LEXUS ELECTRIFIED
ჩვენ ვართ LEXUS
ELECTRIFIED
-
თვითდამუხტვადი ჰიბრიდი
თვითდამუხტვადი ჰიბრიდების სამოდელო ხაზი
იმ მომენტიდან, როცა ჯდებით Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის სავარძელზე, თქვენი ავტომობილი მზად არის წაგიყვანოთ იქ, სადაც ისურვებთ. ჰიბრიდის ელემენტი იმუხტება სიარულის, შენელებისა და დამუხრუჭების დროს. Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი აერთიანებს ბენზინისა და ელექტროძრავის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური მგზავრობისთვის. ის შექმნილია იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ მოხერხებულად და კომფორტულად. არავითარი დენში ჩართვა. არავითარი დიზელი. არავითარი კომპრომისი.

LEXUS ELECTRIFIED
LF-30 ELECTRIFIED
კონცეპტუალური ავტომობილი LF-30 Electrified ხორცს ასხამს "Lexus Electrified"-ის ხედვას. მისი ექსტერიერისთვის გამიზნული ის მოწინავე იერსახე, რომელსაც BEV-ისგან მოელოდნენ, მიმართულ იქნა მხატვრული შტრიხებისკენ, რაც წარმოგვიდგება ფუტურისტული ფორმით, ხოლო ინტერიერი მტკიცედ ერწყმის ავტომობილის ავტონომიურ მართვას და სხვა ახალ ტექნოლოგიებს, რაც მიზნად ისახავს, წარმოადგინოს Lexus-ის განმასხვავებელი მსოფლმხედველობა. მისი სამუშაო მაჩვენებლები ეფუძნება Lexus Electrified-ის კომპონენტებს, Lexus-ის უახლესი ტექნოლოგია კი ემატება ჩვენს ლიდერულ გამოცდილებას ჰიბრიდული ელექტრომობილის სისტემებში. ელექტროძრავის ზუსტი კონტროლი უზრუნველყოფს მდგომარეობის მყისიერ რეგულირებას, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში. ამას გარდა, LF-30 Electrified იყენებს უამრავ მოწინავე ტექნოლოგიას 2030 წლამდე პერსპექტივით, ისეთი როგორიცაა: ახალი კონცეპტუალური სალონი, ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ფილოსოფიითა და ელექტრული მართვის სისტემით.