უფრო რბილი სტარტი
თვითდამუხტვადი ბატარეა ყოველთვის მზადაა.
კომბინირებული ენერგია
მართეთ ავტომობილი ბენზინის და ელექტროენერგიის მუდმივად ადაპტირებადი კომბინაციით.
უფრო „ჭკვიანური“ დამუხრუჭება
რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემა გამოიმუშავებს ენერგიას, როცა თქვენ ანელებთ მოძრაობას.
ბენზინის ძრავა
ელექტრომოტორი
მუხრუჭი
ბატარეა
ბენზინის ძრავა
ელექტრომოტორი
მუხრუჭი
ბატარეა
ბენზინის ძრავა
ელექტრომოტორი
მუხრუჭი
ბატარეა

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უფრო რბილი სტარტი

უბრალოდ ადექით და გაემგზავრეთ. მძღოლის სავარძელში ჩაჯდომის მომენტიდანვე, თვითდამუხტვადი ბატარეა იქნება მზადყოფნაში, ყოველგვარი დენის წყაროში ჩართვის ან მთელი ღამის განმავლობაში დამუხტვის საჭიროების გარეშე.

ქალაქში მართვის დროს ირთვება სრულად ელექტრული - EV რეჟიმი, ნულოვანი ემისიით და საწვავის ხარჯის გარეშე, რომელსაც, როგორც წესი, მოიხმარს დაბალ სიჩქარეებზე*. მოხერხებული მართვით გადატვირთულ გზაჯვარედინებზე, ის შესანიშნავად არის ადაპტირებული ურბანული ცხოვრებისთვის.

*იმ მომენტებში, როდესაც დაბალ სიჩქარეზე გჭირდებათ დამატებითი სიმძლავრე, მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავა.

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

კომბინირებული ენერგია

Lexus-ის ჰიბრიდში არსებული ენერგიის ორი წყარო თქვენ გაძლევთ ორივეს - სიმძლავრეს და ეკონომიურობას.

ბენზინის ძრავისა და ელექტროენერგიის კომბინაციით, ჰიბრიდული სისტემა მონიტორინგს უწევს მართვის პირობებს ორივე ენერგიის წყაროს კოორდინაციისთვის, იქნება ეს აჩქარების, თუ გადატვირთული საგზაო მოძრაობის დროს.

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უფრო „ჭკვიანური“ დამუხრუჭება

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი გულდასმით ზოგავს ენერგიას.

ნებისმიერ მომენტში, მგზავრობისას თქვენი ბატარეა იმუხტება. არა მხოლოდ მგზავრობისას, არამედ შენელების ან გაჩერების დროსაც კი, ჩვენი რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემა აღადგენს კიდევ უფრო მეტ ენერგიას.