1. Discover Lexus
  2. Performance
  3. F-sport
იყავით კონტაქტზე

F SPORT

თითოეული F SPORT-ის მოდელი შთაგონებულია LFA "სუპერავტომობილით", RC F და GS F, რაც აძლიერებს Lexus-ის სპორტული სტილის ისედაც შთამბეჭდავ გარეგნობას. Lexus-ის F ფილოსოფია ვლინდება თითოეულ F SPORT-ის ავტომობილში მძლავრი ექსტერიერის დიზაინის, სპორტზე ორიენტირებული სალონის და ექსკლუზიური მახასიათებლების გათვალისწინებით, ყოველივე ეს იმისათვის, რომ თქვენ, როგორც მძღოლმა აღფრთოვანება იგრძნოთ.

F SPORT-ის ექსტერიერის დიზაინი

 

F SPORT-ის დიზაინი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს გასაოცარი რადიატორის ცხაურით, ქრომირებული ელემენტებით. მუხრუჭის განიერი გამაგრილებელი მილები და აეროდინამიკური კიდეები წინა ქვედა სპოილერზე ხაზს უსვამს მიზანმიმართულ და აგრესიულ ხასიათს და ამასთან, ზრდის ქვემოთ მიმართულ ძალას. უნიკალური ალუმინის დისკები და F SPORT ემბლემები დასრულებულ სახეს აძლევს დიზაინს და მიანიშნებს განთქმულ ფუჯის ავტოდრომთან კავშირზე.

ექსკლუზიური დისკები და დარეგულირებული დაკიდების სისტემა

მსუბუქი ალუმინის დისკები მორგებულია დაბალბორტიან საბურავებთან, მოსახვევებში შეჭიდულობის უზრუნველსაყოფად. როგორც წინა, ასევე უკანა დაკიდების სისტემა დარეგულირებულია ისე, რომ გააუმჯობესოს მანევრირების უნარი და მართვის ხარისხი.

ექსკლუზიური წინა ბამპერი და ცხაური

გამორჩეული, ფიჭისებრი ფორმის ცხაურით და უნიკალური ბამპერით, F SPORT-ის მიმზიდველი წინა ხედი გაბედულ და დამაჯერებელ დიზაინს ქმნის. უფრო ღრმა, ქვედა სექცია მოიცავს ერთიან სპოილერს და მას ემატება ორი განცალკევებული ბადისებრი გარე ცხაური.

F SPORT-ის ინტერიერის მახასიათებლები

 

ჩვენს F SPORT-ის მოდელებში, რბოლებით შთაგონებული ინტერიერის მახასიათებლები მოიცავს ექსკლუზიურ მოსახერხებელ სავარძელს, ალუმინის გამოჩარხულ პედლებს და F SPORT-ის საჭეს. ჩაჯექით გულდასმით აწყობილ სალონში და დაინახავთ, რომ თითოეული დეტალის დიზაინი ინტუიტიურად დაგაკავშირებთ ავტომობილთან და მის სპორტულ იერთან.

მაღალეფექტიანი სავარძელი

F SPORT-ის სავარძელი გაფიქსირებთ თეძოდან მხრებამდე მოსახვევებში, მისი დიზაინი ხასიათდება უფრო დეტალური პროფილით და გაუმჯობესებული მორგებით. ლამაზი ნაკერები ხელით არის შექმნილი ჩვენი "Takumi" ოსტატი ხელოსნების მიერ.

სარბოლო ტრასით შთაგონებული მონიტორი

F SPORT-ის მართვის პანელის დინამიკური დიზაინი უზრუნველყოფს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ ავტომობილის მუშაობასთან დაკავშირებული მონაცემები ზუსტად იქ ნახოთ, სადაც გსურთ. მართვის რეჟიმის შერჩევასთან დაკავშირებული ხელსაწყოთა პანელი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ რეჟიმს აირჩევთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში.

სპორტული საჭე და სატერფულები

F SPORT-ის ემბლემით შემკული, ერგონომიკული სპორტული საჭე მოპირკეთებულია ექსკლუზიური პერფორირებული ტყავის საფარით. საჭეს ავსებს სიჩქარეების გადამრთველები. თქვენს ფეხქვეშ ალუმინის დამუშავებული სატერფულები ასახავს F SPORT-ის მოდელების მოტორსპორტის დიზაინის მემკვიდრეობას, უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას და გაუმჯობესებულ შეგრძნებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში.

აირჩიეთ თქვენი F SPORT-ის მოდელი

 

F SPORT-ის კლასის შეუცდომელი სტილი ხელმისაწვდომია Lexus-ის მთელს სამოდელო ხაზში, კომპაქტური CT-ის, RC კუპეს და კროსოვერი RX-ის ჩათვლით. აღმოაჩინეთ თქვენი F SPORT-ის მოდელი.

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ux%2Crx%2Cnx