
LEXUS-ი აკეთებს განცხადებას ახალი, ყვითელი LC-ს გამოსვლის შესახებ
Lexus-მა გამოუშვა ახალი, ყვითელი LC-ს მოდელი, განსაცვიფრებელი ლუქს კლასის კუპე. SPORT+ კლასის, ექსტერიერის დიზაინისა და მისი მდიდრული ინტერიერის უნიკალური კომბინაციით, ყვითელი გამოშვება გთავაზობთ შეუდარებელ მართვას და გამორჩეულ კომფორტს, რომელიც სრულყოფილებამდე მიიყვანა ათასობით დიზაინერმა, ინჟინერმა და ტექნიკოსმა.
-
უნიკალური მართვის შესაძლებლობა და სტაბილურობა
"LC Yellow Edition"-ი გამოირჩევა გაუმჯობესებული სამუშაო მაჩვენებლებით და მართვის მახასიათებლებით, რომლებიც წარმოადგენენ LC Sport+-ის სპეციფიკაციის ნაწილს. იგი აღჭურვილია Lexus-ის დინამიკური მართვის სისტემით, ცვლად სიჩქარეზე მართვის გამაძლიერებელი მექანიზმით (VGRS) ოთხივე თვლის მართვით, რომელიც დამოუკიდებლად აკონტროლებს წინა და უკანა თვლების მოხვევის კუთხეს და "Torsen® Limited-Slip" დიფერენციალით.
ერთად, ეს გაუმჯობესებული სისტემები უზრუნველყოფენ სწრაფ და უსაფრთხო მართვას და შესანიშნავ რეაგირებას.
ისინი მძღოლს საშუალებას აძლევენ, გამოიყენოს LC-ს "GA-L" გლობალური არქიტექტურის პლატფორმის სრული პოტენციალი, მისი შესანიშნავი ბალანსით და დაბალი სიმძიმის ცენტრით.
სხვა მახასიათებლები მოიცავს 21" დიუიმიან დისკებს და ნახშირბადის ბოჭკოთი გაძლიერებულ პლასტმასის კომპოზიტურ სახურავს, რაც ამცირებს წონას და ზრდის სიმტკიცეს. ნახშირბადის ბოჭკოვანი, აქტიური უკანა სპოილერი ამოქმედდება 80 კმ/სთ სიჩქარეზე, რათა ქვემოთ მიმართოს ავტომობილის უკანა ნაწილი და გაზარდოს სტაბილურობა მაღალი სიჩქარით მართვის დროს.
-
ექსტერიერის კაშკაშა ყვითელი ფერი
შექმნილი სპეციალურად LC-სთვის, კაშკაშა ყვითელი არის ემოციური ფერი, რომელიც შეესაბამება ავტომობილის სწრაფი მართვის მაჩვენებლებს. მაღალი ქრომოგენური ფერის შესაქმნელად, ყვითელი ფერის მრავალი შრე იქნა გამოყენებული. აღნიშნული ფერის მიღება მოხდა ორი განსხვავებული, მაღალი ინტენსივობის მქონე ყვითელი ფერის ფენებით და საბაზისო, ძლიერ მბრწყინავი ქარსისფერი საღებავით.
შედეგად მივიღეთ მაღალი ინტენსივობისა და ბზინვარების მქონე ტონი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ფერისგან Lexus-ის ხაზში.
-
ინტერიერის ხარისხი და კომფორტი
სპეციალური ფერის თემა გრძელდება სალონში, სადაც კარის შავი პანელები მოპირკეთებულია თბილი ყვითელი ფერის ალკანტარას ჩანართებით. ასევე, აღსანიშნავია თბილი ყვითელი ფერის კონტრასტული ნაკერები თეთრი ტყავის სავარძლებზე, ხელსაწყოთა პანელზე, საჭესა და ცენტრალური კონსოლის საიდაყვეზე. ის ასახავს Takumi-ს ოსტატობას, რომელიც Lexus-ის ფუფუნების გამორჩეული მახასიათებელია. სალონი ასევე მოიცავს - საპროექციო გამოსახულებას საქარე მინაზე, შავი ფერის ალკანტარის ჭერს და 10-პოზიციაში ელექტრორეგულირებად წინა სავარძლებს, თეთრი ფერის ნახევრად-ანილინის ტყავით.
-