2019 lexus men in black

ადამიანები შავებში

LEXUS-ი ეხმარება SONY PICTURES-ს სამყაროს გადარჩენაში, ფილმში - „ადამიანები შავებში™: ინტერნაციონალი"

მისიების შესასრულებლად, ადამიანებს შავებში სჭირდებათ სწრაფი ავტომობილები მაღალ სიჩქარეზე დევნისთვის, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად და დახვეწილი სტილი, რომელიც შეეფერებათ საიდუმლო აგენტების ყველაზე ექსკლუზიურ ჯგუფს, მთელს გალაქტიკაში. Lexus-ი მოხარულია, შეასრულოს ოფიციალური ავტომობილის როლი Sony Pictures-ის ფილმში „ადამიანები შავებში: ინტერნაციონალი", რომლის პრეზენტაციაც იგეგმება 2019 წლის 14 ივნისს, აშშ-ს კინოთეატრებში.
"ადამიანები შავებში" ყოველთვის იცავდნენ დედამიწას, სამყაროს ბნელი ძალებისგან. ამ ახალ თავგადასავალში, ისინი შეერკინებიან უდიდეს, ყველაზე გლობალურ საფრთხეს: მათ ორგანიზაციაში ჩანერგილ აგენტს.
Lexus-ის ავტომობილები წარმოადგენენ აგენტების ოფიციალურ სატრანსპორტო საშუალებებს. 2020 წელს, Lexus RC F-ი ასრულებს მთავარ როლს, როგორც აგენტების რჩეული ავტომობილი, რომლის საშუალებითაც, ისინი ახორციელებენ დევნას მაღალი სიჩქარით. ცოტა ხნის წინ, მდიდრულმა სპორტულმა კუპემ განიცადა გასაოცარი ცვლილებები, რის წყალობითაც იგი გახადა უფრო სწრაფი, უფრო მსუბუქი და მორგებული აგენტების ტრანსპორტირებისთვის, სამყაროს გადასარჩენად. Lexus RC F-ი გთავაზობთ სიმძლავრისა და წონის საუკეთესო ბალანსს თავის კლასში და დღესდღეობით, ყველაზე მძლავრ Lexus V8-ს, რომელიც გამოიმუშავებს 472 ცხენის ძალას. გარდა ამისა, ფილმში ის აღჭურვილია უცხოპლანეტელების გასაოცარი ტექნოლოგიით. ფილმის სცენებში, თქვენ ასევე იხილავთ კროსოვერებს: Lexus RX ჰიბრიდსა და Lexus LX-ს.
"ჩვენ, RC F-ს დავუმატეთ რამდენიმე გაძლიერებული შესაძლებლობა, რაც დაეხმარებათ აგენტებს „ადამიანები შავებში“. ჩვენ შევქმენით ნამდვილად უნიკალური ტიპის, უცხოპლანეტელებთან საბრძოლო მანქანა", განაცხადა ლიზა მატერაცომ, Lexus-ის მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტმა. მოუთმენლად ველით, რომ კინომოყვარულებმა იხილონ RC F-ი ისეთი იერსახით, როგორიც არასდროს უნახავთ.“
Lexus-ისა და Sony Pictures-ის თანამშრომლობა ფილმში „ადამიანები შავებში: ინტერნაციონალი", მოიცავს: ფილმში ინტეგრაციას, თანადაფინანსებულ სატელევიზიო რეკლამას, ფილმის პრემიერის სპონსორობას და სპეციალურად შექმნილ RC F-ს, ფილმისთვის - "ადამიანები შავებში".
"ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ Lexus-თან ამ მრავალდონიანი კამპანიის მხარდაჭერით, რასაც წარმოადგენს პროექტი „ადამიანები შავებში: ინტერნაციონალი“, განაცხადა ჯეფრი გოდსიქმა, Sony Pictures Motion Picture Group-ის ბრენდის მართვისა და გლობალური პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა. "სპორტული კუპე Lexus RC F-ი წარმოადგენს სრულყოფილ ავტომობილს „ადამიანები შავებში“ აგენტების გუნდისთვის, რომელშიც მონაწილეობენ კრის ჰემსვორთი და ტესა ტომფსონი და იცავენ გალაქტიკას."
ფილმის, „ადამიანები შავებში: ინტერნაციონალი"-ს შესახებ
"ადამიანები შავებში" ყოველთვის იცავდნენ დედამიწას, სამყაროს ბნელი ძალებისგან. ამ ახალ თავგადასავალში, ისინი შეერკინებიან უდიდეს, ყველაზე გლობალურ საფრთხეს: მათ ორგანიზაციაში ჩანერგილ აგენტს.
ფილმის რეჟისორია ფ. გარი გრეი, ხოლო სცენარი ეკუთვნის არტ მარკუმს და მეთ ჰოლოვეის, სიუჟეტი ეფუძნება მალიბუს კომიქსს, რომელიც ეკუთვნის ლოველ კანინგჰემს. პროდიუსერები: უოლტერ ფ. პარკესი და ლორი მაკდონალდი. აღმასრულებელი პროდიუსერები: სტივენ სპილბერგი, ე. ბენეტ ვოლში, რიოკო ტანაკა, დეივიდ ბობერი, ბარი სონენფელდი, ედვარდ ჩენგი და ჰოვარდ ჩენი. ფილმში მონაწილეობენ: კრის ჰემსვორთი, ტესა ტომფსონი, რებეკა ფერგიუსონი, კუმალ ნანჯიანი, რაფე სპოლი, ლორან ბორჯესი და ლარი ბორჯესი, ემა ტომფსონი და ლიამ ნისონი.
Sony Pictures Entertainment-ის შესახებ
Sony Pictures Entertainment (SPE) არის Sony Entertainment Inc.-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ტოკიოში დაფუძნებული Sony Corporation-ის შვილობილი კომპანიაა. SPE-ის გლობალური საქმიანობა მოიცავს: კინოს წარმოება, შეძენა და განაწილება; სატელევიზიო გადაღებები, შეძენა და განაწილება; სატელევიზიო ქსელები; ციფრული შიგთავსის შექმნა და განაწილება; სტუდიის აღჭურვილობის ფუნქციონირება; ახალი გასართობი პროდუქციის, მომსახურების და ტექნოლოგიების განვითარება. SPE-ის Motion Picture Group-ის ორგანიზაციები მოიცავს: Columbia Pictures, Screen Gems, TriStar Pictures, Sony Pictures Animation, Stage 6 Films, AFFIRM Films და Sony Pictures Classics. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
http://www.sonypictures.com/corp/divisions.html.