მოტორსპორტი
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ Lexus-ს უნიკალური და ძლიერი მისწრაფება აქვს სპორტული მაჩვენებლების მიმართ, უბრალოდ შეხედეთ ჩვენს "სუპერავტომობილებს", რომლებიც რბოლაში მონაწილეობენ. თქვენ აღმოაჩენთ ავტომობილის მართვის უაღრესად მძლავრ გამოცდილებებს, ჩვენი გულდასმით შემუშავებიდან ავტოდრომზე ტესტირებამდე.
"სუპერქარის" შთაგონება
ნამდვილი მისწრაფების შედეგი, ჩვენი ათწლიანი მისია დამთავრდა განთქმული LFA "სუპერქარის" შექმნით. ამ თანამედროვე საკულტო ავტომობილმა მაღალი მაჩვენებლების ახალი სტანდარტები შემოიღო. და ის გახდა ჩვენი პირადი ნიშნული, რომელმაც შთაგვაგონა Lexus-ის მომავალი.


"სუპერქარის" შთაგონება
ლეგენდარული სტატუსი
"სუპერქარი" LFA არის Lexus-ის სამუშაო მაჩვენებლების განსახიერება და ჩვენი F ფილოსოფიის საფუძველი. 2010 წელს, ტოკიოს 41-ე საერთაშორისო ავტოშოუზე წარმოდგენილი ავტომობილი კვლავაც ლეგენდარულ "სუპერქარად" ითვლება.
ამ ექსკლუზიური და საოცნებო ავტომობილის მხოლოდ 500 ეგზემპლარი იქნა გამოშვებული. მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი გავლენის მქონე ავტომობილი წარმოადგენს ავტოინდუსტრიის ნამდვილ აღიარებას. ორიენტირმა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, LFA-მ შთაგვაგონა LC და სხვა F მოდელები, Lexus-ის სამოდელო ხაზში.
მზად რბოლისთვის
სარბოლო ტრასა ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული გარემოა, რომელიც არსებობს და ამ გარემოში ჩვენი "სუპერავტომობილები" წამყვან ადგილზე არიან. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს გუნდებს გაიმარჯვონ შეჯიბრში, როდესაც საქმე შეეხება სიჩქარეს ან მაჩვენებლების ნებისმიერ სხვა ასპექტს.

მზად, რბოლისთვის
გამარჯვების ფორმულა
Lexus-ი ავტომობილების პირველი მწარმოებელი გახდა აზიაში, რომელმაც მოიგო VLN Endurance Championship რბოლა ნურბურგრინგ ნორდშლაიფში (Nürburgring Nordschleife). RC F GT3 პროტოტიპმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა VLN9 რბოლაში, 2016 წლის 8 ოქტომბერს. ეს შესანიშნავი მოდელი მდიდარია მოწინავე საინჟინროო ფუნქციებით, რომელთა მიზანია მიიღოს მაქსიმუმი 540-ზე მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავისგან.
ის აღჭურვილია სპეციალური წინა ფრთებით, რომლებიც შექმნილია წინაღობის მინიმუმამდე შესამცირებლად. უკანა სპოილერი მაღალი და განიერია, რათა უზრუნველყოს საკმარისი ქვემოთ მიმართული ძალა, სტაბილურობის და სიჩქარის გასაზრდელად ყველაზე ვიწრო მოსახვევებში. ყოველივე ეს და კიდევ მეტი უზრუნველყოფს, რომ ეს ავტომობილი ნებისმიერი სარბოლო ჯგუფისთვის გახდეს აქტუალური.
ტრასაზე მორგებული ფუფუნება
სარბოლო ტრასაზე ყველა ჩვენი გრძნობა გამძაფრებულია. მუდმივად ფხიზლად მყოფები, ჩვენ ვამჩნევთ და ვსწავლობთ ყოველ წამს. შემდეგ ვიღებთ ამ ცოდნას და გარდავქმნით ჩვენს F მოდელებად და ჩვენს F SPORT კლასებად. შედეგი? დახვეწილი, ენერგიული სვლით და სპორტული სტილით.