სამუშაო მაჩვენებლები

LC სპორტული კუპე

LC წარმოადგენს გარდატეხის მომენტს ყველა ასპექტში. ის აღნიშნავს ახალი ეპოქის დასაწყისს Lexus-ისა და ჩვენი მძღოლებისთვის. იაპონიაში, ჩვენს მსოფლიო კლასის აეროდინამიკური კვლევების ცენტრში შექმნილი ეს მოდელი შეუდარებელი ენერგიით აგავსებთ, როდესაც ახალი თავგადასავლები გიხმობთ.

შექმნილი ახალი ეპოქისთვის

2016 წელს, დეტროიტში, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე (NAIAS) წარმოდგენილმა LC-მ მაშინვე დაიმსახურა ინდუსტრიის ყურადღება და ქება. სხვადასხვა ჯგუფები ლექსუსიდან გაერთიანდნენ, რათა ავტომობილი, რომელშიც შერწყმულია უმაღლესი დონის დიზაინი და შეუდარებელი სამუშაო მაჩვენებლები, ნამდვილი საოცრება ყოფილიყო სამართავად. ის ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას Lexus-ის სამომავლო მიმართულებასთან დაკავშირებით.

კონცეფციიდან რეალობამდე

LC-სთვის, გარდაქმნა კონცეფციიდან წარმოებამდე, უბრალოდ უპრეცედენტოა. ექსპრესიული დიზაინი და უდიდესი საინჟინრო ოსტატობა გაერთიანებულია იმისათვის, რომ შექმნას ავტომობილის მართვის შთაბეჭდილება, რომელიც კვლავ და კვლავ აღმაფრთოვანებელი რჩება.


  

  
    lexus lc 500 concept to reality
  • 
  

  
    lexus lc 500 unprecedented achievement

    კონცეფციიდან რეალობამდე

    უპრეცედენტო მიღწევა

    ეს არის ექსტრაორდინარული ხედვა, რომელიც განხორციელებულია უმცირეს დეტალებამდე. 2012 წელს წარმოდგენილი განთქმული LF-LC-ის კონცეფციით შთაგონებული, LC ამსხვრევს ინდუსტრიის პირობებსა და მოლოდინს.

    Lexus-ის ინჟინრები და დიზაინერები დაუღალავად მუშაობდნენ LC-ის შესაქმნელად. ჩვენი მსოფლიოში განთქმული "სუპერქარის" LFA-ის მსგავსად, LC აგებულია Takumi ოსტატების მიერ. მანქანათმშენებლობა მათი პროფესიაა და ათეულობით წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, რა არის სიზუსტე და სილამაზე და ახალ სიმაღლეზე აჰყავთ სტანდარტები.

  • 
  

  
    lexus lc 500 unmatched performance

    კონცეფციიდან რეალობამდე

    შეუდარებელი სამუშაო მაჩვენებლები

    LC-ის საჭესთან თქვენ მიიღებთ ავტომობილის მართვის უნიკალურ გამოცდილებას, მთელი რიგი ახალი, ინოვაციური მახასიათებლების წყალობით. თქვენ ასევე გაგაოცებთ მოდელის დინამიკური ხარისხი. L-Finesse დიზაინის ფილოსოფიის მართლაც ელეგანტური, შთამბეჭდავი და ზუსტი ინტერპრეტაცია.

    Takumi-ს შეუდარებელი მიდგომის წყალობით LC ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელიც მთლიანად შემუშავებულია ჩვენს მსოფლიო კლასის აეროდინამიკურ კვლევით ცენტრში, იაპონიაში. ის ახალი ეპოქის დასაწყისს ასახავს.

მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდი

LC 500h პიონერია Lexus-ის ახალ ჰიბრიდულ ტექნოლოგიაში. მას ამუშავებს უახლესი მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიას, დაბალ ემისიებს და განაპირობებს სპორტულ, მასტიმულირებელ მართვის გამოცდილებას.


