LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უპირატესობები

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია ნაკლებად აზარალებს გარემოს და თქვენს საფულეს. შესანიშნავ ენერგოეფექტურობასთან და შემცირებულ გამონაბოლქვთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ ტექმომსახურების და ექსპლუატაციის ხარჯები.

უფრო მწვანე

ჩვენი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემები ეკოლოგიურად უსაფრთხოა და მათი წყალობით მცირდება გარემოში მავნე აირების გამოფრქვევა, 2014 წლის "Euro 6 Diesel" სტანდარტით გათვალისწინებული ზღვრის ერთ მეათედამდე.

ევროკავშირის ბევრ ქალაქში განსაზღვრულია დაბალი დონის გამონაბოლქვის ზონები, რაც წარმოადგენს ევროკავშირის ამოცანის ნაწილს, გარდაიქმნას კლიმატის მიმართ ნეიტრალურ რეგიონად.

მაღალი დონის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს ეკრძალებათ ამ ზონებში შესვლა ან ეკისრებათ გადასახადი. დაბალი დონის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის, როგორიცაა: Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდები, ამ ზონებში შესვლა უფასოა.


  

  
    2019 lexus hybrid benefits greener
  • 
  

  
    2019 lexus hybrid benefits lower costs

    უპირატესობები

    შემცირებული ხარჯები

    ჩვეულებრივ, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენა, ფლობა და ექსპლუატაცია ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული დიზელის მოდელებთან შედარებით.

    ტექმომსახურების შემცირებული ხარჯები

    გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, ამ ავტომობილების ტექმომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რადგან ჰიბრიდულ სისტემას არ გააჩნია გადაბმულობა, კბილანა ღვედი, სტარტერის მოტორი, ცვლადი დენის გენერატორი და ა.შ.

    აგრეთვე, სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება იმის გამოც, რომ Lexus-ის ჰიბრიდებში შემცირებულია სამუხრუჭე ხუნდების და საბურავების ცვეთა, რაც მათ ეკონომიურობას კიდევ უფრო ზრდის.

    ჰიბრიდული სისტემის ყოველწლიური დიაგნოსტიკა საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი Lexus-ის ჰიბრიდისგან. ჰიბრიდული სისტემის შემოწმება უფასოა, რაც წარმოადგენს Lexus-ის ნებისმიერი მომსახურების ნაწილს. თუმცა, თუ თქვენი დაგეგმილი სერვისის დრო არ დამდგარა, თქვენ შეგიძლიათ თავი დაიმშვიდოთ და ისარგებლოთ რიგგარეშე ჰიბრიდული დიაგნოსტიკით.

  • 
  

  
    2019 lexus hybrid benefits tax savings

    უპირატესობები

    გადასახადების დაზოგვა

    მთელს ევროკავშირში თვითდამუხტვადი ჰიბრიდების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია უამრავი საგადასახადო და ფინანსური შეღავათი.

ექსპლუატაცია უფრო ადვილია

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი ნიშნავს, რომ არ არის საჭირო დასამუხტი სადენი. არავითარი დიზელი. არავითარი კომპრომისი. თქვენ არასოდეს დაგჭირდებათ Lexus-ის ჰიბრიდის დამუხტვა დენის ქსელში - ის ყოველთვის მზადაა ნებისმიერ მანძილზე მგზავრობისთვის.


  

  
    2019 lexus hybrid benefits easier to run