2018 lexus paris motorshow hero

21 / 09 / 2018

LEXUS-ი, 2018 წლის, პარიზის ავტომობილების გამოფენაზე

  • 2 ოქტომბერს, პარიზის ავტომობილების გამოფენაზე გაიმართება Lexus-ის მსოფლიო დებიუტი, სადაც ის წარადგენს ლუქს კლასის, სპორტული კუპე RC-ს ახალ ვერსიას, ახალ UX-ს, მეშვიდე თაობის ES-ს და "LC Yellow Edition"-ს.
  • 2018 lexus paris motorshow rc

    პარიზის ავტომობილების გამოფენა

    LEXUS-ი წარმოგიდგენთ განახლებულ, ლუქს კლასის სპორტულ კუპეს - RC

    სრულიად ახალ RC-ს შენარჩუნებული აქვს მიმდინარე მოდელის ყველა ღირსება, რომლებიც კიდევ უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი Lexus-ის საფირმო დიზაინისა და მართვის დინამიკის ევოლუციის შედეგად. ევროპაში, ახალი მოდელის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოდან.

  • 2018 lexus paris motorshow ux 810x1080 v2

    პარიზის ავტომობილების გამოფენა

    ახალი UX-ი

    ახალი Lexus UX-ი გთავაზობთ ბრენდის ინოვაციურ ფუფუნებასა და უსაფრთხოებას პაკეტში, რომელიც აერთიანებს ახალი, თამამი დიზაინის ელემენტებს და ულტრა-ეფექტურ, ახალ ძალოვან აგრეგატებს. დინამიკის გათვალისწინებით, UX-ი შექმნილია ისე, რომ უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური მართვა Lexus-ისთვის დამახასიათებელი ქცევით, რაც უნიკალური დამატებაა ლუქს კლასის, კომპაქტური კროსოვერების სეგმენტისთვის.

  • 2018 lexus paris motorshow lc

    პარიზის ავტომობილების გამოფენა

    LEXUS-ი წარმოგიდგენთ თვალისმომჭრელ, ახალ LC YELLOW EDITION-ს

    Lexus-ი წარმოგიდგენთ თვალისმომჭრელ LC Yellow Edition-ს, რომელიც წარმოადგენს ახალ დამატებას LC-ს საფლაგმანო კუპეს ხაზში. მკვეთრი ყვითელი შეფერილობა ხაზს უსვამს LC-ს სპორტულობას და შესანიშნავ დიზაინს. მომხმარებლებისთვის, აღნიშნული მოდელის მიწოდება განხორციელდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან.

  • 2018 lexus paris motorshow es 810x1080 v2

    პარიზის ავტომობილების გამოფენა

    სრულიად ახალი LEXUS ES-ი: სამუშაო მაჩვენებლებისა და დახვეწილობის უფრო მაღალი დონე

    საშუალო ზომის სედანის კატეგორიაში, ექვსი თაობის წარმატების შემდეგ, ახალი, მეშვიდე თაობის Lexus ES-ი იკვალავს ახალ, უფრო ამბიციურ გზას. თავისი კომფორტით, დახვეწილობითა და უმაღლესი კლასის აღჭურვილობით ცნობილი, ახალი ES-ის სიძლიერე ემყარება განახლებულ სავალ ნაწილს, რომლის წყალობითაც გაუმჯობესებულია ექსტერიერის დიზაინი და მართვის დინამიკა.