COVID19 პერიოდში ხშირად დასმული კითხვები
დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკური პრობლემა შეიძლება მოგვარდეს პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით, მომხმარებელმა კი ავტომობილი უნდა მოიყვანოს ჩვენს სერვის ცენტრში. COVID19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებთან დაკავშირებული სახელმწიფო და სამედიცინო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების მიზნით, გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ სერვისი, რათა მომხმარებელთა რაოდენობა ადგილზე და თქვენი ავტომობილის სერვისისთვის განკუთვნილი დრო მინიმუმამდე დაყვანილი იყოს. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ოფიციალურ დილერს, ქვემოთ მოცემული ცხელი ხაზის ნომერზე.
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
სასიგნალო ინდიკატორი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს ანთებული, მეტწილად ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ზუსტი პასუხის მისაღებად, თუ რა არის შესაკეთებელი, საჭიროა, რომ ავტომობილი ნახოს ჩვენმა სპეციალისტმა და შეამოწმოს ჩვენს სერვის ცენტრში. მომხმარებელი მოსვლამდე, სერვისის მისაღებად, უნდა ჩაეწეროს წინასწარ - ცხელი ხაზის საშუალებით:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
მომხმარებელმა უნდა დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე და დაჯავშნოს აღნიშნული სერვისი, ჩვენი სპეციალისტები კი საქმეს შეასრულებენ ჩვენი მომსახურების სივრცეში.
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიოროტეტია. ჩვენ მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციასა და სახელმწიფო რეგულაციას. ვინაიდან ეს რეგულაციები პერიოდულად იცვლება, სამუშაო საათებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია, გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს გვერდებზე სოციალურ ქსელში ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
თქვენი ავტომობილის მიწოდების თარიღი, სავარაუდოდ შეიცვალა. სწორად ამიტომ, დეტალების გასარკვევად, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ოფიციალურ დილერს ცხელ ხაზზე:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
სათადარიგო ნაწილის მიწოდების თარიღი, სავარაუდოდ შეიცვალა. დეტალების გასარკვევად, გთხოვთ შეამოწმოთ ინვოისზე მითითებული თარიღი და შესაბამისი ინფორმაციით დაუკავშირდეთ ჩვენს დილერს ცხელ ხაზზე:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
ჩვენი ოფიციალური დილერი იღებს ახალ შეკვეთებს. თუმცა, ავტომობილის მოწოდების ვადები დამოკიდებულია სახელმწიფო რეგულაციებზე. დამატებეითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს ოფიციალურ დილერს ცხელ ხაზზე.
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
თუ თქვენ ბრძანდებით ტოიოტას ან ლექსუსის მარკის ავტომობილის მფლობელი, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ავტომობილს უფასოდ ჩაუტარდება სპეციალური სერვისის კამპანიით გათვალისწინებული პროცედურები. იმისათვის, რომ გაარკვიოთ საჭიროებს თუ არა თქვენი ავტომობილი ამ მომსახურების ჩატარებას, გთხოვთ, გადახვიდეთ ქვევით მითითებულ ბმულზე, შეიყვანოთ თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში და მიყვეთ შესაბამის ინსტრუქციას.
https://www.toyota.ge/vincheck/index.json
თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ოფიციალურ დილერს ცხელ ხაზზე:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
დიახ, ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ავტომობილის შეკეთება. ჩვენ ასევე გაგვაჩნია ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ოფიციალურ დილერს საქართველოში:
ლექსუს თბილისი: 032 222 55 88
მიმდინარე გამოწვევების პერიოდში განსაკუთრებული ზრუნვა არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს ავტომობილებსაც სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თვითიზოლაციის პირობებში მანქანის მოვლის 6 რჩევას.
1. ვინაიდან ავტომობილს რეგულარულად აღარ ვიყენებთ, სასურველია, პერიოდულად დავქოქოთ ძრავი
ჰიბრიდული ძრავის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თვეში მინიმუმ ერთხელ Start ღილაკის დაჭერა და მზადყოფნის რეჟიმში (Ready Mode) 1 საათით დატოვება.
სტანდარტული ძრავის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თვეში მინიმუმ ერთხელ ძრავის ამუშავება ნახევარი საათით მაინც.
ყურადღება: ამ დროს ავტომობილი უნდა იყოს ღია სივრცეში, რათა არ მოხდეს გამონაბოლქვის დაგროვება.
ოპტიმალური შედეგის მისარღევად, გთხოვთ ამ დროს გამორთოთ ისეთი ელექტრონული ხელსაწყოები, როგორიცაა რადიო და კონდინციონერი.
2. რეკომენდირებულია საწვავის ავზის გავსება, რათა არ მოხდეს ავზის კოროზია (მეტალის საწვავის ავზის შემთხვევაში)
3. გარეცხეთ ავტომობილი როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რათა არ მოხდეს არასასიამოვნო სუნის გავრცელება
4. ნუ დატოვებთ მანქანაში არომატიზატორებს - ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი მანქანაში და ბაქტერიების გავრცელება ვენტილაციის სისტემაში.
5. უმჯობესია ავტომობილი დატოვოთ დახურულ სივრცეში
6. თუ ავტომობილით გადაადგილება არ არის შეზღუდული, დაფარეთ ავტომობილით 5 კილომეტრი ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოთ საბურავები და სამუხრუჭო ხუნდები მუშა მდგომარეობაში.