მიღწეულით თვითკმაყოფილება და ერთ ადგილზე გაჩერება ჩვენთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ, ახლახან, შევქმენით LF-30 კონცეპტუალური ავტომობილი. სიამოვნების ტრანსფორმაციისთვის შექმნილი ავტომობილი, გთავაზობთ მძღოლზე მორგებულ კონტროლის სისტემას და სალონის აქტიურ, ლუქს კლასის კომფორტულ გარემოს, ასევე ფუტურისტულ ექსტერიერს. მის თვლებში განლაგებული ოთხი ელექტრომოტორი, საჭის ელექტრული მართვის სისტემა და Lexus-ის პოზიციის კონტროლის მოწინავე სისტემა, მძღოლს შეუდარებელ მართვის გამოცდილებას ჰპირდება. ეს არის ელექტროფიკაციის სფეროში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილების შედეგი.
ინოვაციური ინტერიერი იყენებს ავტონომიურ ტექნოლოგიებს და პოზიციის კონტროლის ახალ, მოწინავე სისტემას, რაც ზრდის მართვით მიღებულ სიამოვნებას. შემდეგი თაობის ინტერფეისი მოიცავს ჟესტებით მართვას და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების რეალისტურ ტექნოლოგიას. გვერდითი ფანჯრების გაუმჭვირვალობის დონე რეგულირდება მარტივად, რაც უზრუნველყოფს გარემომცველი პეიზაჟების ფართო ხედვას ან განმარტოებას, როდესაც გსურთ დარჩეთ მხოლოდ თქვენ და თქვენი ავტომობილი.