
ტექნოლოგია
LEXUS-ის უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. Lexus Safety System + განსაზღვრავს ახალ ერას უბედური შემთხვევების პრევენციაში, რათა ზიანისგან დაგიცვათ თქვენ, თქვენი მგზავრები, ადამიანები სხვა სატრანსპორტო საშუალებებში და ფეხით მოსიარულეები. Lexus Safety System + ავსებს და აძლიერებს მართვის უნარებს და აუმჯობესებს თქვენს შეგრძნებებს, რათა ყოველთვის თავდაჯერებული იყოთ მგზავრობისას.
უსაფრთხოების არსი
გზა შესაძლოა იყოს არაპროგნოზირებადი, ყველაზე გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი. გაეცანით აქტიურ უსაფრთხოებას, რათა აღმოაჩინოთ გონივრული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ ყველაზე გავრცელებული უბედური შემთხვევების მიზეზების აღმოსაფხვრელად, რათა თქვენ იყოთ უსაფრთხოდ ნებისმიერ სიტუაციაში მართვის დროს.
უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + წარმოადგენს ჩვენს უახლეს მიღწევას ავტომობილის უსაფრთხოების დარგში. ხუთი ინოვაციური სისტემის მეშვეობით, უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში ინოვაციებისა და საგზაო შემთხვევების სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიმართულია შემთხვევების პრევენციის სამ ძირითად სფეროზე: ფრონტალური შეჯახებები, ზოლიდან შემთხვევით გადასვლა და ღამით მომხდარი საგზაო შემთხვევები.

-
წინასაავარიო სისტემა (PCS), ქვეითების ამოცნობის ფუნქციით
PCS აღიქვამს წინ მიმავალ ავტომობილებს ან ქვეითებს და გაფრთხილებთ შეჯახების რისკის შესახებ, რათა თქვენ დროულად მოახდინოთ შესაბამისი მანევრირება. თუ მძღოლი ვერ ახდენს დროულ რეაგირებას, სისტემა ახორციელებს დამუხრუჭებას და საჭის მართვას ისე, რომ შეამციროს შეჯახებით გამოწვეული დაზიანება.
-
ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა (LDA), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემით
LDA გეხმარებათ ზოლის შენარჩუნებაში მსუბუქი ვიბრაციით, როდესაც ავტომობილი იცვლის მიმართულებას. ასევე გიგზავნით ხმოვან და ვიზუალურ შეტყობინებებს, რათა მშვიდად დაგაბრუნოთ ზოლში.
-
ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა (LDA), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემით
იმისათვის, რომ ავტომობილის მართვა იყოს უფრო მშვიდი, როგორც ავტობანზე, ასევე საცობებშიც, ჩართეთ კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა უზრუნველყოფს საჭის მართვის უწყვეტ დახმარებას, რაც განაპირობებს ავტომობილის მოძრაობას ზოლის ცენტრში, მინიმალური გადახრით მცირე მოსახვევებშიც კი.
-
ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)
AHB სისტემას გააჩნია ავტომატური სენსორები, რომლებიც აქრობენ შორ განათებას, როდესაც ახლოვდება სხვა ავტომობილი. ეს საშუალებას გაძლევთ, მშვიდად იმგზავროთ ღამის საათებში სხვა მძღოლების შეწუხების გარეშე.
-
კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC)
DRCC გაძლევთ მშვიდად მგზავრობის საშუალებას მუდმივი სიჩქარით და ინარჩუნებს უსაფრთხო მანძილს თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. წინ მიმავალ ავტომობილთან მიახლოებისას, სისტემა შეანელებს სვლას, შეჯახების თავიდან ასაცილებლად.
-
საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა (RSA)
RSA ამოიცნობს ყველა საგზაო ნიშანს და გადასცემს შეტყობინებას პირდაპირ თქვენი ავტომობილის მონიტორზე. ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომას თქვენი მარშრუტის შესახებ.
მძღოლის დამხმარე უსაფრთხოების სისტემის მახასიათებლები
თუ ახდენთ პარკირებას ან ემზადებით ზოლის შეცვლისთვის, გამოცდილმა მძღოლმა ყოველთვის იცის, თუ რა ხდება მის გარშემო. Lexus-მა განავითარა ეს პრინციპი თქვენი აღქმის გასაუმჯობესებლად, ინტუიციური მახასიათებლებით, რომლებსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავთ თქვენი მართვის გამოცდილება.

-
ბრმა ზონის მონიტორი
გაცდით თქვენი პერიფერიული ხილვადობის საზღვრებს. „ბრმა ზონის“ მონიტორი აფრთხილებს მძღოლებს ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ, რომელიც შესაძლოა არ ჩანდეს უკანა ხედვის სარკეებში. იგი გაძლევთ სრულ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება თქვენი ავტომობილის გარშემო და გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ მანევრირება სრული თავდაჯერებულობით.
-
გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე მახასიათებლები
თავდაჯერებულად მოახდინეთ ავტომობილის პარკირება ნებისმიერ ადგილზე. ჩვენი პარკირების დამხმარე მახასიათებლები იცავენ თქვენს ავტომობილს, თქვენი მართვის აღქმის გაუმჯობესებით, ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ შეტყობინებით და საჭიროებისამებრ სამუხრუჭო ძალის გაზრდით.
-
ადაპტაციური და ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემები (AHS)
ავტომატური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებული ვერსია, ადაპტაციური შორი განათების სისტემა იყენებს ავტომობილის ზედა ნაწილში განთავსებულ კამერას, რომელიც აღიქვამს ავტომობილებს მის წინ და ავტომატურად ახორციელებს წინა მაშუქების განათების ოპტიმიზირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ გზა თქვენს წინ და არ დააბრმავოთ შემხვედრი ავტომობილების მძღოლები. ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა წარმოადგენს ადაპტაციური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც იძლევა სინათლის უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობას.
უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYSTEM +A
წარმოგიდგენთ ჩვენს უახლოეს ნაბიჯს მსოფლიოსკენ, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი საგზაო შემთხვევებისგან. Lexus Safety System +A ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Lexus LS-ის მოდელისთვის და გთავაზობთ მართვის დახმარების ახალ საფეხურს. Lexus Safety System + უსაფრთხოების სისტემის ხუთ საფუძველზე დაყრდნობით, ჩვენი ყველაზე სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს მსოფლიოში პირველ ტექნოლოგიას, რომელიც ზრდის სიამოვნებას მართვისას და ამცირებს საფრთხეს.

