2017 lexus kineticSeat hero01

გამოგონების საზღვრების გაფართოება

კინეტიკური სავარძლის კონცეფცია

კომფორტულად ზიხართ? რამდენადაც Lexus-ის კინეტიკური სავარძლის დიზაინი და კონსტრუქცია ხელახლა განსაზღვრავს ავტომობილის სავარძლების პრინციპებს მომავალში. ის ბოჭკოც კი, რომელიც ამ სავარძლებისთვისაა გამოყენებული, ნამდვილად რევოლუციურია, ის ოთხჯერ უფრო მტკიცეა ფოლადზე და ამასთან, გაცილებით უფრო დრეკადია, ვიდრე ნეილონი. კინეტიკური სავარძლის კონცეფციის დებიუტი 2016 წელს შედგა, პარიზის ავტოშოუზე.

დამზადებული მოძრაობისთვის, შექმნილი კომფორტისთვის

ადამიანებში ხერხემალი უზრუნველყოფს თავის სტაბილიზაციას. ის საშუალებას აძლევს გულმკერდსა და მენჯს, რომ მობრუნდნენ ერთმანეთის საპირისპიროდ და ამცირებს თავის მოძრაობას, სიარულის ან სირბილის დროსაც კი.
ავტომობილის სავარძელში ამ მოძრაობების მხარდაჭერის მიზნით სავარძლის ბალიშის და საზურგის დიზაინი კინეტიკური რეაგირების საშუალებას იძლევა, ადამიანის მასაზეც და ავტომობილის მოძრაობაზეც. სავარძელში უბრალოდ ჯდომაც კი ამცირებს თავის მოძრაობას და ასტაბილურებს ადამიანის ხედვის არეს.

სავარძლის გადასაკრავი წარმოადგენს ობობის ქსელისმაგვარ დიზაინს, რომელიც ცენტრიდან იშლება. ქსელი კარგად ერგება სხეულის ფორმას და თანაბრად ანაწილებს მასას, ისე, რომ მძღოლს ან მგზავრს შეუძლია კომფორტულად იჯდეს, დიდი ხნის განმავლობაში.

საუკეთესო ამორტიზაცია

სავარძლის საზურგის ცენტრი მხრის სიმაღლეზეა, რაც განაპირობებს მკერდის ბრუნვით მოძრაობას სავარძლის ღერძის გარშემო. კვლავ, ეს ხელს უწყობს თავის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს მაღალი დონის საყრდენს. სავარძელი უფრო თხელია, რაც ავტომობილის საერთო მასას ამსუბუქებს.

ობობის ქსელისმაგვარი ქსოვილი სინთეტიკური ბოჭკოსგანაა დამზადებული, რომელსაც ეწოდება "Qmonos™", იაპონური სიტყვიდან "კუმონოსუ", რაც "ობობის ქსელს" ნიშნავს. ძირითადი კომპონენტია პროტეინი, რომელიც შეიქმნა მიკრობული ფერმენტაციის შედეგად. Qmonos™ იმდენად მტკიცეა, რომ მხოლოდ 1 სმ დიამეტრის ქსელს შეუძლია გააჩეროს დიდი ავიალაინერი აფრენის ან დაშვებისას.