1. Discover Lexus
  2. Safety
  3. Lexus parking assist
იყავით კონტაქტზე

გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მახასიათებლები

მართვის დამხმარე სისტემა

უსაფრთხო პარკირება

პარკირებას ახასიათებს უსაფრთხოების საკუთარი, სპეციფიკური გამოწვევები, შეჯახების მრავალი შემთხვევა დაბალი სიჩქარით პარკირებისას. Lexus-ის პარკირების დამხმარე მახასიათებლები შექმნილია თქვენი ავტომობილის და გზის სხვა მომხმარებლების დასაცავად ყოველი კუთხიდან. ის გატყობინებთ მოახლოებული საფრთხის შესახებ და აუმჯობესებს თქვენს რეაგირების უნარს.

Lexus-ის პარკირების მახასიათებლების ხაზი ერთდროულად მუშაობს სრულყოფილი პარკირების უზრუნველსაყოფად. პარკირების დამხმარე გამაფრთხილებელი სისტემა (PKSA) აფიქსირებს დაბრკოლებებს ავტომობილის გარშემო, მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი სიგნალით და ინტუიციურად მიუთითებს დაბრკოლების პოზიციას მულტი-ინფორმაციულ და ცენტრალურ მონიტორებზე.

უსაფრთხო უკუსვლა

იმისათვის, რომ დაგიცვათ უკნიდან მოახლოებული ავტომობილებისგან, უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა ხმოვანი სიგნალით გატყობინებთ მოძრავი ავტომობილების შესახებ, გიჩვენებთ პოტენციური საფრთხის გამოსახულებას ცენტრალურ მონიტორზე და ასევე, გაფრთხილებთ გვერდითა სარკეებზე არსებული ინდიკატორით.

პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა

პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა (PKSB) ავსებს პარკირების დამხმარე განგაშის სისტემისა (PSKA) და უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემის ვიზუალურ და აუდიო სიგნალებს, რითაც ეხმარება მძღოლებს გაჩერებაში, როდესაც შეჯახება გარდაუვალია. სენსორების მეშვეობით პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა აფიქსირებს ავტომობილის გარშემო არსებულ დაბრკოლებებს და იყენებს გაწევის ძალის კონტროლს და გაუმჯობესებულ დამუხრუჭებას დაბალ სიჩქარეებზე.

სადაც არ უნდა იყოს დაბრკოლება, სრული სიმშვიდისთვის, პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა აფიქსირებს დიდ ფართობს ავტომობილის გარშემო. თუ წინ ან უკან დაფიქსირდება სტატიკური ობიექტები, როგორიცაა კედლები, მძღოლი მიიღებს ხმოვან გაფრთხილებას, საფრთხე აისახება მონიტორზე და ამოქმედდება მუხრუჭი, სამუხრუჭო ძალის კონტროლის გამოყენებით. უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული დაბრკოლების შემთხვევაში, პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა შეატყობინებს მძღოლს და შეეცდება ავტომობილის გაჩერებას, შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა

ჩვენს უახლეს მოდელებს ასევე გააჩნიათ გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მუხრუჭის სისტემა, რომელიც იყენებს უკანა კამერას, უკანა სივრცის კონტროლისთვის. როდესაც ქვეითი უკნიდან უახლოვდება ავტომობილს, სისტემა აფრთხილებს მძღოლს აუდიო სიგნალის მეშვეობით და ვიზულურად - ინტუიციური, ინტელექტუალური სენსორების მეშვეობით მიღებული გამოსახულებით მონიტორზე, რათა მძღოლს შეეძლოს საფრთხის დონის განსაზღვრა. თუ ქვეითი საკმარისად ახლოსაა იმისთვის, რომ გამოიწვიოს შეჯახება, გაწევის ძალის კონტროლი და სამუხრუჭე ძალის კონტროლი ავტომატურად ამოქმედდება.

პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.

მოდელები აღნიშნული ტექნოლოგიით

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ls