1. Discover Lexus
  2. Technology
  3. Premium specification
იყავით კონტაქტზე

უმაღლესი კლასის სპეციფიკაციები

Lexus-ის თითოეული სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც შესრულებულია უაღრესად დიდი ყურადღებით და ხარისხით. ჩვენ ვისწრაფით გავაუმჯობესოთ ავტომობილის მართვის ყველა ასპექტი.

უნიკალური ტექნოლოგია, როგორც სტანდარტი

 

ჩვენს მთელ სამოდელო ხაზში თქვენ შეხვდებით უახლეს, ყველაზე მოწინავე ინოვაციებს. უმაღლეს დონეზე შესრულებული, ის უზრუნველყოფს თქვენთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებს. ჩვენი შესანიშნავი ინტერიერიდან, ინტელექტუალურ და ინტუიციურ უსაფრთხოების სისტემებამდე, როგორიცაა LSS+, ტექნოლოგია და ფუფუნება გაერთიანებულია ყველაფერში, რასაც ჩვენ ვქმნით.

გაუმჯობესებული პარამეტრები

ჩვენი ყველაზე დახვეწილი მახასიათებლებიდან უმეტესობა სტანდარტულად მოჰყვება ავტომობილს, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უახლესი ფუნქციებიც, გართობის, კლიმატ-კონტროლის და უსაფრთხოების სისტემების სფეროებში. შედეგი? დახვეწილი გამოცდილება ყოველთვის, როდესაც საჭესთან იქნებით.

ავტომობილის მართვისას ყველაფერი თქვენს კონტროლს ექვემდებარება. მართვის პანელზე არსებულ ღილაკზე მარტივი დაჭერით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააუმჯობესოთ გარემო, თქვენი არჩევანის მიხედვით.

აკუსტიკური სრულყოფილება

 

ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს უმაღლესი კლასის აუდიო სპეციალისტებთან - Mark Levinson®. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ინდივიდუალური აუდიო საშუალებების შესაქმნელად, რომლებსაც ავტომობილში გართობის საშუალებები ახალ დონეზე აჰყავს.

Mark Levinson® აქტიურად არის ჩართული ყველა ეტაპზე: ისინი ჩვენთან ერთად არიან ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ახალი ავტომობილის კონცეფციის წარმოსახვა და შემუშავება ხდება, ასე რომ, მათ შეუძლიათ იმის უზრუნველყოფა, რომ ავტომობილის ინტერიერი ზუსტად იყოს მორგებული ოპტიმალური აკუსტიკისთვის. დინამიკის განთავსება და კალიბრაცია სრულიად ინდივიდუალურია სალონის გარემოსთვის.

აბსოლუტურად მკაფიო

Lexus და Mark Levinson® გაერთიანდნენ აბსოლუტური სრულყოფილებისკენ სწრაფვაში, რომელსაც არ აქვს საზღვარი. ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს ციფრულად შეკუმშულ ფორმატებს.

სისტემა Harman Clari-Fi®, წინასწარ კოდირებული ალგორითმების თანმიმდევრობაა, რომელიც აანალიზებს აუდიო სიგნალებს რეალურ დროის რეჟიმში, ასწორებს ნებისმიერ დაკარგულ ბგერას ციფრულ ფორმატებზე და გთავაზობთ შეუდარებელ ჟღერადობას.

ოპტიმიზირებული ატმოსფერო

 

ავტომობილში ატმოსფერო შეიძლება უხილავი იყოს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ამას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს -- იმდენად დიდი, რომ ჩვენ დავნერგეთ უმაღლესი კლასის ტექნოლოგია Nanoe®, რომელიც მიკროსკოპულ დონეზე ახდენს სალონში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და არეგულირებს მას. კლიმატ-კონტროლის ტრადიციული ეფექტების გარდა, ეს ინოვაცია მუდმივად უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.

 

ჩადით დანიშნულების ადგილზე დასვენებული

დახვეწილი Nanoe® ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მხოლოდ ჰაერს არ წმენდს. ის ასევე უზრუნველყოფს ტენიანობის იდეალურ შემცველობას.

სხვა სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც აშრობს კანს და თვალებს, Nanoe® ტექნოლოგიის წყალობით მგზავრობის დასრულებისას თქვენ თავს იგრძნობთ დასვენებულად, რამდენადაც მგზავრობისას იმყოფებოდით ოპტიმალურ პირობებში.

აქტიური უსაფრთხოება

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ავტომობილს აქვს გრძნობები, ისევე, როგორც თქვენ, მაგრამ უფრო მახვილი. ჩვენი უსაფრთხოების სისტემა LSS+ ამას რეალობად აქცევს. შედგება რა ფუნქციების სრული სპექტრისგან, ის მოქმედებს ინტუიციურად და ინტელექტუალურად ადამიანის აღქმის გასაძლიერებლად, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად და დაჯერებულად მართოთ ავტომობილი. სრულიად ახალ LS-ის მოდელებში ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო განვითარებულია, რაც მიანიშნებს Lexus-ის მომავალ ინოვაციებზე უსაფრთხოების სფეროში.

ინტელექტუალური მხარდაჭერა

Lexus-ის სატრანსპორტო საშუალებები მუდმივად ვითარდება და სულ უფრო და უფრო უკეთ ერკვევა გარშემო არსებულ სიტუაციაში. ისინი რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავენ, თავიდან გარიდებენ ავარიებს და გიცავენ თქვენ, თქვენს მგზავრებს და ფეხით მოსიარულეებს.

თუმცა, თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენი უსაფრთხოების სისტემები თავს იჩენენ და დახმარებას გთავაზობენ მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდებათ. დარჩენილი დროის განმავლობაში ისინი არ ჩანან, თუმცა ფხიზლად არიან, მუშაობენ შეუმჩნევლად და დაუღალავად, რათა უზრუნველყონ თქვენი დაცვა და განამტკიცონ თქვენი დაჯერებულობა.

ტექნოლოგიის საინტერესო მომენტები

 

Lexus-ის სამოდელო ხაზში გამოყენებულია ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებას აირჩევთ, თქვენ აღმოაჩენთ ინოვაციურ ფუნქციებს, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს თქვენთვის ძალზედ კომფორტული, შესანიშნავი და მაქსიმალურად უსაფრთხო მგზავრობა. ბევრი დამატებითი ფუნქცია მოდის სტანდარტული აღჭურვილობის სახით, თუმცა კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომია თქვენი არჩევანის მიხედვით. თქვენი უნიკალური სპეციფიკაციები თქვენ გელოდებათ.

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=lc%2Cnx%2Ces