სერვისი და ტექნიკური მომსახურება

თქვენი Lexus-ის მოვლა სახლიდან, COVID-ის პირობებში

თუ თქვენს Lexus-ს ახლა უფრო ნაკლები ინტენსიურობით მართავთ, მაშინ გაიგეთ, თუ როგორ შეინახოთ ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაში და მზადყოფნაში შემდგომი მგზავრობისთვის.


  

  
    Parallax Image 1 Windscreen

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

საქარე მინა

თუ თქვენი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული გყავდათ და აპირებთ გამოყვანას, მაშინ კარგი იქნება თუ ჯერ საქარე მინას შეამოწმებთ. ის შეიძლება დაფარული იყოს დაგროვილი მტვრით, ყვავილის მტვრით ან ხის წვენით. თუ ძლიერ არის დაბინძურებული, თქვენი საქარე მინის საწმენდმა სისტემამ შესაძლოა ვერ გაწმინდოს, ამიტომ გამოიყენეთ ნაჭერი და საქარე მინის საწმენდი სითხე (დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოს).


  

  
    Copy of Parallax Image 2 Tyres 1

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

საბურავები

თუ ავტომობილით დიდი ხნის განმავლობაში არ სარგებლობდით, საბურავებს შეიძლება გაუჩნდეს ბრტყელი მონაკვეთი, რამაც შესაძლოა წარმოქმნას მცირე შეფერხება ან ვიბრაცია, როცა ავტომობილს ხელახლა გაატარებთ. როგორც წესი, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ეს სიმპტომები ქრება.
ქვემოთ მოყვანილი უსაფრთხოების ზომები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ საბურავებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

საბურავების წნევის შემოწმება

  • ავტომობილით ნაკლებად სარგებლობის პერიოდში, საბურავებში წნევა შეამოწმეთ სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც.
  • საბურავების წნევის მონაცემების ცხრილი დატანილია საწვავის ავზის თავსახურის შიგნით, ან იხილეთ ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელო.


  

  
    Copy of Parallax Image 3 Tyres 2

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

საბურავები

თქვენი Lexus-ის პარკირების წესები სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში:

  • დაბერეთ თითოეული საბურავი 3ბარ/43ფუნტ კვადრატულ დიუიმამდე, თქვენი Lexus-ის საბარგულში არსებული კომპლექტის დახმარებით, რომელიც მოიცავს საბურავების წნევის საზომ აპარატს.
  • არ გაბეროთ საბურავები ბენზინგასამართ სადგურში და არ ცადოთ ავტომობილით მოძრაობა 3ბარ/43ფუნტ კვადრატულ დიუიმამდე გაბერილი საბურავებით, რადგან ეს შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
  • არ დაგავიწყდეთ საბურავებში წნევის შემცირება ჩვეულ ნორმამდე, როცა თქვენი ავტომობილით სარგებლობას ხელახლა დააპირებთ (რომ არ დაგავიწყდეთ, ჩაიწერეთ და მოათავსეთ ხელსაწყოთა პანელზე).
  • თუ თქვენი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პოზიციაში დგას, არსებობს საბურავის კედლის დაზიანების ალბათობა. ამის თავიდან ასაცილებლად ავტომობილს პერიოდულად შეუცვალეთ პოზიცია.


  

  
    Copy of Parallax Image 4 Brakes

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

მუხრუჭების შემოწმება

თქვენი Lexus-ის მუხრუჭები შესაძლოა დაჟანგდეს, თუ დიდი ხნის განმავლობაში გარეთ გაჩერებულს დატოვებთ. ჟანგის მოსაცილებლად და მუხრუჭების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად რეკომენდებულია გაატაროთ თქვენი ავტომობილი 30 კმ/სთ სიჩქარით, შემდეგ სრულად გააჩეროთ და ასე გაიმეოროთ 10-ჯერ. თქვენ უნდა დაამუხრუჭოთ ჩვეულებრივად - არა მძიმედ - და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დამუხრუჭება უსაფრთხოა (რაც ნიშნავს იმას, რომ უკან ავტომობილები არ არიან).


  

  
    Lexus Salon

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

შეამოწმეთ მოწყობილობები და ძრავა

როცა თქვენი ავტომობილით რეგულარულად არ სარგებლობთ, კარგი იქნება თუ პერიოდულად დაქოქავთ მას:

  • შეამოწმეთ ხელსაწყოთა პანელი, ხომ არ ანთია გაფრთხილების ინდიკატორები. (სახელმძღვანელოში იხილავთ, თუ რას ნიშნავს თითოეული ინდიკატორი).
  • ბენზინისა და დიზელის ძრავისთვის, დაქოქეთ კვირაში 20-30 წუთის განმავლობაში.
  • ჰიბრიდისთვის, კვირაში ერთხელ დააჭირეთ დაქოქვის ღილაკს და სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ "P" პარკინგის რეჟიმში.
  • დარწმუნდით, რომ მეორეხარისხოვანი ელექტრო აღჭურვილობა გამორთულია, ისეთი როგორიცაა რადიო ან კონდიციონერი.
  • ძრავა დაქოქეთ მხოლოდ ღია სივრცეში, რათა თავიდან აიცილოთ გამონაბოლქვის შესუნთქვა.
  • არ დატოვოთ თქვენი ავტომობილი მეთვალყურეობის გარეშე.


  

  
    Parallax Image 2 Oil

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

ძრავის ზეთი

ზეთის დონის საზომის გამოყენებით შეამოწმეთ ძრავის ზეთის დონე (დეტალებისთვის იხილეთ ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელო). თუ ზეთის დამატება გახდა საჭირო, დარწმუნდით რომ ასხამთ რეკომენდებული კატეგორიის ზეთს (Lexus-ის ადგილობრივი ცენტრი მოხარული იქნება მოგცეთ რჩევა ამასთან დაკავშირებით).


  

  
    Parallax Image 3 Tank

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

გაავსეთ ავზი

კარგი იქნება, თუ საწვავის ავზი გავსებული გექნებათ, როცა ავტომობილს არ იყენებთ. ეს უზრუნველყოფს ძრავის თანაბარ მუშაობას შემდგომი მგზავრობის დროს.


  

  
    Parallax Image 4 Air Conditioning

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

ჰაერის კონდიცირება

ჩართეთ კონდიციონერი თვეში ერთხელ, რათა მოხდეს სისტემის სათანადოდ შეზეთვა და დაგროვილი სუნების შემცირება. გამოიყენეთ სრული სიმძლავრე, რათა ყველა სავენტილაციო ღიობიდან მოხდეს ჰაერის დაბერვა.


  

  
    Lexus Car

თქვენი LEXUS-ის მოვლა სახლიდან

12v აკუმულატორი

თუ თქვენი 12v აკუმულატორი განმუხტულია, შეგიძლიათ ავტომობილი დაქოქოთ დასაქოქი კაბელების და მეორე ავტომობილის დახმარებით, თუ შინ ამის საშუალება გაქვთ (დეტალებისთვის იხილეთ ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელო) ან:

  • დაუკავშირდით გზებზე დახმარების ადგილობრივ სერვისს
  • ან მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას.

არ დაგავიწყდეთ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.

ჩამოტვირთეთ სახელმძღვანელო თქვენი მოდელისთვის

მიიღეთ სახელმძღვანელო თქვენი Lexus-ის მოდელისთვის, რათა მისი მომსახურება სრულად იყოს შესრულებული იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ავტომობილი გაჩერებული გყავთ.