pcs

უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +

შეჯახების პრევენციის სისტემა, ქვეითების ამოცნობისა და განგაშის ფუნქციით

Lexus LS-ისთვის შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS) გაუმჯობესდა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიით. PCS-ი ახლა უკვე მოიცავს წინა, გვერდითა შეჯახების პრევენციის სისტემას, თქვენი ავტომობილის დიაგონალური დაცვისთვის, ასევე აქტიური მართვის დამხმარე სისტემას, მიმართულების შესაცვლელად, ისეთ სიტუაციაში, როდესაც დამუხრუჭებისას გარდაუვალია შეჯახება. გზის სხვა მომხმარებლებიც ასევე უკეთესად არიან დაცულები, გაუმჯობესებული, ქვეითების ამომცნობი სისტემით, რომელიც ასევე აღიქვამს ველოსიპედისტებსა და გზებზე მოძრავ ქვეითებს ღამით.
PCS-ის სენსორული სისტემა ასევე მოიცავს მილიმეტრული ტალღის რადარს, წინა გვერდითა რადარს, უკანა გვერდითა რადარსა და სტერეო კამერას, რათა უზრუნველყოს მძღოლის მაქსიმალური ინფორმირება, მის გარშემო არსებული გზის შესახებ. თუ სხვა ავტომობილი დაფიქსირდა ისეთ ადგილას, სადაც შეჯახების ალბათობაა, საჭიროებისამებრ დამუხრუჭებამდე, მძღოლი იქნება გაფრთხილებული ვიზუალური და აუდიო სიგნალების მეშვეობით.
თუ PCS-ი დაადგენს, რომ სხვა ავტომობილთან, ქვეითთან ან დაბრკოლებასთან შეჯახების თავიდან ასარიდებლად დამუხრუჭება არ იქნება საკმარისი, აქტიური მართვის დამხმარე სისტემა განახორციელებს შესაბამის მანევრირებას, ავტომატურ დამუხრუჭებასთან ერთად. ეს სისტემა გზაზე აფიქსირებს უძრავ ობიექტებს, როგორიცაა: ქვეითები და საგზაო ბარიერები, რათა უზრუნველყოს თქვენთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გაჩერება.
როდესაც ქვეითი დაფიქსირდება წინა მხრიდან, PCS-ი იყენებს მსოფლიოში პირველ ტექნოლოგიას, რათა ასახოს ქვეითის მდებარეობა, საპროექციო გამოსახულებით საქარე მინაზე. ეს ანიმაციური გამოსახულება ასახავს ავტომობილის ტრაექტორიას ქვეითთან მიმართებაში და შეჯახების ნებისმიერ შესაძლებლობას. მსოფლიოში პირველი, ეს ინოვაცია უზრუნველყოფს მძღოლის ინფორმირებას გზის შესახებ და მის მიერ შესაბამისი მანევრირების განხორციელებას.
პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

მოდელები აღნიშნული ტექნოლოგიით