F სამუშაო მაჩვენებლების მქონე მოდელები

სრულყოფილი სამუშაო მაჩვენებლები, მართვით გამოწვეული ნამდვილი სიხარული

ეს ავტომობილები შექმნილია მუშაობისთვის, თითოეულ მათგანს აქვს სპეციალურად შემუშავებული ძრავა, აგრესიული მართვისთვის საჭირო მახასიათებლები.

შექმნილია ხედვის მიხედვით და სრულყოფილია სარბოლო ტრასაზე

F ფილოსოფია მოიცავს ავტოსპორტის ტექნოლოგიას, ზუსტ ინჟინერიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფვას მართვის სუფთა, სიღრმისეული შთაბეჭდილებებისკენ. აღმოაჩინეთ F მოდელები თქვენთვის.

    lexus f models quote background image

    lexus f models quote image

LEXUS F ავტომობილები შექმნილია განვითარებისთვის, იმისთვის, რომ გააძლიეროს მძღოლის უნარ-ჩვევები და არ მოითხოვს მართვის განსაკუთრებულ უნარს ექსპერტის დონეზე. LEXUS-ის F ავტომობილის საჭესთან თქვენ აღმოაჩენთ, თუ რა არის მართვით გამოწვეული ნამდვილი სიხარული.

RC F

    2017 lexus f models rc f video
  • 
  
    2017 lexus f models rc f

    RC F

    ერთდროულად თავბრუდამხვევიც და სულისშემკვრელიც

    ზოგიერთები RC F-ს აღწერენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ, მაღალი სამუშაო მაჩვენებლების მქონე 2+2 ავტომობილს, რომელიც ოდესმე შექმნილა. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და ცდილობენ დააფიქსირონ აღფრთოვანება სამუშაო მაჩვენებლების უპრეცედენტო ინჟინერიის მიმართ. თუმცა, თუ გადაწყვეტთ აღწეროთ RC F-ი, სიტყვებს ვერ შეარჩევთ იმ ემოციების და აღტაცების გადმოსაცემად, რომლებსაც განიცდით ამ ავტომობილის მართვისას.

  • 
  
    2017 lexus f models rc f details

    RC F

    RC F დეტალებში

    • რბოლისთვის განკუთვნილი V8 უზრუნველყოფს 477 DIN ცხენის ძალას და 530ნმ მომენტს
    • სწრაფი, 8-სიჩქარიანი სპორტული პირდაპირი ავტომატური ტრანსმისია ირთვება მხოლოდ 0.2 წამში
    • სავალი ნაწილის ხისტი დიზაინი და ვექტორული მომენტის დიფერენციალი უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის კონტროლს და მოსახვევებში შესანიშნავად მოძრაობის უნარს
    • აქტიური უკანა სპოილერი ქმნის დამატებით ქვემოთ მიმართულ ძალას, როცა სიჩქარე ასცდება 80კმ/სთ
    • რბოლაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების ჯგუფში შედის G-ძალის სენსორი და ქრონომეტრი
    • მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ
    • 0-100კმ/სთ : 4.5 წმ

GS F

    2017 lexus f models gs f video
  • 
  
    2017 lexus f models gs f

    GS F

    სულისშემკვრელი

    საზღვრების გაფართოებაში არაფერია ახალი, მათი სრულიად იგნორირება - სხვა საქმეა. ხელით აწყობილი GS F-ი, რბოლისთვის მორგებული 5-ლიტრიანი, 32-სარქველიანი წყვილი აირგამანაწილებელი ლილვის მქონე V8 ძრავით. თქვენ მას კი არ მართავთ, თქვენ მას ათავისუფლებთ. GS F-ი Lexus-ის F ფილოსოფიის ახალი, თამამი განსახიერებაა, მაგრამ ამავე დროს, ის იმ დახვეწილობით, სრულყოფილებით და ფუფუნებით გამოირჩევა, რომელსაც თვენ Lexus-ისგან მოელით.

  • 
  
    2017 lexus f models gs f details

    GS F

    GS F დეტალებში