-
წინასაავარიო სისტემა ქვეითების ამოცნობისა და განგაშის ფუნქციით, აქტიური მართვის დამხმარე სისტემა და წინა, გვერდითა წინასაავარიო სისტემა.
Lexus LS-ისთვის წინასაავარიო სისტემა (PCS) გაუმჯობესდა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიით, რათა თავიდან აგარიდოთ საგზაო შემთხვევები. იგი მოიცავს ქვეითების ამოცნობისა და განგაშის ფუნქციას, აქტიური მართვის დამხმარე სისტემას და წინა გვერდითა წინასაავარიო სისტემას.
-
სისტემა Lexus CoDrive
სისტემა Lexus CoDrive-ი მხარს უჭერს თქვენს პირად მართვის სტილს. იგი მოიცავს კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით, საგზაო ნიშნების ამომცნობ სისტემას და წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემას. Lexus LS-ი ასევე მოიცავს ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას, რომლის დახმარებითაც თქვენ შეინარჩუნებთ ზოლს ნებისმიერ გზაზე.
-
ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა
ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა წარმოადგენს ადაპტაციური შორი განათების სისტემის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც იძლევა სინათლის უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობას. ორ რიგად განლაგებული ოცდაოთხი შუქდიოდი, რომლებიც მოძრაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამცირებს სინათლის სიკაშკაშეს წინ არსებული ავტომობილის მიმართ და ამავე დროს ანათებს ავტომობილის ზემოთ არსებულ საგზაო ნიშნებს.
-
წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა
მიუახლოვდით ყველა გზაჯვარედინს თავდაჯერებულად. როდესაც თქვენ მიუახლოვდებით საცობს, წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა შეაფასებს მოძრაობის ინტენსიობას და შეგატყობინებთ გადამკვეთ გზაზე მოძრავი ავტომობილების შესახებ.
LEXUS-ის სამოდელო ხაზი
უსაფრთხოების მახასიათებლები წარმოადგენს Lexus-ის მთელი სამოდელო ხაზის საფუძველს. თითოეული მოდელი შექმნილია გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემების ზუსტი კომბინაციით, რათა შეავსოს ავტომობილის სამუშაო მაჩვენებლები და ინდივიდუალურობა. გაეცანით კონკრეტულ მახასიათებლებს თითოეული მოდელისთვის, რათა იპოვოთ ავტომობილი, რომელიც საუკეთესოდ გააუმჯობესებს თქვენს მართვის სტილს.
-
ES უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით* ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ადაპტაციური შორი განათების სისტემა / ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (ყველა სიჩქარის), საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბრმა ზონის მონიტორი პარკირების დამხმარე სისტემის განგაში (PKSA) პარკირების დამხმარე სისტემის მუხრუჭი (PKSB) NX უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით* ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (ყველა სიჩქარის) საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბრმა ზონის მონიტორი RX L უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით* ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური შორი განათების სისტემა / ადაპტაციური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (ყველა სიჩქარის) საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბრმა ზონის მონიტორი RX უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით* ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური შორი განათების სისტემა / ადაპტაციური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (ყველა სიჩქარის) საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბრმა ზონის მონიტორი LC უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით* ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (ყველა სიჩქარის) საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბრმა ზონის მონიტორი LS უსაფრთხოების მახასიათებლები
წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ამოცნობის ფუნქციით, აქტიური საჭის მართვის სისტემით და წინა გვერდითა წინასაავარიო სისტემით ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა, მართვის დამხმარე სისტემით ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა ავტომობილის გადახრის გამაფრთხილებელი სისტემა ორსაფეხურიანი ადაპტაციური შორი განათების სისტემა კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით ბრმა ზონის მონიტორი წინა გადამკვეთი საგზაო მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა პარკირების დამხმარე სისტემის განგაში (PKSA) პარკირების დამხმარე სისტემის მუხრუჭი (PKSB) -
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წინასაავარიო სისტემამ შესაძლოა არ იმოქმედოს სწორად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საგზაო პირობების, ავტომობილის მდგომარეობის, ამინდის პირობების, მძღოლის მიერ მართვის ან ქვეითის/ველოსიპედისტის მიზეზით. მხოლოდ მძღოლია პასუხისმგებელი უსაფრთხო მართვაზე. დეტალური ინფორმაციისა და მახასიათებლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ადგილობრივ დილერს. ** მონიტორზე ნაჩვენები ადამიანები და დაბრკოლებები განსხვავდება რეალური პოზიციისა და მანძილის თვალსაზრისით. არ ენდოთ მხოლოდ მონიტორს და საკუთარი თვალით დარწმუნდით ავტომობილის გარშემო უსაფრთხოებაში.