად ახდენს თქვენი მართვის პირობების მონიტორინგს და შეუფერხებლად აკონტროლებს ენერგიის მიწოდებას. ამის შედეგია გაუმჯობესებული ეკონომიურობა, უფრო ნაკლები გამონაბოლქვი და ოპტიმიზირებული სამუშაო მაჩვენებლები.

    ჩვენი ჰიბრიდები საუკეთესოა მათ შესაბამის კლასებში და ამგვარად, თქვენ მიიღებთ საუკეთესო სპეციფიკაციებს და მართვის შესანიშნავ გამოცდილებას. არ აქვს მნიშვნელობა პირადად იყენებთ, თუ როგორც კომპანიის ავტომობილს, Lexus-ის ჰიბრიდი დაგიზოგავთ ფულს და ამასთან, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

  • დამჭირდება LEXUS-ის ჰიბრიდული ავტომობილის ბატარეის გარედან დამუხტვა?

    არასოდეს. Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილები არ საჭიროებენ ქსელში ჩართვას, ისინი იმუხტებიან მგზავრობისას და იყენებენ ECB-R-ს: ელექტრულად კონტროლირებადი დამუხრუჭების ენერგიის რეგენერაციას,როდესაც ამუხრუჭებთ ავტომობილის.

  • რა მაქსიმალურ სიჩქარეს აღწევს LEXUS-ის ჰიბრიდული ავტომობილი, სანამ ამოქმედდება ბენზინის ძრავა?

    ჰიბრიდული ავტომობილები გადადის ბენზინის ძრავაზე, როდესაც ისინი გარკვეულ სიჩქარეს აღწევენ. ოპტიმალურ პირობებში, ჰიბრიდს შეუძლია მიაღწიოს 50 კმ/სთ სიჩქარეს - ან 65 კმ/სთ-ს NX-ის შემთხვევაში, მხოლოდ ელექტროენერგიით, სანამ ამოქმედდება ბენზინის ძრავა.

Next steps