LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

ჰიბრიდი ბიზნესისთვის

ეკოლოგიურად პასუხისმგებლური, ეკონომიკურად ეფექტური, ინოვაციური ფუფუნება. კომპანიის ავტომობილი, რომელიც ისევე მაღალეფექტიანია, როგორც თქვენი ბიზნესი და ამასთან, დიზელის უფრო ჭკვიანურ ალტერნატივას წარმოადგენს.

გონივრული არჩევანი

ეს არ არის მხოლოდ საწვავის თვალსაზრისით გამორჩეული ეკონომიურობა, მძღოლის მხარდაჭერის მაღალტექნოლოგიური სისტემები ან Takumi-ს დიზაინი და ოსტატობა. ის შერწყმულია Lexus-ის სამუშაო მაჩვენებლებსა და ინოვაციებთან, Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ყიდვა გონივრული არჩევანი იქნება თქვენი ბიზნესისთვის.

  • 2017 lexus hybrid for business portrait reduce emissions

    ჰიბრიდი ბიზნესისთვის

    ყოველთვის მზად, შეამციროს ემისია

    Lexus-ის ჰიბრიდების ხაზი არის გონივრული გზა თქვენი საქმიანობის ფარგლებში შეამციროთ ნახშირბადის კვალი. ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგია თავის წვლილს შეიტანს გარემოს დაბინძურების შემცირებაში, როგორც ადგილზე, ასევე გლობალურადაც, მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების გზით და ხელს შეუწყობს თქვენს ქალაქში ჰაერის გასუფთავებას.

  • 2017 lexus hybrid for business portrait financial efficiency

    ჰიბრიდი ბიზნესისთვის

    ყოველთვის მზად ფინანსური ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის

    Lexus-ის ჰიბრიდის ინოვაციური ტექნოლოგია და დადასტურებული ეკონომიურობა საწვავის ხარჯის თვალსაზრისით, ხელს უწყობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას, რაც დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

    თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილი, ისევე, როგორც ერთი ტიპის საწვავზე მომუშავე ავტომობილი და სანაცვლოდ ისარგებლოთ დამატებითი უპირატესობებით. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენი Lexus-ი გამორჩეულად საიმედო იქნება და ამასთან, არ დაგჭირდებათ დამატებითი ხარჯები ტექნიკური და ჰიბრიდული სისტემის დიაგნოსტიკისათვის. სერვისი მოიცავს დიაგნოსტიკას ყოველ ჯერზე.

    ჰიბრიდი არამარტო ეკონომიურია საწვავის თვალსაზრისით: საბოლოო ჯამში, ის შეიძლება ასევე ხელსაყრელი გახდეს თქვენი ბიზნესისთვისაც. სამი წლის განმავლობაში ჰიბრიდის ექსპლუატაციის შემთხვევაში კომპანია შეძლებს დაზოგოს თანხები გადასახადებზე და პირად ვალდებულებებზე.

    Lexus-ის ჰიბრიდზე გადასვლა შესაძლოა შესანიშნავი ინვესტიცია გახდეს თქვენი კომპანიისთვის.

  • 2017 lexus hybrid for business portrait driving performance

    ჰიბრიდი ბიზნესისთვის

    ყოველთვის მზად, მართვის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად

    ჩვენი ორმაგი ენერგიის წყარო უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო სიმძლავრეს გზაზე და უფრო კომფორტულ მგზავრობას შორ მანძილებზე.

    საწვავის ეკონომიურ ხარჯვასთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდების ხაზის ყველა ავტომობილისთვის უზრუნველყოფს თქვენთვის უფრო მეტ სიმშვიდეს, რელაქსაციას და კონცენტრაციას, ყოველივე ეს Takumi-ს ოსტატობის სტანდარტების შესაბამისად.

    ამგვარად, იმის მიუხედავად, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ თუ დრო გჭირდებათ დასაფიქრებლად, თქვენ მიხვალთ დასვენებული და მზად იქნებით მუშაობისთვის.

გაეცანით სამოდელო ხაზს

გაეცანით Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სამოდელო ხაზს ბიზნესისთვის, ყველაზე ფართო არჩევანს ნებისმიერი მაღალი დონის მწარმოებლებისგან.


  

  
    2017 lexus hybrid for business full width cinemagraph is fallback
2017 lexus hybrid for business portrait refined luxury

LEXUS-ის ჰიბრიდი

დახვეწილი ფუფუნება

შემოქმედებითი ოსტატობა მხოლოდ გაფორმება არ არის, ესაა აბსოლუტური ხარისხის მიმართ ჩვენი მიდგომის არსი. ჩვენი Takumi ოსტატები აერთიანებენ ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან წარმოების ყოველ ეტაპზე, შედეგებზე ორიენტირებული სავალი ნაწილის შექმნიდან - ინტერიერის ხელნაკეთ მოპირკეთებამდე, ყოველივე ეს კეთდება უნაკლო, საბოლოო პროდუქციის მისაღებად.

ჩვენი ინტელექტუალური უსაფრთხოების სისტემები, Lexus Safety System+ და Lexus Safety System+ A, ასევე უზრუნველყოფს ინოვაციურ, მძღოლის მხარდაჭერის უახლეს სისტემებს, გზის და მძღოლის განზრახვის ამოცნობის ფუნქციით, რათა შემოგთავაზოთ მაქსიმალური კონტროლი, სანდოობა და კომფორტი ავტომობილის მართვისას.

საექსპლუატაციო გარანტია ნებისმიერი კომპანიის ან ავტოპარკის მენეჯერისთვის.

Next steps