1. Discover Lexus
  2. Performance
  3. F philosophy
იყავით კონტაქტზე

F ფილოსოფია

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამუშაო მაჩვენებლები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილის სიმძლავრე. ესაა წმინდა შთაბეჭდილება, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციურიც.

გატაცება სამუშაო მაჩვენებლებისთვის

 

ჩვენი მიზანია შევქმნათ გასაოცარი შთაბეჭდილებები. ისეთები, რომლებიც აღვიძებს გრძნობებს, იწვევს აღტაცებას, აუმჯობესებს უნარ-ჩვევებს და ერთმანეთთან აკავშირებს მძღოლსა და ავტომობილს გზაზე. F ფილოსოფია ის სახელია, რომელიც ჩვენ დავარქვით ამ მისწრაფებას და შეხედულებას. ამგვარად, როცა თქვენ Lexus-ის F მოდელს მართავთ, ამით დიდ სიამოვნებას იღებთ.

სარბოლო ტრასაზე დაბადებული

 

როგორ ქმნით ავტომობილებს, რომლებიც მართვის უნიკალურ და შესანიშნავ გამოცდილებას უზრუნველყოფს? ამისთვის საჭიროა იდეა და სარბოლო ტრასაზე მისი დახვეწა. ჩვენი ავტომობილების ტესტირება ზუსტად იმ ადგილებში ხდება, სადაც რბოლის ვარსკვლავები აჩქარებენ პულსს, ხსნიან რეკორდებს და აღწევენ გამარჯვებას.

ფუჯის სარბოლო ტრასა და ნიურბურგრინგი

ტესტირების უდიდეს ნაწილს ვახორციელებთ იაპონიის ლეგენდარულ ფუჯის სარბოლო ტრასაზე. მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი სარბოლო ტრასა, აი აქედან მოდის ‘F’, F ფილოსოფიაში.

ტესტირება ევროპაშიც ტარდება - განთქმულ ნიურბურგრინგზე, გერმანიაში. LFA-ის ნიურბურგრინგის ვერსიამ სათანადო პატივი მიაგო ამ ადგილს. ის განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად იშვიათი. გამოშვებულია მხოლოდ 50 ავტომობილი.

ახალი Lexus LC უმაღლესი კლასის კუპეს დებიუტიც ნიურბურგრინგის ყოველწლიური 24-საათიანი რბოლის დროს შედგა. მისი დემონსტრირება რბოლის წინ სპეციალურ ღონისძიებაზე მოხდა.

მთავარი მძღოლი

Lexus-ში ტესტირებას განიხილავენ, როგორც დიდად დასაფასებელ უნარს და ხელოვნების ფორმას. ჩვენთვის, ეს მუშაობის გულს წარმოადგენს, ოსტატობასთან მჭიდროდ დაკავშირებულს, მას ხელმძღვანელობენ Takumi ოსტატები.

იმ მნიშვნელობის ხაზგასმისთვის, რასაც ჩვენ ტესტირებას ვანიჭებთ, აღვნიშნავთ, რომ აკიო ტოიოდა, Lexus-ის პრეზიდენტი, ამავდროულად უაღრესად დახელოვნებული მძღოლია. ის ყოველი მოდელის საჭესთან ჯდება და მისი მაჩვენებლების საბოლოო მსაჯულიც ისაა. იგი პრინციპულად ახდენს კონცენტრაციას ემოციებზე, რომლებსაც განიცდის ყოველ ავტომობილში. იწვევს თუ არა ესა თუ ის ავტომობილი მის აღტაცებას და გამოიწვევს თუ არა თქვენს აღტაცებასაც?

ფორსირებული მემკვიდრეობა

Lexus LFA ნამდვილი "სუპერავტომობილია" ყველა ასპექტში. ის სრულყოფს და განამტკიცებს ავტორბოლებით განპირობებული ინოვაციების მემკვიდრეობითობას. საექსპერტო დონეზე განხორციელებული ამბიციური ხედვის ნამდვილი მაგალითი, ის ასახავს იმ ოდნავ "სიგიჟეს" ჩვენს გრძნობებში, რაც წინ, ახალი ჰორიზონტებისკენ გვიბიძგებს.

LFA ის ავტომობილია, რომელშიც თქვენ გამოცდით ავტომობილს და მძღოლს შორის მჭიდრო კავშირის. მისი რევოლუციური სული და მახასიათებლები ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს სხვა ავტომობილებზე ჩვენს სამოდელო ხაზში, მათ შორის, ჩვენს F მოდელებზეც. ის, რაც LFA-ით იწყება, მალე სხვაგანაც აისახება. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ყველაზე დახვეწილ, ყველაზე მოწინავე სამუშაო მაჩვენებლებს Lexus-ის მთელ ხაზში. ამისათვის სარბოლო ტრასა ჩვენი F მოდელებისთვის ინოვაციების ლაბორატორიად ვაქციეთ.

მხოლოდ სიმძლავრე

 

ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ყველაზე დახვეწილ, ყველაზე მოწინავე სამუშაო მაჩვენებლებს Lexus-ის მთელი ასორტიმენტისთვის. ამისათვის, სარბოლო ტრასა ჩვენი F მოდელებისთვის ინოვაციების ლაბორატორიად ვაქციეთ.

F SPORT-ი

ჩვენი ყველა F მოდელით თქვენ სამუშაო მაჩვენებლების და ემოციების მწვერვალს მიაღწევთ. ისინი გთავაზობენ სრულყოფილ მართვის გამოცდილებას, რაც სავსებით ასახავს ჩვენს F ფილოსოფიას.

 

F სპორტი

F SPORT-თან ერთად, მიიღეთ სიამოვნება F-ის ამაღელვებელი შეგრძნებით Lexus-ის თქვენს მიერ არჩეული მოდელით. იგრძენით ეს კიდევ უფრო მეტად, დიზაინის გაუმჯობესების და დაკიდების სისტემის ზუსტად დარეგულირების წყალობით, რაც კიდევ უფრო ზრდის სპორტულ გამოცდილებას.