2018 lexus safety adaptive high beam system

უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM

ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS)

  • ადაპტაციური შორი განათების სისტემა, რომელიც გახლავთ ავტომატური შორი განათების სისტემის კონცეფციის გაუმჯობესებული ვერსია, გრძნობს გზას და რეაგირებს მასზე. ხილვადობის საჭიროებისა და სხვა მძღოლების გათვალისწინების იდეალური ბალანსის მქონე, ადაპტაციური შორი განათების სისტემა უზრუნველყოფს კომფორტის ახალ დონეს ღამით მართვისას.
  • 2018 lexus safety adaptive high beam 1

    LEXUS-ის უსაფრთხოება

    ადაპტაციური შორი განათების სისტემა

    ადაპტაციური შორი განათების სისტემა ინტელექტუალურად რთავს და აქრობს ცალკეულ შუქდიოდებს თითოეულ წინა მაშუქში, სინათლის განაწილების ზუსტი კონტროლისთვის. სისტემა იყენებს ავტომობილის ზედა ნაწილში დამონტაჟებულ კამერას, რათა დააფიქსიროს წინ მომავალი ავტომობილების განათება და მაღალი სიზუსტით გაანათოს გზა, ისე, რომ თვალი არ მოჭრას წინ მიმავალი და შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს.

    ეს მძღოლებს საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ ღამე მართვით მკვეთრი განათების პირობებში, უზრუნველყოფს რა განსაკუთრებულ ხილვადობას და მართვის მშვიდ პირობებს, შორი და ახლო განათების მონაცვლეობით ჩართვის საჭიროების გარეშე.

  • 2018 lexus safety adaptive high beam 2

    LEXUS-ის უსაფრთხოება

    ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა

    ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა წარმოადგენს ადაპტაციური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც იძლევა სინათლის უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობას. ორ რიგად განლაგებული ოცდაოთხი შუქდიოდი, რომლებიც მოძრაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამცირებს სინათლის სიკაშკაშეს წინ არსებული ავტომობილის მიმართ და ამავე დროს, ანათებს ავტომობილის ზემოთ არსებულ საგზაო ნიშნებს.

პასუხისმგებლობის უარყოფა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა ნორმალური მართვის ნაცვლად და გთხოვთ, სისტემის გამოყენებამდე წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქცია. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელია უსაფრთხო მართვაზე.