  

  
    lexus lc 500 next generation power

მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდი

ახალი თაობის ენერგია

გაეცანით ახალი თაობის ჰიბრიდს. LC-ის მრავალსაფეხურიან ჰიბრიდულ სისტემაში, ენერგიის ორი წყარო ერთად მუშაობს, ინტელექტუალურად. ავტომობილს ამუშავებს ორივე - ბატარეაზე მომუშავე ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა, ცალ-ცალკე ან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე.

შედეგი? შეუდარებელი ეკონომიურობა, დაბალი ემისიები, ტარების შესანიშნავი გამოცდილება და შთამბეჭდავი აჩქარება. ჩვენი სისტემა ახდენს მართვის პირობების მონიტორინგს, შეუფერხებლად აკონტროლებს ენერგიის მიწოდებას და თქვენს ნაცვლად აკეთებს ოპტიმალურ არჩევანს. ან, თუ თქვენ გსურთ, თქვენ შეგიძლიათ თავად აკონტროლოთ მართვის რეჟიმის შერჩევის ფუნქციის მეშვეობით.

მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდის წყალობით მიიღებთ უსასრულოდ სპორტულ ჰიბრიდულ შესაძლებლობებს. "თამაშში ჩართულია" 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მისი საშუალებით ხდება 10 უნიკალური გადაცემის სიმულაცია, რომელთა შორისაც მძღოლს სწრაფად შეუძლია გადართოს. დააჭირეთ აქსელერატორს სწრაფი და მძლავრი რეაგირებისთვის, ან ისიამოვნეთ უფრო "ჭკვიანური" ეკონომიურობით დაბალ სიჩქარეებზე.

მართვის დინამიკა

LC-ის ინჟინერია მომართულია სრულყოფილებაზე, რათა შექმნას შეუდარებელი მართვის გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ უმცირეს დეტალსაც კი შეუძლია ხელი შეუწყოს მძლავრი შედეგების მიღებას.


  

  
    lexus lc 500 driving dynamics
  • 
  

  
    lexus lc 500 a drive like no other

    მართვის დინამიკა

    შეუდარებელი მართვა

    როდესაც LC-ს ვქმნიდით, ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი სასურველი შედეგის ვიზუალიზაცია, ყოველ ნაბიჯზე უფრო მწვავე, უფრო დახვეწილი მართვის გამოცდილება. მანევრირებადი, სწრაფი, მძლავრი.

    ჩვენ გვინდოდა მაღალი კლასის სპორტული კუპესთვის შესაფერისი უმაღლესი ხარისხის მართვის უზრუნველყოფა, ისეთის, რომელიც აოცებს და აღვიძებს მძღოლის გრძნობებს. თუ თქვენ გქონდათ LC-ის მართვის შესაძლებლობა, თქვენ გეცოდინებათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს ამბიციურ მიზანს.

  • 
  

  
    lexus lc 500 built for agility

    მართვის დინამიკა

    შექმნილი სისხარტისთვის

    LC 500-ის ძრავა იყენებს ორმაგ ჰაერის მიმღებს. ეს ეხმარება სისტემას ისუნთქოს, რაც უზრუნველყოფს ძრავის ფანტასტიურ ხმას - ნამდვილ მუსიკას, ნებისმიერი ადამიანის ყურისთვის. ეს "ბუნებრივი დაბერვის" მქონე ძრავა შესანიშნავად შეესატყვისება სპორტულ კუპეს. მას ავსებს მოდელის ხაზოვანი ენერგომიწოდება, რაც გიადვილებთ კონტროლს და იწვევს შეუდარებელ აღფრთოვანებას, როცა საჭესთან ხართ.

    ჩვენს მოგზაურობაში, Lexus-ის მომავლის წინსვლისთვის, ჩვენ შევქმენით აბსოლუტურად ახალი მართვის გამოცდილება. LC-ს ხასიათი და შეგრძნება არ ჰგავს არცერთ Lexus-ს, რომელიც მასზე ადრე შეიქმნა.

Next steps