აღმოაჩინეთ LEXUS-ი
სამუშაო მაჩვენებლები
მთავარია სამუშაო მაჩვენებლები და არა მხოლოდ სიჩქარე. აქ თქვენი ავტომობილი, გზა და თქვენი შეგრძნებები რეალურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. Lexus-ში ჩვენს მისიად გავხადეთ ამის მიღწევა.
აღტაცებისთვის შექმნილი
გრძნობები გვაქცევს ადამიანებად. ისინი ასევე გვიბიძგებენ შევქმნათ შესანიშნავი ავტომობილები. მართალია ჩვენი საინჟინრო საქმიანობა უაღრესად ტექნიკურია და მას ინოვაციები ამოძრავებს, მოდელის დაპროექტების, აგების და ტესტირების დროს ჩვენ პირველ ადგილზე შეგრძნებებსა და სიამოვნებას ვაყენებთ. ეს ავტომობილი თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენს ყველა ასპექტში? ემოციებს იწვევს? მაჩვენებლებს და ტექნიკურ სპეციფიკაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რეალური მნიშვნელობა Lexus-ის შემთხვევაში იმას აქვს, თუ როგორ შეგრძნებებს იწვევს თითოეული ავტომობილი.